„კვირა შეგვიძლია ორ ნაწილად გავყოთ 16 ივლისამდე და 16 ივლისის შემდეგ.
16-მდე დედამიწა უარყოფით ენერგო ველშია, ასევე სამშაბათს გვაქვს ახალმთვარეობა. 16 რიცხვის შემდეგ კი დედამიწა გადავიდა თვის ბოლომდე პოზიტიურ ენერგო ველში და ყველასთვის გაცილებით კარგი პერიოდი იქნება“, - ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
მისი თქმით, სამშაბათს კირჩხიბის ზოდიაქოში ხვდება ერთმანეთს მზე და მთვარე.
„მოიმატებს ტყუილები, ავარიები, იყავით ყურადღებით და გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, არ დაიწყოთ ახალი არაფერი, ეცადოთ არ აჰყვეთ პროვოკაციებს და ეს დღე მშვიდად გაატაროთ.
16-დან იწყება ინერციული აღმავლობის პერიოდი და შემდეგ ყველაფერი გაუმჯობესდება“, - ამბობს ასტროლოგი.
მიმდინარე კვირაში გვაქვს 4 გეომაგნიტური დღე - ორშაბათი, სამშაბათი, ხუთშაბათი და პარასკევი.
პარასკევს და შაბათს კარგი დღეა დალაგებისთვის, ამ დღეს დაასუფთავეთ სახლი და გადაყარეთ ყველა ნივთი, რომელიც არ გჭირდებათ.
შაბათი და კვირა კარგია ქორწინებისთვის, რომანტიკული კავშირებისთვის და გასართობი ღონისძიებისთვის იქნება კვირა დღე გამორჩეულად კარგი.
„მთლიანობაში კვირის მეორე ნახევარი აქტიურად გამოიყენეთ, რადგან ეს ყველასთვის სასიკეთოა“, - ამბობს ასტროლოგი.
ნახეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„საღამოს 6-ის მერე იშიმშილებ თუ იქეიფებ, არ აინტერესებს კალორიებს“ - რას წერს ლევან შელეგია
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 13 ივლისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით