Digest Logo

18 სექტემბერს მთვარის ნაწილობრივი დაბნელებაა - ყველაფერი რაც ამ დღეზე უნდა იცოდეთ!

1726661795
სავსე მთვარის ღამე

18 სექტემბერს მთვარის ნაწილობრივი დაბნელებაა. ითვლება, რომ ეს დღე მომატებული ემოციური ფონით ხასიათდება და ადამიანების მენტალურ ჯანმრთელობაზე დიდ გავლენას ახდენს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დაბნელება ზოდიაქოს ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ და მგრძნობიარე ნიშანში, თევზებში ხდება, ეფექტი კიდევ უფრო ძლიერდება.

სწორედ 18 სექტემბრიდან დაბნელების დერეფანი იწყება, რაც 2 ოქტომბრამდე გაგრძელდება. იმისათვის, რომ მთვარის დაბნელების უარყოფითი ეფექტი შევამციროთ, ასტროლოგები ამბობენ, რომ დღე მაქსიმალურად მშვიდად უნდა გავატაროთ. ახლა შესაძლოა დაღლილობას, აპათიას, გაღიზიანებას გრძნობთ და გსურთ, რომ ცხოვრება ნულიდან დაიწყოთ. არ იდარდოთ, ეს მთვარის დაბნელების დროს ჩვეულებრივი მდგომარეობაა, რადგანაც მთვარე ადამიანების გრძნობებსა და ემოციებს მართავს. 

ასტროლოგები გირჩევენ, რომ აღნიშნულ დღეს საყვარელი ადამიანების, სამყაროს მიმართ კეთილგანწყობა და მადლიერება გამოხატოთ. მადლიერების პრაქტიკა დაგეხმარებათ, რომ ემოციურ ფონსაც დაძლიოთ და სასიამოვნო განწყობაც შეიქმნათ.

რა არ უნდა გავაკეთოთ ამ დღეს?

👉 ასტროლოგების თქმით, მთვარის დაბნელების მომენტში გზებზე ავარიებისა და დაბრკოლებების რისკები იზრდება, მცირდება კონცენტრაცია და ყურადღება. ამიტომ, განსაკუთრებით ფრთხილად იყავით.

👉 არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. დაელოდეთ თუნდაც 1 კვირა და შემდეგ გადაწყვიტეთ ის, რაც გინდათ, რომ გამოგივიდეთ. ახლა მიღებული გეგმები შესაძლოა სამომავლოდ არც გამოგადგეთ. ამიტომ, ამ მიმართულებითაც ყურადღებით იყავით.

👉 არ ჩანიშნოთ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები. მთვარის დაბნელების დროს კომუნიკაცია რთულდება და ემოციები უფრო დომინანტურია, ვიდრე საღი მსჯელობა. ამიტომაც, შესაძლოა მოლაპარაკებები წარუმატებლად და კონფლიქტითაც კი დასრულდეს.

👉 მთვარის დაბნელების პერიოდში არ იყიდოთ ძვირად ღირებული ტექნიკა. შესაძლოა, მალევე ხარვეზი აღმოაჩინოთ.

👉 მოერიდეთ ხალხმრავალ შეკრებებს. ახლა თქვენი და გარშემომყოფების ქცევა არაპროგნოზირებადია. ამიტომაც, ჯობს ეს პერიოდი, თუ შესაძლებელია, მშვიდად გაატაროთ.

👉 არ შეხედოთ თავად დაბნელების პროცესს. ასტროლოგების თქმით, ეს თქვენს ცხოვრებაში დამატებით სტრესსა და შფოთვას შემოიტანს.

რისი გაკეთება შეგვიძლია?

👉 შესაძლოა უმნიშვნელოდ გეჩვენებათ, მაგრამ დღეს თავის მოწესრიგებასა და სახლის დასუფთავებას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ. თუ სახლში ზედმეტი ნივთები გაქვთ, გადაყარეთ, გააჩუქეთ, მთავარია, თქვენი გარემო დაასუფთავოთ.

👉 აკონტროლეთ თქვენი ემოციები. მიმართეთ მედიტაციას, მოუსმინეთ მუსიკას და შეიქმენით მშვიდი განწყობა.

👉 მიიღეთ თბილი აბაზანა და ორგანიზმს ზედმეტად ცხიმიანი და მძიმე საკვებით ნუ გადატვირთავთ.

👉 გახსოვდეთ, რომ ეს პერიოდი მალე დასრულდება. ამიტომ, ნეგატიური აზრებისგან გათავისუფლდით და სამომავლო გეგმებზეც დაფიქრდით.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როდემდე გაგრძელდება წვიმიანი ამინდი საქართველოში

🎥 „სუპერ პოპულარული მომღერალი“ - გიგი დედალამაზიშვილმა აჭარულ სამოსში „მგზავრების“ ცნობილი სიმღერა შეასრულა

⭕უშგულში კაფე ენგური დაიწვა - „რამდენიმე წუთში ყველაფერი განადგურდა და ვერაფრის გადარჩენა ვერ მოხერხდა“

წყარო: www.beaumonde.ge