პარიზში მიმდინარე 2026 წლის პირველ გრანდ სლემზე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 2025 წლის შედეგების მიხედვით რვა ნომინაციაში გამარჯვებულები დააჯილდოვა.
მსოფლიოში საუკეთესო ქალი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი გახდა. ქართველმა 2025 წელს ბუდაპეშტში მსოფლიო ჩემპიონატი დამაჯერებლად მოიგო.
პარიზში ქართველებმა კიდევ ორ ნომინაციაში გაიმარჯვეს – ეთერ ლიპარტელიანი ასევე საუკეთესო გახდა ნომინაციაში „წლის მოვლენა“.
მესამე ჯილდო – წლის „საუკეთესო სამწვრთნელო გუნდი“ კი ლაშა გუჯეჯიანის ხელმძღვანელობით საქართველოს ძიუდოს ნაკრების მწვრთნელებს ერგოთ.
პარიზში დაჯილდოებაზე იმყოფებოდა ეთერ ლიპარტელიანი, რომელსაც ჯილდო ევროპის ძიუდოს გაერთიანების პრეზიდენტმა ლასლო ტოტმა გადასცა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ლილი სწორად ფიქრობს?“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნოე სულაბერიძე მესამე შვილს ელოდებიან