
20 მაისს, სამშაბათს, თბილისის დროით 22:56 წუთზე მზე კუროს ზოდიაქოს დატოვებს და ტყუპებში გადაინაცვლებს. პერიოდი სასიკეთოა ჰაერის სტიქიის ნიშნებისთვის, ისინი ყოველდღე იგრძნობენ ენერგიის მომატებას და იმუნიტეტის გაძლიერებას.
გარდა ამისა, ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „შუადღე“ თქვა, რომ 20 ივნისამდე საუკეთესო პერიოდი ქორწინებისთვის, სასიყვარულო ურთიერთობებისთვის და რომანტიკული თავგადასავლებისთვის:
„20 რიცხვი არის წყალგამყოფი ამ თვისა. სამშაბათს, 22:56 წუთზე მზე ტოვებს კუროს და გადადის ტყუპებში.
ყოველდღე იგრძნობთ იმუნიტეტის მომატებას, განწყობა გაუმჯობესდება, უკეთ იგრძნობთ თავს, ნაკლებად დაიღლებით და წარმატების ფაქტორი მოიმატებს.
იწყება ტყუპების ერთ თვიანი პერიოდი. ივნისი იქნება ძალიან ძლიერი და რატომ? მზე ტყუპებშია და ვენერა გადავა კუროში. ვენერა ფული და სიყვარულია.
ივნისი იქნება საუკეთესო პერიოდი ქორწინებისთვის, სასიყვარულო ურთიერთობებისთვის. მთავარი მასპინძელი იქნება ტყუპები.
კოსმოსიდან მოდის უზარმაზარი ენერგია, რომელსაც მოაქვს ჰაერის სტიქიის და ტყუპების თვისებები, რასაც თითოეული ჩვენგანი ვიგრძნობთ.
მოვა ტყუპების კომუნიკაცია, ნებისმიერთან იპოვით საერთო ენას“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.
ასევე დაგაინტერესებთ: