Digest Logo

„17 აპრილის ახალმთვარეობა, შეიძლება იქცეს სრულიად ახალი ცხოვრების დასაწყისად“ - რას წერს ასტროლოგი

1776316473
ასტროპროგნოზი

17 აპრილს, თბილისის დროით 15:54 სთ-ზე გველოდება ძალიან ძლიერი და ინტენსიური ახალმთვარეობა ვერძის 27-28 გრადუსში - ნიშანში, რომელიც იმდენად ძლიერ განახლების ენერგიას ატარებს, რომ შეიძლება იქცეს სრულიად ახალი ცხოვრების დასაწყისად როგორც თითოეული ჩვენგანისთვის, ისე მთელი ჩვენი პლანეტისთვის.

წელს ვერძის ნიშანში ერთდროულად ექვსი პლანეტაა თავმოყრილი, რაც კოლოსალურ ენერგეტიკულ კონცენტრაციას ქმნის. ის ფაქტი, რომ ეს ენერგია სწორედ ვერძში გროვდება - ნიშანში, რომელიც ზოდიაქოს ციკლს ხსნის და სიმბოლურად ყველა დასაწყისის დასაწყისს წარმოადგენს - მიგვანიშნებს, რომ ჩვენ ვდგავართ განახლების მძლავრი ტალღის წინაშე.

მნიშვნელოვანია, რომ ვერძში თავმოყრილია არა მხოლოდ მზე, მთვარე, მერკური, მარსი - არამედ სოციალური პლანეტა - სატურნი, ასევე უმაღლესი პლანეტა ნეპტუნი. ეს მიუთითებს, რომ ამ ახალმთვარეობის ენერგიები გავლენას ახდენს როგორც ინდივიდუალურ, ისე გლობალურ, კოლექტიურ დონეზე. ამ ენერგიების მეშვეობით იხსნება ახალი ეპოქა მთელი კაცობრიობისთვის და, რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანისთვისაც.

სამყარო ამ ახალმთვარეობის ენერგიების საშუალებით გვამცნობს, რომ განახლება აუცილებელია. სწორედ ახლაა მნიშვნელოვანი მომენტის გამოყენება, რათა საკუთარ ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებები დავიწყოთ. ყველაფერი, რასაც ახლა დავთესავთ, ძალიან მალე გამოიღებს შედეგს - ჯერ აღმოცენდება, შემდეგ კი ნაყოფსაც მოგვცემს.
ვერძის ახალმთვარეობა ყოველთვის ჰგავს კოსმიურ განახლებას. თუმცა წელს ეს განახლება განსაკუთრებით ძლიერია. თითქოს ცაში ბირთვული რეაქტორი ჩაირთო. 17 აპრილის ახალმთვარეობა შეიძლება გახდეს ზღვარი, როცა ძველი სამყარო და წარსული საბოლოოდ იწვის ამ ენერგიის ცეცხლში, ათავისუფლებს სივრცეს თითოეულ ჩვენგანში ახალი იდენტობის ფორმირებისთვის.

ვერძში მყოფი მარსი აჩქარებს ყველა განახლების პროცესს. ენერგია იმდენად ძლიერია, რომ თუნდაც მცირე ძალისხმევამაც კი შეიძლება საოცარი შედეგი მოგვცეს.

მერკური ახლახან გადავიდა ვერძში - პლანეტა, რომელიც ჩვენს აზროვნებასა და გონებრივ პროცესებზეა პასუხისმგებელი. ამიტომ ამ ახალმთვარეობის პერიოდში მოსალოდნელია მრავალი გაცნობიერება და შთაგონება - შეიძლება სრულიად არაორდინარული იდეებიც კი მოგივიდეთ.

ახალმთვარეობის დღეს განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა ვიმუშაოთ ჩვენს განზრახვებთან. ჩვენი აზრები, სურვილები და მიზნები, ამ ძლიერი ენერგიის პირობებში, შეიძლება საკმაოდ სწრაფად და ინტენსიურად რეალიზდეს.

უფრო მეტიც, ახალმთვარეობის დღეს მერკური უერთდება ნეპტუნს - პლანეტას, სადაც იბადება ჩვენი ოცნებები. მერკურისა და ნეპტუნის ეს კავშირი წარმოადგენს ლოგიკისა და ინტუიციის შერწყმის ენერგიას.
იდეები, რომლებიც ამ ახალმთვარეობის პერიოდში შეიძლება მოგივიდეთ, შესაძლოა უჩვეულოდ ან წარმოუდგენლადაც კი ჟღერდეს. თუმცა, ისინი ჩვენთან მოდის როგორც პირდაპირი მინიშნება ჩვენი უმაღლესი „მე“-სგან. ამიტომ 17-18 აპრილს მიღებული ნებისმიერი იდეა აუცილებლად დააფიქსირეთ, როგორი არარეალურიც არ უნდა მოგეჩვენოთ მისი განხორციელება.

ეს ჩანაწერები შეინახეთ საიმედო ადგილას სახლში, რადგან შესაძლებელია, ძალიან მალე დადგეს დრო მათი რეალიზებისთვის.

ახალმთვარეობის დადგომისთანავე იწყება პირველი, განსაკუთრებული ენერგიის მქონე პირველი მთვარის დღე- ე.წ. „მაგიური“ დღე, რომელიც იწყება 15:54-ზე თბილისის დროით და გაგრძელდება 18 აპრილის დილის 6:00 საათამდე.

აუცილებლად ჩამოწერეთ ფურცელზე ყველაფერი, რაც გსურთ მოიზიდოთ და განახორციელოთ მიმდინარე წელს თქვენს ცხოვრებაში. სწორედ ამ ახალმთვარეობაზეა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თქვენი სურვილების სიღრმისეულად გააზრება და ჩამოყალიბება.

სურვილები უნდა იყოს თამამი, ორიენტირებული პირად მიღწევებზე, რადგან ვერძი ზოდიაქოს პირველი ნიშანია. ამ ახალმთვარეობაზე სამყარო თითქოს გაძლევთ სრულ თავისუფლებას, გახდეთ მოწინავე იმ სფეროში, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია.

გახსოვდეთ, სურვილები უნდა ჩამოწეროთ აწმყო დროში - ისე, თითქოს ეს უკვე ხდება.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ფორმულირებებში გამოიყენოთ რაც შეიძლება მეტი მოქმედებითი ზმნა. დაიწყეთ წინადადებები ისეთი ფორმებით, როგორიცაა: „ვქმნი“, „ვბედავ“, „ვმოქმედებ“, „ვიწყებ“.

ამ ახალმთვარეობაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ განზრახვების ჩამოწერა, არამედ მათი დაუყოვნებლივ გააქტიურებაც.

ეს ახალმთვარეობა მოგიწოდებთ, რომ თავად თქვენ ხართ ის ძალა, რომელიც ქმნის სასწაულს მოქმედების პროცესში. მნიშვნელოვანია, რომ ახალმთვარეობის დადგომიდან 24 საათის განმავლობაში გადადგათ კონკრეტული, რეალური ნაბიჯი თქვენი ერთ-ერთი სურვილის განხორციელების მიმართულებით - იქნება ეს მნიშვნელოვანი ზარი, წერილის გაგზავნა თუ ნებისმიერი ქმედება, რომელიც რეალურად მიგაახლოებთ მიზანთან.
ასევე საყურადღებოა, რომ 17 აპრილის ახალმთვარეობის წერტილი უერთდება ქირონს. ასტროლოგიურად ქირონის სიმბოლოა გასაღები - ახალი კარის გასაღები.

რადგან ქირონი ვერძის ნიშანში იმყოფება და ახალმთვარეობაც სწორედ ამ ცეცხლოვან, იმპულსურ ნიშანში ვითარდება, რთული სიტუაციების გადაწყვეტის გასაღები შესაძლოა სწორედ სიმამაცეში აღმოჩნდეს.

მნიშვნელოვანია, წინასწარ შევეგუოთ იმას, რომ მოგვიწევს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც ადრე შესაძლოა გვაშინებდა. ამ ახალმთვარეობის შემდეგ პერიოდში შეიძლება კვლავ ამოტივტივდეს ის თემები და სიტუაციები, სადაც გვაკლდა გამბედაობა, სადაც უკან დავიხიეთ ან ვერ გავბედეთ საკუთარი თავის მკაფიოდ გამოხატვა.
ახლა კი, იმ სიმბოლური „ოქროს გასაღების“ დახმარებით, რომელსაც ქირონი გვაძლევს - ხშირად სრულიად არასტანდარტული იდეის სახით - შესაძლებელია წარსული ჭრილობების განკურნება.

ქირონის შეერთება ახალმთვარეობის წერტილთან პირდაპირ მიუთითებს, რომ ამ პერიოდში მრავალი სამკურნალო, გამაჯანსაღებელი პროცესი გააქტიურდება.

ახალმთვარეობის შემდეგ დღეებში შეიძლება შევეჯახოთ ტრიგერებს, რომლებიც გაათავისუფლებს ძველ ტკივილს. ეს პროცესი შეეხება როგორც პირად სივრცეს, ისე გლობალურ, კოლექტიურ დონესაც. ამავე პერიოდში ლიდერებმაც შეიძლება მიიღონ არატრადიციული გადაწყვეტილებები რთულ და ჩახლართულ ვითარებებში. წარსულის განკურნების თემა განსაკუთრებით აქტუალური იქნება, რადგან ახალმთვარეობის წერტილი ქირონთან შეერთების გარდა, ჰარმონიულ ასპექტშია სამხრეთ კარმულ კვანძთან - რომელიც წარსულ კარმას უკავშირდება - და პლუტონთან, ტრანსფორმაციის და ძალაუფლების პლანეტასთან.

სამხრეთ კვანძი უკავშირდება ჩვენს წარსულს, გამოცდილებას, ძველ სცენარებს - იმას, რაც უკვე ვიცით და გვიცდია, თუმცა ხშირად სწორედ ამ ზონაში ვჩერდებით.

ამ ახალმთვარეობიდან მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შესაძლოა მრავალმა სიტუაციამ წარსული გაგვახსენოს. შეიძლება კვლავ განვიცადოთ მსგავსი ემოციები, დაბრუნდნენ ადამიანები წარსულიდან, ან კვლავ აღმოვჩნდეთ უკვე ნაცნობ სცენარებში.

განსხვავება ის არის, რომ ახლა გვაქვს არჩევანი - ვიმოქმედოთ ძველი სქემით თუ სხვაგვარად. სწორედ ამ არჩევანში იბადება ტრანსფორმაცია, რადგან პლუტონი, როგორც ძლიერი გარდაქმნის პლანეტა, ამ ცვლილებას აქტიურად მოითხოვს.

ქირონი კი გვთავაზობს წარსულის განკურნებას, ხოლო ვერძის ენერგია, სადაც ექვსი პლანეტაა კონცენტრირებული, გვიბიძგებს წინ - ცვლილებებისკენ.

ამიტომ ეს ახალმთვარეობა ერთ-ერთი ყველაზე ტრანსფორმაციულია. მას შეუძლია ბევრი რამ გამოკვეთოს, გაამწვავოს, თუმცა ამავე დროს მოგვცეს კოლოსალური რესურსი განახლებისთვის.

ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ენერგიის სიჭარბე შესაძლოა, მარტივად გადაიზარდოს აგრესიაში.
ამიტომ ამ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ თავის არეს - ვერძი სწორედ ამ ზონასთან ასოცირდება - და მაქსიმალურად მოვერიდოთ იმპულსურ კონფლიქტებს.

იმისთვის, რომ ეს ძლიერი ენერგია აგრესიაში არ გადაიზარდოს, მნიშვნელოვანია ახალმთვარეობის შემდეგ პირველივე დღეებიდანვე საკუთარ თავს მაქსიმალური დატვირთვა მისცეთ და ეს ტემპი შეინარჩუნოთ მომდევნო ორი კვირის განმავლობაშიც.

აიღეთ ყველაზე რთული ამოცანები და ენერგია მიმართეთ განახლებისკენ თქვენს საქმიანობაში. ასევე ძალიან სასარგებლოა ნებისმიერი სახის ფიზიკური აქტივობა და სპორტი - ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო გზა, რომ ეს ძლიერი, „ზეციური იმპულსი“ სწორად დააბალანსოთ და მიწიერი დონე მიანიჭოთ.

მეგობრებო, გისურვებთ, ცნობიერად მიიღოთ ამ ახალი მთვარის მხარდამჭერი ენერგიები და განახლებული ენერგიით, მიზნებით და განზრახვებით შეაბიჯოთ ახალ ეპოქაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დალიეთ წყალი, მონეტა კი საფულეში შეინახეთ“ - იუპიტერის რიტუალი, რომელიც ხუთშაბათს უნდა გააკეთოთ