Digest Logo

17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

1747426204
17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

ვერძი

ამ დღეს მთავარია საკუთარ თავში არ ჩაიკეტოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სახლიდან გარეთ გახვიდეთ, ხალხს შეხვდეთ და გაიგოთ რა ხდება თქვენს გარშემო. უმჯობესია წინ წახვიდეთ და განვითარდეთ, ვიდრე ერთი ადგილი ტკეპნოთ და ნელ-ნელა ჩაქრეთ. ძველი შეცდომის გამოსწორება უსიამოვნო, მაგრამ სასარგებლო გაკვეთილი იქნება.

კურო

ამ დღეს იღბალი ფეხდაფეხ დაგყვებათ. თქვენი წარმატებული საქმიანობა კოლეგებისა და ხელმძღვანელობისთვის შეუმჩნეველი არ დარჩება. სიზმარი, რომელსაც ამ ღამით ნახავთ, შემთხვევითი არაა და მინიშნებებს შეიცავს. ეცადეთ, კარგად დაიმახსოვროთ და სწორად გაიაზროთ მისი მნიშვნელობა. მოსალოდნელია სიურპრიზი საყვარელი ადამიანისგან. რაც შეეხება სამსახურსა და კოლეგებთან ურთიერთობას – დღე მშვიდად და სტაბილურად ჩაივლის.

ტყუპები

ეცადეთ, გულწრფელად შეაფასოთ თქვენი დამოკიდებულება გარშემომყოფების მიმართ. შესაძლოა, ბოლო დროს ცოტა ვიღაცას უსამართლოდ გული ატკინეთ, მაგრამ შეცდომების გამოსწორებისთვის დრო ჯერ კიდევ არის. იმოქმედეთ, თუ არ გსურთ, მეგობარი დაკარგოთ. თქვენი ჩვეულებრივი გარემო. ნუ ეცდებით, რომ საკუთარი მოსაზრება ყველას თავზე მოახვიოთ - სხვების შეხედულებებსაც მოუსმინეთ.

კირჩხიბი

ამ დღეს მოთმინება და სიმშვიდე უნდა გამოიჩინოთ. თავი შეიკავეთ კონფლიქტებისა და სადავო სიტუაციებისგან, რადგან შეიძლება გაბრაზების დროს ისეთი რამ თქვათ, რასაც ძალიან ინანებთ. კამათი მხოლოდ გუნება-განწყობას გაგიფუჭებთ. ახლობელი ადამიანები ამ დღეს განსაკუთრებული სითბოთი და გაგებით გეპყრობიან – გირჩევთ ამ მხარდაჭერას ბოროტად ნუ გამოიყენებთ. საოჯახო საქმეებში დახმარება ძალიან გაგახარებთ.

ლომი

ამ დღეს გაქვთ შანსი, რომ სოციალური სტატუსი აიმაღლოთ. პროფესიულ სფეროში ყველაფერი დადებითად ვითარდება – როგორც კარიერულად, ისე პიროვნულად იზრდებით. გამოიყენეთ შანსი, რომ კოლეგებთან ურთიერთობა გააუმჯობესოთ და ინვესტორების მოსაზიდად ახალი პერსპექტივები გაჩნდეს – სწრაფად იმოქმედეთ, სანამ ბედი თქვენ მხარესაა.

ქალწული

ნუ აჩქარდებით. ამ დღეს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან აქტიური ურთიერთობა გელით. თქვენი წარმატება დიდწილად დიპლომატიასა და კომუნიკაციის უნარზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვან საბუთებთან მუშაობის დროს ყურადღება არ მოადუნოთ, რომ არაფერი გამოგრჩეთ ან დაგავიწყდეთ. ხელმძღვანელობასთან ურთიერთობაში პატივისცემა გამოიჩინეთ, თუნდაც მის მოსაზრებას არ ეთანხმებოდეთ.

სასწორი

იდეალური დღეა აქტიურობისთვის – დროა ვარჯიში დაიწყოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საქმიანობის შეცვლაზე და ძველი, გაწყვეტილი კავშირების აღდგენაზეც იფიქროთ. ნუ დაივიწყებთ, რომ ხანდაზმულ ნათესავებს და ახლობლებს თქვენი დახმარება სჭირდებათ. მიუხედავად იმისა, რომ დაგეგმილის განხორციელება შეიძლება ახალმა გარემოებებმა შეაფერხოს, მოთმინება და სიბრძნე მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. თავი შეიკავეთ რისკისგან და ნუ გადაიღლებით, რათა ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ.

მეტის გასაგებად გადადით ბმულზე:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ელენე ეპიტაშვილი, პატარა ენისთან და მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

🎥 ნუცა ბუზალაძე ცეცხლოვან კადრებს აქვეყნებს

⭕საუკეთესო მეგობრები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ნახეთ, რამდენად ემთხვევა ჩამონათვალი თქვენს სამეგობროს