
ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო ამ კუთხით, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე ხშირად აქვეყნებს პოსტებს თუ ვიდეოებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
ამჯერად თაკო მელიქიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას შიშებთან დაკავშირებით ინფორმაციას უზიარებს.
„გზავნილი ღამით.
როდესაც შიში გიპყრობს, შეჩერდი, ღრმად ჩაისუნთქე და ამოისუნთქე. გაიგე, რომ ყველაზე ძვირფასი არის თავად სიცოცხლე. დანარჩენი ყველაფერი - ეს წვრილმანებია. აქ და ახლა ყველაფერი კარგად არის. ეს არის ყველაზე მთავარი.
ახლა, შიშის ნაცვლად, იფიქრე სასურველ მოვლენებზე და გადაახვიე ისინი თავში ისევ და ისევ. ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გსურს“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕კარგი თამაში უფასდებათ - ვის იძახებს ვილი სანიოლი ნაკრებში?