ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც 2026 წელზე საუბრობს:
„2026 წელი ახალი შესაძლებლობების და განახლების წელია.
ნელ-ნელა მეტად საგრძნობი გახდება ეს ენერგიებიც, იმიტომ რომ რეალურად ეს მნიშვნელოვანი ციკლი თებერვალში იწყება.
დეტალურად ამ ყველაფერზე ახლო მომავალში ლაივის სახით მოგიყვებით, ახლა კი მოკლედ შევაჯამებ სათქმელს.
ციფრული ასტროლოგიით 1-იანის წელია (2+0+2+6=10=1 ანუ მზის ენერგიაა, შესაბამისად რაღაც ახალი იბადება!
აღმოსავლური კალენდრით ცხენის, აქტიური თანაც ცეცხლოვანი წელი (ეკონომიკური აღმავლობის წელი), ამ წლის სხვა უცნაურობაზე მოგვიანებით...
დასავლური ასტროლოგიითაც 2026-ში განსხვავებული ციკლი იწყება მეგობრებო!
გარდა იმისა, რომ სატურნი თებერვალში ასრულებს თავის 30 წლიან სრულ ციკლს, ასევე ნეპტუნი ასრულებს 156 წლიან ციკლს, თანაც ამ ყველა მოვლენის კულმინაცია ხდება წლის პირველი დაბნელების, 17 თებერვლის ზონაში, რომელიც მერწყულის ნიშანში გვაქვს.
მერწყულის სიმბოლო გახსოვთ რომელ მითოლოგიურ პერსონაჟს უკავშირდება? მოკლედ გარდაქმნების, ცვლილებების, გამოღვიძებისა და გააქტიურების პერიოდია! გააცხადეთ თქვენს შესახებ, თქვენი სურვილებისა და მიზნების შესახებ, გადადგით ნაბიჯები თქვენი ოცნებებისკენ, გახსოვდეთ, რომ თქვენი ბედნიერება, წარმატება და იღბლიანობა თქვენივე აღქმის, აზრებისა და ქმედების ანარეკლია?
შენ იღბლიანი ადამიანი ხარ?
ხშირად ისაუბრე შენს სურვილებზე, ოცნებებზე, „მინდებზე“, გამოხატე ადამიანების მიმართ სიმპათია, გამოუტყდი გრძნობებში, ან პირიქით თქვი რა გაღიზიანებს. არაფერია ჯადოსნური იმაში, რომ ადამიანებს, რომლებიც გამოხატავენ თავის ემოციებს უფრო მეტად უმართლებთ.
გიფიქრია იმაზე, არსებობს თუ არა იღბალი?
რატომ უმართლებს ზოგ ადამიანს, ზოგს კი არა? შანსები თითქოს თანაბარია ხოლმე, მსგავსი შესაძლებლობები გვაქვს, თუმცა...
ბრიტანეთის ტელეკომპანია BBC-ის ექსპერიმენტი
გადამღები ჯგუფის მონაწილეებმა ორ ადამიანს სთხოვეს შესულიყვნენ ერთ კაფეში სხვადასხვა დროს, ორივე შემთხვევაში შიგნით, კარის ფეხსაწმედთან დატოვეს ფული და დაიქირავეს მსახიობი, ის თამაშობდა ბიზნესმენის როლს, რომელიც გზად შევიდა კაფეში და ყავას მიირთმევს.
პირველი ადამიანი, თავს იღბლიანად თვლის, შესვლისას ის აღმოაჩენს კართან ფულის შეკვრას, მაგიდასთან კი გამოელაპარაკება მამაკაცს, რომელიც ფინჯან ყავას მიირთმევს, ის წარმატებული ბიზნესმენი აღმოჩნდება. კომუნიკაცია შედგა!
ნახევარ საათში იღბლიანი ადამიანი, პოულობს ფულს, გაიცნობს საინტერესო ადამიანს, რომელიც საინტერესო იდეებთან ერთად საინტერესო კონტაქტებსაც მოუტანს.
იღბლიანი ადამიანი ამჩნევს საშუალებებს (ფულს, ბიზნესმენს კაფეში) და იყენებს ამ საშუალებებს, რათა შექმნას კიდევ ერთი საშუალება (ნაცნობობა).
მეორე ადამიანი, თავს უიღბლოდ თვლის, შედის კაფეში მიუჯდება მაგიდას, მიირთმევს ფინჯან ყავას, წავა სახლში და ფიქრობს, არაუშავდა ამ დღესაც, ის ისეთივე ჩვეულებრივი იყო, როგორც წინა დღეები.
„უიღბლო“ პერსონაჟი ვერ ამჩნევს ვერაფერს, შესაბამისად ვერ იყენებს სამყაროსგან ბოძებულ შანსებს.
ექსპერიმენტი ადასტურებს, რომ გამართლება არ არის დამოკიდებული გარემოებაზე, ის დამოკიდებულია ჩვენს აღქმაზე, თუ როგორ აღვიქვამთ სამყაროს.
ადამიანები, რომლებიც თავს იღბლიანად თვლიან, რაღაცნაირად იზიდავენ კიდეც იღბალს, ხოლო ის ვინც ფიქრობს, რომ უიღბლოა, თავისთავად მიიღებს იმას, რასაც „კვებავს“.
გაბედე, იყავი ცოტა უფრო თამამი, გააგებინე სამყაროს რა გინდა!“, - წერს ქეთი ოდიშელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ეთერ ლიპარტელიანი 2025 წლის საუკეთესო ქალ ძიუდოისტად დაასახელა