Digest Logo

„25 მაისიდან 2028 წლის 13 აპრილამდე ის ადამიანები იქნებიან წარმატებულნი, რომლებიც...“ - გიორგი ლობჯანიძე საზოგადოებას აფრთხილებს!

1748002635
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს.

მან ამჯერად მორიგი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს რომ 25 მაისიდან მცირედი ეპოქალური ციკლი ხდება. სატურნი - დისციპლინის, პასუხისმგებლობისა და სტრუქტურის პლანეტა - მგრძნობიარე თევზებიდან ცეცხლოვან ვერძში გადადის.

„ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს პლანეტარულ ველში. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ 2025 წლის 25 მაისიდან მცირედი ეპოქალური ციკლი სატურნისა დასრულდება თევზების ზოდიაქოს ნიშანში და დაიწყება ახალი განვითარება.

ამჯერად, სატურნი - დისციპლინის, პასუხისმგებლობისა და სტრუქტურის პლანეტა - მგრძნობიარე თევზებიდან ცეცხლოვან ვერძში გადავა.

როგორი დრო გველის წინ? რას უნდა ველოდოთ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში? რას ნიშნავს ეს მთავარი ტრანზიტი და რა მნიშვნელოვანი სიახლეებით იქნება დახუნძლული? დღეს სწორედ ამ საკითხებზე გესაუბრებით ვრცლად.

ასტროლოგიის უძველესი ხელოვნებით დაინტერესებულთათვის, სატურნის ტრანზიტი აღსანიშნავი მოვლენაა! ის ნამდვილად ცხარე ნიშანში ამოყოფს თავს და რამდენიმე წლით ჯიუტ ვერძში იმოძრავებს.

პლანეტა სატურნი ასოცირდება საზღვრებთან, სტრუქტურებთან, პასუხისმგებლობასთან და გაკვეთილებთან. ეს რთული დავალების შემსრულებელი დიდად ბედნიერი არ ყოფილა თევზების ზოდიაქოს ნიშანში, ახლა სურათი ნელ-ნელა შეიცვლება და ბუნებრივია, რომ საკითხებიც სხვაგვარად იქნება დასმული.

სატურნი ვერძში დაცემულ მდგომარეობაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სასწორის საპირისპირო ნიშანშია ეგზალტირებული. სასწორში სატურნს შეუძლია წარსული ქმედებებისა და შედეგების ჩვენება, თუმცა ვერძს ეს არ ადარდებს.

ამის ნაცვლად, მას სურს წინსვლა რეზულტატზე ფიქრის გარეშე. ვერძი უპირატესობას ანიჭებს გაბედულ რისკებს და ხედავს თუ საით მიდის გზა.

სატურნის დისციპლინირებული მიდგომა იმპულსურ ვერძს აუცილებელ სიფრთხილეს მატებს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ ენერგიის გამოყენება გააზრებული და პრაქტიკული გზით. იმის ნაცვლად, რომ თამამად წავიდეთ იქ, სადაც აქამდე არავინ ყოფილა, უპირატესობას გეგმა ანიჭებს. ეს შეიძლება ნიშნავდეს ნახტომის გაკეთებამდე დაკვირვებას ან ჩვეულებრივზე მეტი დროის დახარჯვას. ეს ხელს არ შეუშლის ვერძის მიდრეკილებას ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებისკენ. ამის ნაცვლად, ის ხელს უწყობს გააზრებული რისკების შექმნას.

2025 წლის 25 მაისიდან 2028 წლის 13 აპრილამდე ის ადამიანები იქნებიან წარმატებულნი, რომლებიც ზუსტად განსაზღვრავენ თუ სად ჯობია შეტევა და სად დიპლომატია. სატურნი მთელი თავისი არსებით გამოცდილებას, სიმშვიდეს და სტაბილურობას ფლობს. ვერძი კი გაცილებით ხისტი, პირდაპირი და ეგოისტია, ამიტომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც პლანეტა და ნიშანი განსხვავებული ფსიქოტიპის მატარებლები არიან.

შესაბამისად, სატურნს ვერძში მოხვედრა დიდად არ უხარია, ეს პერიოდი გამოცდა იქნება ბევრი თქვენგანისთვის.
ყველა ის რისკი, სადაც არის ჩადებული კარგად გააზრებული სტრატეგია, ნამდვილად გაამართლებს. ამ ციკლში დაიბადებიან აბსოლუტურად ახალი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერები, არაა გამორიცხული, რომ გაჩნდეს ცეცხლის ახალი კერები, თუმცა, ნაწილობრივ, კარგად ორგანიზების შემთხვევაში, შესაძლოა გარკვეული ომები დასრულდეს კიდეც. ყველაფერი მაინც დამოკიდებულია იმ ლიდერთა მსოფლმხედველობაზე, რომლებიც აღმოჩნდებიან მაღალ ადგილებზე.

ისტორიულად, სატურნის ვერძში ტრანზიტი გვქონდა გასული საუკუნის 30-იან წლებშიც. 1937-1940 წლები. ეს იყო დრო, როცა მზადდებოდა II მსოფლიო ომის გზა, ასევე 90-იან წლებშიც გაიარა სატურნმა იგი და მივიღეთ დაძაბულობები ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის კოსოვოს კონფლიქტიც. მაშინაც მკვეთრად დაიძაბა ვითარება ირანსა და ამერიკას შორის, რითაც ირანელები საბოლოოდ დასანქცირდნენ და მოწყდნენ დასავლურ სამყაროს.
ვინც ხართ გაბედული, უშიშარი, მებრძოლი ადამიანები და ვისაც გსურთ საჯარო სივრცეებში თავის დამკვიდრება, მაშინ ეს პერიოდი თქვენთვის ერთ-ერთი საუკეთესოა, ოღონდ უნდა იცოდეთ, რომ რიგ ეპიზოდებში მოზომილი ნაბიჯებია საჭირო. მოკლედ, რომ გითხრათ, სატურნი ვერძის მთავარი დევიზია - ,,ომს დაწყებამდე იგებენ’’.
ფრთხილად იყავით ცეცხლსასროლ იარაღებთან და მარტივად აალებად ნივთიერებებთან, შანსია ხანძრების, ასევე აფეთქებების, თუმცა შანსია დამსახურებული წინსვლებისა და დადებითი რეზულტატის მიღებისაც. ვისაც შრომა და ბრძოლა არ ეზარება, ახლა ზუსტად ის ხალხი იხეირებს.

სატურნი 2025 წლის 13 ივლისს გახდება რეტროგრადული და 28 ნოემბრამდე იქნება უკუსვლითი, ხოლო შემდგომ კვლავ გაასწორებს თავის მოძრაობას და 2026 წლის 14 თებერვალს საბოლოოდ წავა ვერძის ნიშანში, სადაც 2028 წლის 13 აპრილამდე დარჩება.

თქვენს პირად რუკებში, ვისაც გყავთ პლანეტები ვერძის-სასწორის-თხის რქას-კირჩხიბის 3 გრადუსამდე, თქვენთვის ძირეულად მნიშვნელოვანი დრო იქნება ახლა, ამიტომ გადახედეთ სად გაქვთ სამუშაო და რა შესაცვლელი.
დასასრულს კი ვიტყვი იმას, რომ სატურნს არ უყვარს უპასუხისმგებლო, უაზროდ მოიერიშე, უდიპლომატიო და უსტრატეგიო ადამიანები! ივარჯიშეთ თქვენს თავზე, რომ დადოთ შედეგი! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!
გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს!

პატივისცემით!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „მე-4 შვილსაც ვაპირებდი, მეხუთესაც და მეექვსესაც, მაგრამ...“ - რას ჰყვება ნანუკა გულუა ჯანმრთელობის პრობლემაზე

⭕„მამას როგორ ჰგავს“ - სოფია კვინიკაძე 1 თვის შვილთან და მეუღლესთან ერთად პოზირებს

🎥 „პირველად მიმყავდა საღამო ინგლისურად, უცნაური გრძნობაა, მაგრამ ...“ - რა კადრებს აქვეყნებს ნუკი კოშკელიშვილი