ასტროლოგი ხათუნა ნოელი ფეისბუკზე წერს, რომ 20 ნოემბერს მორიელის ნიშანში ახალი მთვარე განსაკუთრებულ პლანეტარულ კონფიგურაციებს ქმნის. მისი თქმით, ცაზე გაჩნდება ხუთქიმიანი ფიგურა (პენტაგონი), რომელიც მოიცავს როგორც დადებით, ისე დაძაბულ ასპექტებს – ორი ოპოზიცია (-პლუტონი-იუპიტერი/მზე-ურანი), წყლის სტიქიის დიდი ტრინი და სამი უმაღლესი პლანეტის ბისექსტილი.
ასტროლოგი ხაზს უსვამს, რომ ახალმთვარეობას ჰარმონიული ასპექტები აქვს პლუტონთან, სატურნთან, ნეპტუნთან და იუპიტერთან, რაც სამყაროს მაქსიმალურად დახმარების მცდელობად შეიძლება განვიხილოთ. თუმცა, რამდენიმე დაძაბული ასპექტიც ფიქსირდება.
ოპოზიცია ურანთან, რაც ცვლილებებსა და რეფორმებს განაპირობებს, შესაძლოა რთულ არჩევანს ან დათმობას მოითხოვდეს:
„ასტროლოგიაში ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა პლანეტარულ კონფიგურაციებს. განსაკუთრებით კი ისეთებს, რომლებსაც დაძაბული ასპექტები აქვთ, რომლებიც მოქმედებისთვის აუცილებელ სტიმულს ქმნიან; რაც უფრო მეტი მხარე აქვს დახურულ ფიგურას, რაც უფრო მეტი პლანეტაა ჩართული კონფიგურაციაში, მით უფრო მაღალია რეზულტატები.
20 ნოემბრის ახალმთვარეობისას ცაზე სწორედ ასეთი კონფიგურაცია ყალიბდება.
წარმოიდგინეთ ხუთქიმიანი ფიგურა, პენტაგონი, რომელიც შედგენილია ორი ოპოზიციით (-პლუტონი-იუპიტერი/მზე-ურანი), წყლის სტიქიის დიდი ტრინით და სამი უმაღლესი პლანეტის ბისექსტილით. ანუ ერთდროულად მუშაობს როგორც დადებითი, ისე დაძაბული ენერგიები რაც, წინააღმდეგობებისა და შინაგანი ბრძოლების დაძლევით, წარმატებისა და იღბლისკენ სვლას იძლევა.
თვითონ მორიელის 29-ე გრადუსი, რომელზედაც ეს სავსემთვარეობა ხდება, განიმარტება როგორც რეალიზაციის შესაძლებლობის სიმბოლო.
ამ გრადუსის მმართველი მერკურია და საინტერესოა, რომ ახალმთვარეობის მზისა და მთვარის ტრადიციულ შეერთებას ამჯერად მერკურიც ერთვის. ეს პლანეტა რეტროგრადულია, რაც მინიშნებას იძლევა, რომ წარსულიდან გარკვეული ინფორმაციების განმეორების, გადახედვის და ხელახლა გააზრების აუცილებლობის წინაშე ვდგავართ.
ახალმთვარეობის წერტილს ჰარმონიული ასპექტები აქვს პლუტონთან, სატურნთან, ნეპტუნთან და იუპიტერთან.
თითქოს სამყარო მაქსიმალურად ცდილობს დაგვეხმაროს ამ რთულ დროში.
მაგრამ არის რამდენიმე ფრიად საყურადღებო ასპექტიც, რომელსაც ეს ახალმთვარეობა ქმნის - ოპოზიცია ურანთან.
ურანი არის ცვლილებების, რევოლუციების, რეფორმების პლანეტა. დაძაბული ასპექტის გამო, ეს ამბები რთული, ზოგ შემთხვევებში კი მეტად უსიამოვნო ფორმებით განვითარდება. ამ ოპოზიციამ შესაძლოა, გარკვეული არჩევანის წინაშე დაგვაყენოს და რაღაცის დათმობა მოგვთხოვოს. მაგრამ ურანი არასდროს ანგრევს იმას, რაც ჯერ კიდევ სიცოცხლისუნარიანია. უნდა გვახსოვდეს, რომ ის უბრალოდ ჩვენგან ითხოვს ძველი შაბლონებიდან გამოსვლას, ახალი ხედვის განვითარებას, ახალი გზების ძიებას. იმიტომ რომ ეს ის დროა, როცა წარსული გამოცდილება ფაქტობრივად აღარ მუშაობს.
მეორე საკმაოდ რთული ფაქტორი - ახლმთვარეობის წერტილისა და შავი მთვარის შეერთება. რაც იმაზე მიანიშებს, რომ იქნება ცდუნებებიც, მით უფრო ისეთ თემებში, როგორიცაა სხვა ადამიანების რესურსების მითვისება, შავი ფულის თემები, ღალატი პარტნიორულ ურთიერთობებში, სხვადასხვა ნეგატიური პროგრამების ჩართვა ცნობიერებაში და ასე შემდეგ... მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ გვაქვს უამრავი დადებითი ასპექტიც, შესაძლებელია ყველაფრის დაბალანსება.
რაც მთავარია, უნდა გავიაზროთ, რომ ეს ახალმთვარეობა მორიელში მოგვიწოდებს აუცილებელი და ღრმა ტრანფორმაციისაკენ, ურომლისოდაც მთავარი მიზნები მიუღწეველია. გამოიყენეთ მორიელის ეს ენერგია ჩიხში შემავალი ხიდების დასაწვავად და ახლის ასაშენებლად - თქვენი ნამდვილი, ძლიერი, ფინანსურად და ემოციურად უსაფრთხო „მეს-კენ!
შეგახსენებთ ასევე, რომ ახალი მთვარის დროს, ასევე წინა და მომდევნო დღეს, ქირურგიული ოპერაციები არ არის რეკომენდებული, განსაკუთრებით შარდსასქესო ორგანოებზე, სწორ ნაწლავზე და სიმსივნურ წარმონაქმნებზე.
რაც შეეხება ახალი საქმეების დაწყებას, ეს უკვე მთვარის მე-2 დღიდან იქნება შესაძლებელი“,- წერს ნოელი.