Digest Logo

17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

1660680334
17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ეს დღე სასიყვარულო გამოცდილებას და იმედგაცრუებას მოგიტანთ. ერიდეთ ინტრიგების მოყვარულ ადამიანებს. სიახლე, რომელსაც დღეს გაიგებთ, ოჯახის ყველა წევრისთვის სასიხარულო იქნება. სიტუაციის ანალიზის საშუალებით მისი მოგვარების მცდელობა უშედეგო იქნება. მოერიდეთ არაჯანსაღ საკვებს.

კურო

ეს დღე კოლეგებთან და ნათესავებთან ურთიერთობისთვის ხელსაყრელია - ერთმანეთში უამრავ დღემდე უცნობ თვისებას აღმოაჩენთ. პლანეტების განლაგება თქვენს ფინანსურ კეთილდღეობას ხელს უწყობს. ოჯახის წევრებთან კატეგორიულობას უნდა მოერიდოთ, რომ ვინმეს დაუმსახურებლად გული არ ატკინოთ. ფრთხილად იყავით ტოქსიკურ ნივთიერებებთან და ყურადღებით დააკვირდით მედიკამენტების დოზას.

ტყუპები

არ არის გამორიცხული, რომ საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად, რომანტიკულ გარემოში გაატაროთ. მოერიდეთ სხვა ადამიანების კრიტიკას და „თვალში ბეწვის ძებნას“, რადგან შეიძლება ყველა მეგობარი დაკარგოთ.

კირჩხიბი

ყველანაირი ურთიერთობისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ გირჩევთ, კონტაქტებს მოერიდოთ და თუ შესაძლებელია, მთელი დღე სახლში გაატაროთ. მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, წყენისა და გაღიზიანების გარდა, არაფერს მოგიტანთ. თუ სამთავრობო უწყებებში ვიზიტს გეგმავთ, ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ახალი ნაცნობობა ხანგრძლივი და სასიამოვნო იქნება.

ლომი

ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია შემოქმედი ლომებისთვის. გამორიცხული არ არის, რომ მუცლის არეში ტკივილი იგრძნოთ და საღამოსთვის დაგეგმილი საქმეები სამომავლოდ გადადოთ. ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ და ახალ იდეებს შთაგაგონებთ.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა ახალი პროექტის დაწყებისთვის. გამორიცხული არ არის, რომ ახლობელმა ადამიანმა ძველი ვალის დაბრუნება ან დავიწყებული პირობის შესრულება მოგთხოვოთ. შესანიშნავი დროა ბინაში რემონტის დაწყებისთვის. ფრთხილად იყავით ელექტრო მოწყობილობებთან.

სასწორი

დროა, ცოტა ხნით სამუშაო დაივიწყოთ და საკუთარი თავი მთლიანად გრძნობებს მიუძღვნათ. ეცადეთ, ყველა უსიამოვნება, რომელიც ამ დღეს გელით, მშვიდად და უემოციოდ მიიღოთ. ჯილდოს დაიმსახურებთ თუ საყვედურს, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, ამიტომ წარუმატებლობის სხვაზე გადაბრალება არ უნდა სცადოთ.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური მუშაობისთვის. ბევრი მორიელი საბოლოოდ იპოვის იმას, რასაც დიდი ხანია ეძებს. ფრთხილად იყავით ტოქსიკურ ნივთიერებებთან და ყურადღებით დააკვირდით მედიკამენტების დოზას.

მშვილდოსანი

სავარაუდოდ, დაუგეგმავი ხარჯები გელით. სამსახურში ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან უმცირესმა შეცდომამ შეიძლება დიდი ფინანსური ზარალი გამოიწვიოს. ნუ აჩქარდებით - ეს დღე რადიკალური ცვლილებებისთვის არახელსაყრელია. დღის მეორე ნახევარში თქვენი ოპტიმიზმი და საქმიანი აქტივობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

თხის რქა

მოზღვავებული ენერგია მოდუნებისა და დასვენების საშუალებას არ გაძლევთ. გახსოვდეთ, რომ ვიღაცამ, ვისაც თქვენი ცინიზმი ძალიან მობეზრდა, შეიძლება სამუდამოდ დაკარგოთ.
ახალი საქმის დაწყების მცდელობა წარუმატებელი იქნება, დაგეგმილი შეხვედრები კი თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზით გაუქმდება. ახალი ნაცნობობა დაუვიწყარ ემოციებს გაჩუქებთ.

მერწყული

სავარაუდოდ, საყვარელ ადამიანთან დაკავშირებით ნერვიულობა გელით, რომელიც მთელ დღეს გაგიფუჭებთ. არ არის გამორიცხული არასახარბიელო სიახლე ან გარემოებათა არახელსაყრელი კომბინაცია. უსიამოვნო საუბრისგან თავის დაღწევას ვერ შეძლებთ, თუმცა შედეგი თქვენთვის ხელსაყრელი იქნება.

თევზები

ამ დღეს მშობლებთან და კოლეგებთან ურთიერთობაში სირთულეები გელით. მამაკაცები რაინდული საქციელით გარშემომყოფებს გააოცებენ. ეს დღე საშუალებას მოგცემთ, პარტნიორთან შეთანხმებას მიაღწიოთ. ფრთხილად იყავით ელექტრომოწყობილობებთან.

🔵 ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ მოვუაროთ და ვუმკურნალოთ მშრალ და დახეთქილ ტუჩებს - ზაზა თელიას რჩევები

„ქვეყანაში ფულის დახარჯვა არ მოგინდება - რუსები აქირავებენ კაიაკსაც, შეზლონგსაც, კაფესაც „ხოდავენ“ და სხვა მრავალს“ - თამუნა თანდაშვილი

🎥 დაპირისპირება ქართველებსა და ბელარუსი ქუჩის მუსიკოსს შორის თბილისში