Digest Logo

20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

1739995461
20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

ვერძი

შესაძლოა, ბოლო პროფესიულ საქმიანობასა და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები გაგიჩნდეთ, მაგრამ ვარსკვლავები საშუალებას გაძლევენ, რომ საკუთარი აზრები დაალაგოთ და პრიორიტეტები განსაზღვროთ. დღის პირველ ნახევარში წვრილმანებზე დროს ნუ დაკარგავთ და ყურადღება მთავარ ამოცანებზე გაამახვილეთ. კოლეგები და პარტნიორები ამ დღეს განსაკუთრებით კეთილგანწყობილები არიან, ამიტომ თუ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა გსურთ, ახლა ამის დროა.

რჩევა: განსაზღვრეთ თქვენი მთავარი მიზნები და პრიორიტეტები დაისახეთ. დღევანდელი დღე შეგნებული მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯია.

კურო

ეს დღე ხელსაყრელია მშვიდი მუშაობისთვის. შეიძლება ბოლო დროს ისეთი შეგრძნება გაქვთ, თითქოს ძალიან ჩქარობთ, მაგრამ ახლა შეგიძლიათ ტემპი შეანელოთ და ყველაფერი გაიაზროთ. ვარსკვლავები გვირჩევენ, რომ ახალი პროექტების დაწყებამდე ძველი დაასრულოთ.

რჩევა: ყურადღება მიაქციეთ დეტალებს - დღეს მათ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ.

ტყუპები

თუ ძალას უმნიშვნელო საქმეებზე არ გაანიავებთ, ნაყოფიერი დღე გელით. შესაძლოა, საერთო ენა იპოვოთ მასთან, ვისთანაც ადრე უთანხმოება გქონდათ. პროფესიულ სფეროში გუნდური მუშაობისთვის ხელსაყრელი დღეა. თუ პარტნიორი გყავთ, შეეცადეთ სამომავლო გეგმები განიხილოთ - ამ დღეს ვარსკვლავები ურთიერთგაგების პოვნაში დაგეხმარებიან.

რჩევა: ყურადღება მთავარ ამოცანებზე გაამახვილეთ და რაც არ უნდა მოხდეს, საკუთარი გეგმა არ შეცვალოთ.

კირჩხიბი

ეს დღე თქვენგან ჩვეულებრივზე მეტ მონდომებას მოითხოვს. შესაძლოა, რთული არჩევანის გაკეთება ან პასუხისმგებლობის აღება მოგიწიოთ. პირად ცხოვრებაში ხელსაყრელი დღეა გულწრფელი საუბრებისთვის. თუ პარტნიორი გყავთ, განიხილეთ მასთან თქვენთვის მტკივნეული საკითხი, მაგრამ ზედმეტი ემოციების გარეშე. ვარსკვლავები მარტოხელა კირჩხიბებს ურჩევენ, წარსულზე არ იფიქრონ - თუ ძველ სიყვარულს ვერ ელევით, შეიძლება ახალი ვერ შენიშნოთ.

რჩევა: ინიციატივის საკუთარ ხელში აღების ნუ შეგეშინდებათ. დღევანდელი გადაწყვეტილებები შეიძლება თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისი იყოს.

ლომი

შესაძლებელია, რომ ამ დღეს თქვენი გეგმები ბოლო წუთს შეიცვალოს. ეცადეთ, წვრილმან საქმეებზე და უსარგებლო კამათზე დიდი დრო და ენერგია არ დახარჯოთ. თუ თქვენი პარტნიორი უცნაურად იქცევა, დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ - შესაძლოა ფიქრისთვის დრო სჭირდება.

რჩევა: რაც უფრო ნაკლებად იფიქრებთ იმაზე, რასაც ვერ შეცვლით, მით უფრო ადვილი იქნება ეს დღე.

კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე: https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/20-tebervlis-astrologiuri-prognozi-4672

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „უსაყვარლესი წყვილი“ - ლიკა ევგენიძე მეუღლესთან ერთად გადაღებულ უთბილეს კადრებს გვიზიარებს

მარიამ როინიშვილი რჩეულთან ერთად გადაღებულ ახალ ფოტოს გვიზიარებს

ბათუმში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა