Digest Logo

18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

1713387584
ჰოროსკოპი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

ვერძი

შესანიშნავი დღეა ფულადი ტრანზაქციებისა და შესყიდვებისთვის. დროა შემოსავლის ახალ წყაროებზე და მოგებიან ინვესტიციებზე იფიქროთ. ამ დღეს გუნდური მუშაობა უფრო მეტ სარგებელს მოგიტანთ, ვიდრე ინდივიდუალური. თქვენი ოპტიმიზმი და პოზიტიური განწყობა გავლენიან ადამიანებს მიიზიდავს და შესაძლოა, თანამშრომლობის საინტერესო შეთავაზება მიიღოთ.

კურო

წვრილმან საკითხებზე ბევრი დრო რომ არ დაკარგოთ, გირჩევთ ეს დღე ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი საქმით დაიწყეთ. ნუ აჩქარდებით, რათა შეცდომა არ დაუშვათ, რომელიც ფინანსურად დაგაზარალებთ. თქვენი ორატორული უნარების დამსახურებით, საკუთარ სიმართლეში ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი თანამოსაუბრის დარწმუნებასაც შეძლებთ.

ტყუპები

ფხიზლად იყავით და ნუ დაუჯერებთ ყველაფერს, რასაც ამ დღეს გეუბნებიან ან გთავაზობენ. იფიქრეთ ოჯახური ბიუჯეტის შევსებაზე და ეცადეთ, დამატებითი შემოსავლის წყაროები იპოვოთ. არსებობს შეცდომის დაშვების საფრთხე, ამიტომ ყველა საბუთი ყურადღებით უნდა წაიკითხოთ. მოერიდეთ გულწრფელობას ადამიანთან, რომლისგანაც გრძნობთ, რომ თქვენი შურს.

კირჩხიბი

ამ დღეს მეტისმეტად ბევრი სამუშაო გელით. ყველაფერი დროულად რომ მოაგვაროთ, გირჩევთ ზოგი პასუხისმგებლობა კოლეგებს ან ახლობლებს გაუნაწილოთ. მშვენიერი დღეა გაწყვეტილი კავშირების განახლებისთვის. დროა, საყვარელ ადამიანებთან გულწრფელი საუბრის დრო გამონახოთ - გულახდილი საუბარი პრობლემის გადაჭრასა და გაუგებრობების აღმოფხვრაში დაგეხმარებათ.

ლომი

რომელიღაც რთული საკითხის სამომავლოდ გადადება აღარ გამოვა. შეიძლება ყველაფრის ნულიდან დაწყება მოგიწიოთ, მაგრამ 18 აპრილს ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან. თუ ახლობელი ადამიანი დახმარებას გთხოვთ, უარს ნუ ეტყვით, გამორიცხული არ არის, რომ მალე მისი დახმარება თავად დაგჭირდეთ.

ქალწული

ამ დღეს რთული პრობლემის გადაჭრაში გამოცდილი მეგობრები დაგეხმარებიან. ცდილობთ, სასურველი რეალობად აღიქვათ და ილუზიებს იქმნით, ეს კი უსიამოვნებებსა და დანაკარგებს გამოიწვევს. ოჯახში დაძაბულობის ასაცილებლად გირჩევთ, საკუთარი გეგმები ოჯახთან ერთად განიხილოთ და გადაწყვეტილების მიღებისას მათი აზრი გაითვალისწინოთ.

სასწორი

ბოლო დროს ბევრი მუშაობა გიწევთ. ეცადეთ, ეს მოცემულობა შეცვალოთ და საყვარელ ადამიანებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. დღეს მოერიდეთ ხალხმრავალ შეხვედრებს - ეს შეიძლება საკმაოდ დამღლელი იყოს. თქვენი სიჯიუტის გამო საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ.

განაგრძეთ კითხვა...

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ ავირიდოთ ინფექციები მეორეული ტანსაცმლის შეძენისას? - ზაზა თელიას რეკომენდაციები

„ჩემთვის სიბერე არ არსებობს, ლამაზად ვიზრდები და არ ვბერდები“ - რას ამბობს მარკუს მეტრეველი

რა კავშირი აქვს სიზმარს ჯანმრთელობასთან

⭕„მკაცრად ვაფრთხილებ ყველას, არ გაბედონ პროვოკაციების მოწყობა, „ნაცმოძრაობას“ არ გაუვა ის, რაც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გასდიოდა“ - ირაკლი კობახიძე