18 სექტემბერი ფულადი ცხრიანისა და ფინანსური ჯეკპოტის დღეა!
ჩემო ძვირფასებო, დღევანდელი ენერგიებია 9 • 1 • 1, ხოლო რიცხვი 18 ერთიანისა და ძლიერი რვიანისგან შედგება. ეს არის ფულის, პირადი ძალის, ახალი შესაძლებლობებისა და სურვილების ასრულების დღე!
დღეს პარასკევია ვენერას დღე. ამიტომ, გოგოებო, აუცილებლად გავანებივროთ საკუთარი თავი და ნამდვილ კანფეტებად ვიქცეთ! ლამაზი სამოსი, მაკიაჟი, ვარცხნილობა და საყვარელი სუნამო დღეს საკუთარ სილამაზეზე ეკონომია არ შეიძლება. ბიჭებო, თქვენთვის კი განსაკუთრებული რეკომენდაციაა: გაახარეთ თქვენი საყვარელი ქალები და ყველაფერი გაცილებით მეტი სიუხვით დაგიბრუნდებათ!
არ დაგავიწყდეთ ფულადი ცხრიანი: პასიური ხელის მაჯაზე მწვანე ან წითელი ფერით დახატეთ ციფრი 9 და წარმოთქვით:
„ფინანსური სიუხვე ძლიერ და სტაბილურ ნაკადად ავსებს ჩემს ცხოვრებას.“
დაე, ეს თქვენი სიმბოლური განწყობა გახდეს ფულისა და იღბლის მოსაზიდად.
აუცილებლად გამოცვალეთ მარილი სამარილეში. ჩაყარეთ ახალი მარილი და თქვით:
„შენ მოგაქვს ჩემთვის ფული, წარმატება, სიყვარული, სიუხვე და ყველა სურვილის ასრულება. მე ყოველთვის საჭირო დროს საჭირო ადგილას ვხვდები.“
წარმოთქვით ეს სიტყვები თავდაჯერებით, რწმენითა და სიამოვნებით!
9 • 1 • 1 ენერგიის მიხედვით, დღეს მნიშვნელოვანია მოძრაობა, ბევრი სიარული, სახლიდან გასვლა და ერთ ადგილზე არ გაჩერება. ახალი მარშრუტი, გასეირნება, ლამაზი ადგილი ან სპონტანური მოგზაურობა საჭირო ენერგიის გააქტიურებაში დაგეხმარებათ.
დღეს შესანიშნავი დღეა სწავლისთვის. შეგიძლიათ შეიძინოთ კურსი, დარეგისტრირდეთ ტრენინგზე, ნახოთ სასარგებლო გაკვეთილი ან დაიწყოთ იმის შესწავლა, რასაც დიდი ხანია გადადებდით. დღეს მიღებულმა ცოდნამ შესაძლოა დიდ შესაძლებლობებამდე მიგიყვანოთ.
მისია 1-ის ენერგიით დღეს თქვენ გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი იქნებით ზუსტად გეცოდინებათ, როგორ უნდა იმოქმედოთ, აიღებთ პასუხისმგებლობას და სხვებსაც გაუძღვებით. თუმცა, ნუ მოახდენთ ზეწოლას და ნუ ეცდებით საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ლიდერობა მხოლოდ მაშინ მუშაობს დადებითად, როდესაც მას პატივისცემა ახლავს.
დადებით ენერგიაში დასარჩენად სამი რამ გააერთიანეთ: მოქმედება, ცოდნა და სილამაზე. იმოძრავეთ, ისწავლეთ, გამოეწყვეთ და ეს დღე თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს!
იყავით ყველაზე ბედნიერები, მდიდრები, საყვარლები და სიუხვით სავსენი! დაე, დღეს ფული მარტივად შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში, ხოლო ყველა სურვილი ყველაზე ლამაზი გზით დაიწყოს ასრულება!
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 18 სექტემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით