
ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას ხშირად უზიარებს ამა თუ იმ ასტროლოგიური მოვლენის შესახებ შემეცნებით ინფორმაციას.
ამჯერად იგი მორიგ პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას აფრთხილებს 17-18 მაისი განსაკუთრებული სიფრთხილით გაიარონ.
„მეგობრებო, 17-18 მაისი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გავიაროთ. როგორც გლობალურად, (პოლიტიკურ თუ სხვა სფეროში) ასევე ინდივიდუალურად შეიძლება დიდი და მტკივნეული ძვრების განხორციელდეს.
ნუ გადადგამთ დაუფიქრებელ ნაბიჯებს, ფრთხილად საჭესთან.
მენტალური სახის პრობლემები მწვავდება, ამიტომ არ გირჩევთ ალკოჰოლისა და სხვა მსგავსი საშუალებების გამოყენებას, მოუფრთხილდით გულს-სისხლძარღვთა სისტემას და ამ დღეებში ნუ დაგეგმავთ ოპერაციებს.
ტექნიკური საშუალებების გადაწვის და აფეთქების ალბათობა დიდია, მოერიდეთ თავშეყრის ადგილებს. ფრთხილად იარაღთან და ფეთქებად საშუალებებთან.
მოუფრთხილდით თქვენს თავს და საყვარელ ადამიანებს, სიმშვიდისთვის და კომფორტული გარემოს შექმნისთვის გამოიყენეთ მცენარეების ძალა და არომათერაპია“, - წერს ქეთი ოდიშელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 21-წლიანი პაუზის შემდეგ მელ გიბსონი „ქრისტეს ვნებანის“ მეორე ნაწილის გადაღებებს აანონსებს