Digest Logo

„2 ლარიანს ჩაუთქვით სურვილები. დილით აიღეთ და მოათავსეთ თქვენს საფულეში, ატარეთ ნახევარი წელი“ - მიხეილ ცაგარელი საახალწლო რიტუალებზე

1703841030
მიხეილ ცაგარელი

სულ რამდენიმე დღე დარჩა ახალი წლის დადგომამდე.  წყლის ლურჯი კურდღელი ესტაფეტას ხის მწვანე დრაკონს გადასცემს. არსებობს ასტროლოგიური რიტუალები, რომლის ჩატარების შემთხვევაშიც შეგიძლიათ ფინანსური და სხვადასხვა პოზიტიური მოვლენები მოიზიდოთ.

აღნიშნულ თემაზე ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

„წელიწადი ძალიან მნიშვნელოვანია, უამრავი ცვლილებები გველოდება, მათ შორის სპორტის და მედიცინის თემაში. 

წლის მეორე ნახევარში მასმედიაში იქნება დიდი ცვლილებები, ახალი გადაცემები, პროგრამები და საინტერესო საინფორმაციოები. 

ხელოვნებისთვის, მშენებლობისთვის, დიზაინისთვის, არქიტექტურისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. ასევე ცვლილებების პერიოდი იქნება პოლიტიკაში. 

ხის დრაკონი (ხე არის ზრდა, რაც ხელს უწყობს ინტელექტუალურ განვითარებას, ფინანსურ ზრდას, ოჯახის გამრავლებას).

კარგი იქნება თუ ამ რიტუალებს ახალი წლის ღამეს ჩაატარებთ:

ორი სანთელი ავანთოთ (უმჯობესია იყოს მწვანე ფერის). პირველი სანთელი 15 წუთით ადრე ახალი წლის დადგომამდე, მადლობა გადაუხადე წინა წელს და გაისტუმრე. მეორე სანთელს რომ დაანთებთ, ჩაუთქვით სურვილები. 

სანამ ახალი წელი მოვა, საღამოს 2 ლარიანს ჩაუთქვით ფინანსური სურვილები, მოათავსეთ ხის ნაკეთობასთან, წყალი ავავსოთ ჭიქაში და მათ შუაში დავდებთ და გავაჩეროთ დილამდე. დილით კი ამ 2 ლარიანს აიღებთ და ჩაიდებთ თქვენს საფულეში ნახევარი წელი, ივნისამდე“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „დაბრუნდი“ - ანრი ჯოხაძემ ახალი კლიპი გადაიღო, სადაც ბევრი ცნობილი სახე გამოჩნდა

🎥 „ვისაც გათხოვება უნდა, ახალი წლის ღამეს აბაზანაში შევიდეს და წითელი ღვინო მთლიანად გადაივლოს თავზე“ - რას ამბობს ფენ-შუის სპეციალისტი

ყალბი მინდობილობებით მოპოვებული 3 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება და ირანის მოტყუებული მოქალაქეები - პროკურატურამ 9 პირს ბრალდება წარუდგინა