Digest Logo

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

1747600211
19 ივნისი ჰოოროსკოპი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

ვერძი

თვითშეცნობის დღეა. ძლიერდება თქვენი ინტუიცია. პარტნიორთან ურთიერთობაში სიფრთხილე და თავშეკავება უნდა გამოიჩინოთ, რათა ეჭვიანობა ან შური არ აღძრათ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობა შეიძლება გართულდეს. ნაჩქარევ და ემოციურ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ, ამით მხოლოდ მტრებს შეიძენთ.

კურო

იდეალური დღეა მეგობრებთან შეხვედრებისთვის. ფინანსურ სფეროში დანაკარგების თავიდან ასაცილებლად სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ - სანამ მოქმედებას დაიწყებთ, ინფორმაცია სანდო წყაროებთან გადაამოწმეთ. საღამოს მშობლებთან, შვილებთან ან პარტნიორებთან შეიძლება ვითარება დაიძაბოს— ეცადეთ სიტუაცია არ გაამწვავოთ და კომპრომისული გადაწყვეტილება იპოვოთ.

ტყუპები

ადრე თუ გვიან თქვენი მონდომება შედეგს გამოიღებს. ამ დღეს ყველა პრობლემას გონივრულად და რაციონალურად უნდა მიუდგეთ. შესანიშნავი დროა რისკისთვის, გარიგების დადებისა და მნიშვნელოვანი შენაძენებისთვის — შესაძლოა, უნიკალური ნივთის მფლობელი გახდეთ. მშვენიერი დღეა რომანტიკული შეხვედრებისთვის.

კირჩხიბი

ეს დღე არახელსაყრელია ახალი საქმის დასაწყებად - არსებობს ალბათობა, რომ პარტნიორებმა მოგატყუონ ან მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაგიმალონ. ამ დღეს რისკზე წასვლას და ძვირად ღირებულ შენაძენს უნდა მოერიდოთ. თავი შეიკავეთ ხალხის თავშეყრის ადგილებზე გამოჩენისგან, თორემ შეიძლება სახლში ვირუსი მიიტანოთ. ეცადეთ სამსახურსა და საოჯახო საქმეებს შორის დრო ისე გაანაწილოთ, რომ ოჯახური ურთიერთობები არ დააზიანოთ.

ლომი

ამ დღეს პირადი ურთიერთობის გაუმჯობესებას და ოჯახური საკითხების მოგვარებას შეძლებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ნებისმიერ საკითხს არასტანდარტულად მიუდგეთ — მდიდარი წარმოსახვის უნარი და შრომისმოყვარეობა სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ. მოსალოდნელია ცვლილებები პირად ცხოვრებაში. მეგობრებთან ან ნათესავებთან ურთიერთობაში ბოლომდე გულახდილი ნუ იქნებით.

ქალწული

ამ დღეს გადაღლა განსაკუთრებით სახიფათოა, რადგან თქვენი სასიცოცხლო ენერგია შემცირებულია. ახალი საქმის დაწყებას და საბუთებზე მუშაობას მოერიდეთ. ახლობლებისა და მეგობრების დახმარებაზე უარს ნუ იტყვით. აუჩქარებლად იმოქმედეთ - სიტუაცია შეიძლება ნებისმიერ წუთს შეიცვალოს.

სასწორი

სასწორებისთვის ნაკლებად ხელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია კონფლიქტი, რომელიც მოთმინებასა და თავშეკავებას მოითხოვს — წინააღმდეგ შემთხვევაში, სიტუაცია თქვენს საზიანოდ განვითარდება. ნებისმიერ პრობლემას სიმშვიდით უნდა შეხვდეთ — ეს მომავალში ბევრი სირთულის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ სამსახურის მიმართ პროფესიონალური დამოკიდებულება შეინარჩუნოთ.

მორიელი

მორიელებისთვის დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია შეხვედრებისა და კომუნიკაციისთვის. თუ ახალ, მნიშვნელოვან საქმეს გეგმავთ, სჯობს, გავლენიანი ადამიანის მხარდაჭერა მოიპოვოთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, ჯანმრთელობის პრობლემებმა შეგაწუხოთ. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა მოგიწევთ. გამორიცხული არ არის, დამატებითი სამუშაოს შესრულება დაიწყოთ.

მეტის გასაგებად გადადით ბმულზე:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ვინმემ არ თქვას დრო მკურნალი არისო, დრო გვასწავლის როგორ ვიცხოვროთ, როცა შენი ცხოვრების ადამიანები გამოგეცლება ხელიდან“ - დიანა ღურწკაია

⭕ „საქართველოს ჩემთვის საოცარი ბედნიერების და სილაღის სურნელი აქვს, ჩემთვის ის როგორც თილისმა ისეა, სადაც არ უნდა ვიყო სულ თან მახლავს“- რას ჰყვება მომღერალი?

⭕ საშიში კრიმინალური დაჯგუფება „764“ ინტერნეტში - სათამაშო პლატფორმები, რომლის გამოყენებით ასობით ბავშვი სექსუალური ექსპლუატაციის, ბულინგის, გამოძალვისა და თვითდაზიანების სამიზნე გახდა