საქართველო ახალ, 2025 წელს აღნიშნავს. ადამიანები იმედებითა და ახალი გეგმებით ხვდებიან და სურთ, მომდევნო წელი წინაზე უკეთესი იყოს. ალბათ, ბევრ ჩვენგანს არაერთი ოცნება აქვს, რომელთა განხორციელებასაც ეტაპობრივად ვგეგმავთ.
აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, 2025 წლის მთავარი სიმბოლო მწვანე ხის გველია. ის ასტროლოგიაში, ერთ-ერთ ყველაზე ბრძენ, ერთგულ, შრომისმოყვარე ნიშნად ითვლება.
როგორი იქნება 2025 წლის პროგნოზი აღმოსავლური ჰოროსკოპის ნიშნებისთვის? - ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგის მიხეილ ცაგარელის პროგნოზს, „დაიჯესტი“ ექსკლუზიურად გთავაზობთ:
ვირთხა (... 1936, 1948, 1960, 1972, 1984, 1996, 2008, 2020, 2032, 2044 ...)
ვირთხების უმეტესობისთვის 2025 პრობლემები შესაძლოა წარმოიშვას, წელს როგორც პროფესიულ სფეროში, ასევე მათი შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზებისთვის საჭირო თანამშრომლობის კუთხით. ეს ტენდენციები განსაკუთრებით იჩენს თავს წლის პირველ ნახევარში, როდესაც ლიდერობა ან ახალი იდეები და მეთოდები ბიზნესისადმი ახალ დამოკიდებულებას მოითხოვს. თუ წლის პირველ ნახევარში განვლილი და ინვესტიციები არ დააკმაყოფილებს თქვენს მოლოდინებს, ამის გამო მოგიწევთ მნიშვნელოვანი და თუნდაც საბედისწერო გადაწყვეტილების მიღება, რის გამოც, შესაძლებელია, წლის დასაწყისშივე, ზოგიერთი ვირთხა დეპრესიაშიც კი ჩავარდეს და ჯანმრთელობა შეირყიოს. რჩევა იქნება, ვირთხები დიდხანს არ უნდა დარჩნენ ამ პასიური ჭვრეტის მდგომარეობაში, რადგან წლის მეორე ნახევარში მათ მოსალოდნელია ჰქონდეთ ახალი პერსპექტივები, რომლებიც მკვეთრად შეცვლის მათ ცხოვრებას უკეთესობისკენ. მათ კარიერაში ხელსაყრელი ცვლილებები და წარსული დანაკარგების კომპენსირების შესაძლებლობა მეოთხე კვარტალში გამოჩნდება.
ხარი (კამეჩი) (... 1937, 1949, 1961, 1973, 1985, 1997, 2009, 2021, 2033, 2045...)
ხარისთვის (კამეჩი) 2025 წელი საკმაოდ ხელსაყრელი პერიოდი იქნება, განსაკუთრებით მათთვის, ვინც მზად არის ახალი მიღწევებისთვის, ვინც ფინანსურ სექტორში წარმატებას ელის, წლის პირველ ნახევარში კარიერულ ახალ საფეხურზე გადავა. თანამშრომლობის კუთხითაც კამეჩებს არაერთი გამარჯვება და მიღწევა ექნებათ. თუმცა, წლის მეორე ნახევარში მოსალოდნელია პრობლემები შეექმნათ პარტნიორულ ურთიერთობებსა და ბიზნესში, რადგან არსებობს ინტრიგების მაღალი რისკი, ცრუ მეგობრების ან კოლეგების დაუდევრობის გამო. თუმცა ამ პრობლემებსაც გადალახავენ ღირსეულად. დროულად ჩართავენ ახლობლებს, სანდო მეგობრებსა და კომპეტენტურ ადამიანებს, დროულად მოაწესრიგებენ გეგმებს. ნებისმიერ შემთხვევაში, კამეჩები მთელი წლის განმავლობაში ძალიან ენერგიულად იმოქმედებენ, ფინანსებთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მრავალ საკითხში, სწორად გადაჭრას შეძლებენ.
ვეფხვი (... 1938, 1950, 1962, 1974, 1986, 1998, 2010, 2022, 2034, 2046 ...)
ვეფხვებისთვის გველის წელი ძალიან პერსპექტიული პერიოდია. მართალია წლის პირველ ნახევარში ფინანსური თვალსაზრისით მილიონებს არ უნდა ელოდონ, მაგრამ დაწყებული პროექტები წარმატებით გაგრძელდება. კარიერაში ან ოჯახში განსაკუთრებული პრობლემები არ არის მოსალოდნელი, ვეფხვების პირადი ცხოვრებაც წლის პირველ ნახევარში უფრო მეტად მშვიდი და პოზიტიური იქნება, რადგან ვეფხვები არ არიან ბუნებით ზედმეტად მომთხოვნები და პრეტენზიულები ოჯახის წევრების მიმართ. უმჯობესია, ვეფხვებმა იმუშაონ მარტო, თუმცა, გუნდურად საქმიანობის ეფექტი მეტად გაიზრდება. ამიტომ, მოსალოდნელია კარიერული ზრდა, ფინანსური მიმართულებით გარკვეული პროგრესი, ჯანმრთელობის ერთადერთი უარყოფითი ის რომ ვეფხვები ამ დროს, შესაძლოა გახდნენ მეტად იმპულსურები, განაწყენებულნი, იმედგაცრუებულნი პირად ცხოვრებაში არსებული პრობლემების გამო, სავარაუდოდ წარმატების შედეგიდან გამომდინარე, მეტ დაფასებას. ამ წლის ენერგიები დაეხმარება მათ იმოქმედონ ძალიან აქტიურად და წარმატებულად, შესაბამისად, წლის ბოლოს ისინი მნიშვნელოვან პროგრესს დადებენ საკუთარ ცხოვრებაში.
კატა (კურდღელი) (... 1939, 1951, 1963, 1975, 1987, 1999, 2011, 2023, 2035, 2047 ...)
კატებისთვის, მწვანე გველის წელი საკმაოდ წარმატებულია, რადგან წლის პირველ ნახევარში ისინი მზად არიან იგრძნონ ვეფხვის თვისებები საკუთარ თავში. ამიტომ ჯობია კატებმა ამ პერიოდში დაიწყონ მნიშვნელოვანი საქმეები და გეგმები და შეეცადონ მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა მთავარი მიზნების მისაღწევად. ამავდროულად, კატებს მოუწევთ მეტი დრო და ყურადღება დაუთმონ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ საყვარელ ადამიანებსაც, რათა შეინარჩუნონ მეგობრული ატმოსფერო სახლში და არ აღმოჩნდნენ განაწყენებულის ან ზედმეტად ბრალდებულის მდგომარეობაში. წლის მეორე ნახევარში მათ მოუწევთ ბევრი მოგზაურობა, შეხვედრები, შესაძლოა სამუშაოს შეცვლაც, რაც გამოწვეული იქნება კოლეგებთან ურთიერთობაში სირთულეებით. ამ პერიოდში საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის შეცვლაც ძალიან სავარაუდოა, წუხილი და ახალი გეგმები ხელს შეუწყობს ცხოვრების ხარისხისა და სოციალური მდგომარეობის მკვეთრად გაუმჯობესებას.
დრაკონი (... 1940, 1952, 1964, 1976, 1988, 2000, 2012, 2024, 2036, 2048 ...)
დრაკონებისთვის გველის წელი მეტად ხელსაყრელი იქნება, თუ ადრე ბევრს მუშაობდნენ, ამჯერად, წლის პირველ ნახევარში ისინი შეძლებენ წარმატებით განახორციელონ გასული წლის გეგმები და მიიღონ დივიდენდები პერსპექტიულ პროექტებში ინვესტიციებიდან, მაგრამ წლის მეორე ნახევარში ისინი შეიძლება შეხვდნენ მოულოდნელ წინააღმდეგობას წარსული პარტნიორების მხრიდან, რომლებმაც შეიძლება მოითხოვონ დაპირების შესრულება, ამიტომ დრაკონებს მოუწევთ მცირე კონფლიქტის მოგვარება. ინტერესების დაცვა და სტრატეგიული პოზიციების გამართლება. წლის განმავლობაში ბევრი მათგანი ასევე ერთდროულად იქნება დატვირთული, როგორც კარიერით ასევე პირადი ურთიერთობებით. თუმცა, ოჯახის წევრები და არ უნდა დაივიწყონ სანდო პარტნიორები, შემთხვევაში, წლის მეორე ნახევარში შესაძლოა, ეჭვიანობა და ღალატს წააწყდნენ, რამაც შესაძლოა შეანელოს მათი კარიერა, წინსვლა, და პიროვნული ზრდა.
გველი (... 1941, 1953, 1965, 1977, 1989, 2001, 2013, 2025, 2037, 2049 ...)
გველებისთვის 2025 წელი ახალი ციკლის დაწყებასთან არის დაკავშირებული და საკმაოდ წარმატებულია, განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარში. მაგრამ წლის მეორე ნახევარში გველების უმრავლესობა გააცნობიერებენ, რომ მათი გეგმები ბოლომდე არ განხორციელებულა. იმედები, რომლებსაც ისინი თავიანთ გარემოში მყოფ ადამიანებთან ამყარებდნენ, შესაძლოა არ ახდეს. ამიტომ, წლის მეორე ნახევარში, როცა გველების ენერგიები მკვეთრად მატულობს, ისინი დააგეგმავენ სტრატეგიას: ეტაპობრივად მოქმედებას, არ გადადგან მოულოდნელი მკვეთრი ნაბიჯები, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე ბიზნესში. ამ პერიოდში გველები იხელმძღვანელებენ პრინციპით: „მოთმინება, სუფთა ხელები და თავი ცივი გონებით ჩემი წარმატების გასაღებია”. ეს პოზიცია უაღრესად მნიშვნელოვანია, რათა თავიდან აიცილოთ პრობლემები კონფლიქტები წლის ბოლოს. წლის მეორე ნახევარში სასიყვარულო ფრონტზე მოულოდნელი სირთულეა მოსალოდნელი. არ არის გამორიცხული პრობლემა ბიზნესში და კარიერაში, დაზიანებები ან უბედური შემთხვევები. ამიტომ მეტი სიფრთხილე, მეტი კეთილგონივრულობა.
ცხენი (... 1942, 1954, 1966, 1978, 1990, 2002, 2014, 2026, 2038, 2050 ...)
ცხენებისთვის გველის წელი შეიძლება შემაჯამებელ წლად ჩაითვალოს, ეს წელი ასოცირდება წარსული გეგმების, პროექტებისა და მოქმედებების გაანგარიშების აუცილებლობასთან. ეს ძალიან ხელსაყრელი პერიოდია სხვა რაკურსით, სხვადასხვა უნარების გასაუმჯობესებლად, გამოსავლენად, თვითრეალიზაციისთვის. ცხენები ასევე მიიღებენ მოგებას წარსული ინვესტიციებიდან ან საქმიანი ურთიერთობებიდან. მიუხედავად წლის პირველ ნახევარში ქაოსისა და არასტაბილურობისა, წლის მეორე ნახევარში ცხენების უმეტესობა იგრძნობს მეტ კმაყოფილებას და ბედნიერებას. წელს ბევრი მათგანი შეძლებს კარიერაში წარმატებისა და ადრე დასახული მიზნების მიღწევის პოზიტიური შანსების რეალიზებას. მართალია, ჯანმრთელობის თვალსაზრისით, წელი შეიძლება ნაკლებად ხელსაყრელი აღმოჩნდეს, რადგან ცხენების უმრავლესობა იქნებიან ზედმეტად მგრძნობიარენი და ფსიქო-ემოციურად არასტაბილურნი. ამიტომ, უნდა უფრთხილდნენ ქაოსს, გაერიდნონ აურზაურს, რისკებს და კანონების გვერდის ავლის მცდელობას, ასევე მასობრივ მოვლენებს სეზონური ინფექციების დროს.
თხა (ცხვარი) (... 1943, 1955, 1967, 1979, 1991, 2003, 2015, 2027, 2039, 2051 ...)
თხების უმრავლესობისთვის ეს წელი, როგორც წესი, ძალიან ხელსაყრელია. გველის წელში ისინი შეძლებენ აღადგინონ შემოქმედებითი შესაძლებლობები და ძალა, თავად განსაზღვრონ ახალი ცხოვრებისეული პრიორიტეტები. პირველ ნახევარში მათ მოუწევთ სამუშაოს შეცვლა უფრო პერსპექტიულზე და უკეთესზე, რაშიც დაეხმარებიან გავლენიანი მეგობრები და კარგი კავშირების მქონე ადამიანები. ამიტომ, ამ პერიოდში სხვადასხვა ადამიანებთან ნებისმიერი კონტაქტი, იდეების გაცვლა და გეგმები, შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი თხის კარიერის, შემოქმედებისა და პროფესიული განვითარებისთვის. წლის მეორე ნახევრის დასაწყისში, გაუჩნდებათ ძალიან საინტერესო ახალი პერსპექტივები ბიზნესში, ასევე მოგზაურობისა და შემოსავლის შევსებას დაფინანსების ახალი წყაროებითა და პროექტებით. მართალია, წლის ბოლოს ზოგიერთი თხის ცხოვრებაში მოსალოდნელია სერიოზული სირთულე, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში.
მაიმუნი (... 1944, 1956, 1968, 1980, 1992, 2004, 2016, 2028, 2040, 2052 ...)
მაიმუნებისთვის გველის წლის პირველი ნახევარი ძალიან საინტერესო, კრეატიული და დინამიური იქნება. ისინი შეძლებენ საკუთარი გეგმების რეალიზებას, მეგობრები, კოლეგები და ხელმძღვანელობა სიამოვნებით დაეხმარებიან მათ ახალ, საუკეთესო იდეების განხორციელებაში. ამიტომ, მთელი წელი ხელსაყრელია ახალი პროექტების შესაქმნელად, მეგობრობისა და სასიყვარულო ურთიერთობებისთვის, სტატუსის განსამტკიცებლად და ახალი შემოქმედებითი სიმაღლეებისა თუ სოციალური წარმატების მისაღწევად. ამისთვის კი მათ მოუწევთ წლის პირველ კვარტალში გამოავლინონ თავიანთი არაჩვეულებრივი ნიჭი, ზებუნებრივი უნარები და შესაძლებლობები, მოახერხონ ჰაერშივე „დაიჭირონ“ ახალი იდეები, ახალი ინფორმაციები მოიპოვონ და გამოიყენონ. ხოლო ამ ყველაფრის უხვ მოსავალს მოიმკიან წლის მეორე ნახევარში, ეს იქნება მაგარი „გასროლა”, შემდეგ კი მაიმუნები შეძლებენ გაცილებით უფრო მეტი თავდაჯერებულობით წინ წავიდნენ. სხვათა შორის, წლის პირველ ნახევარში თუ მაიმუნებმა შეძლეს და ყოველგვარ დაპირისპირებას მოერიდებიან და არ ჩაერთვებიან კონფლიქტში, რომლებიც შესაძლოა გარშემომყოფებს შორის წარმოიშვას, მაშინ ისინი საკმაოდ აქტიურები გახდებიან მთელი წლის განმავლობაში და ეს გახდება მათი ხელშემწყობი, მათ ბედში დადებითი ცვლილებებისა და მაღალ საფეხურზე გადასვლისას.
მამალი (... 1945, 1957, 1969, 1981, 1993, 2005, 2017, 2029, 2041, 2053 ...)
მამლების უმეტესობისთვის მწვანე გველის წელი აღმოჩნდება ძალიან საინტერესო და კრეატიული, ხოლო მოვლენების განვითარება, სავსებით ლოგიკური, მოსალოდნელი და სრულიად პროგნოზირებადი. მამლები გააგრძელებენ წარმატების მიღწევას, მათი იდეები და გეგმები ბიზნესში იქნება ძალიან მოთხოვნადი. მათ ასევე მოელით ფინანსური და კარიერული ზრდა, წინსვლა, საინტერესო წინადადებების შეთავაზება, მათ შორის სასიყვარულო, განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარში, შეძლებენ შექმნან ხანგრძლივი სასიყვარულო კავშირი. ეს მათ ხელს არ შეუშლით ახალი პარტნიორების მოზიდვაში, ძირითად საქმიანობაში. წლის მეორე ნახევარში დიდი მოგება არ არის მოსალოდნელი, იქნება ხარჯები. გარდა ამისა, წლის ბოლოსკენ მეტი სიფრთხილე ჰმართებთ გადაადგილებისას, რადგან ავარიების ალბათობა დიდია. გუნდში ურთიერთობები ცოტა გართულდება უფროსთან, ბიზნეს-პარტნიორთან ინტრიგებისა და კონფლიქტების გამო. ამრიგად, წლის მეორე ნახევარში მამლებს მოუწევთ უფრო მეტად დაეყრდნონ საკუთარ ძალებს და მეტი სიფხიზლითა და დაკვირვებულობით, თავიდან აირიდონ ზედმეტი სირთულეები.
ძაღლი (... 1946, 1958, 1970, 1982, 1994, 2006, 2018, 2030, 2042, 2054 ...)
ძაღლებისთვის მწვანე გველის წელი ნაკლებად ხელსაყრელი პერიოდია, განსაკუთრებით პირველი კვარტალი, რადგან იდეები და გეგმები, რომლებზეც მათ იმედი ჰქონდათ დამყარებული, ამ პერიოდში განსახორციელებლად, შესაძლოა მოჩვენებითი აღმოჩნდეს, ხოლო სოციალურ პოლიტიკურ ასპარეზზე გაუთვალისწინებელი მოვლენები და კონკურენტების მაქინაციები, გაუგებრობას გამოიწვევს მათ საქმეებსა და ბიზნესში. სწორედ ამიტომ, წლის პირველ ნახევარში უმჯობესია საკუთარ ძალებს დაეყრდნონ და ზედმეტად არ მიენდონ სხვებს, რომლებიც შეეცდებიან გამოიყენონ ძაღლების ზედმეტი გულგახსნილობა და გულუბრყვილობა, ეგოისტური მიზნებისთვის. გარდა ამისა, ამ დროს მცირდება სასიცოცხლო პოტენციალი, რის გამოც ბევრი ძაღლი უფრო ზედმეტად მგრძნობიარე გახდება ინფექციური დაავადების მიმართ. მხოლოდ წლის მეორე ნახევარში იგრძნობენ თავს ბევრად უფრო თავდაჯერებულად და მშვიდად, უმჯობესი იქნება წარმატების მისაღწევად, ძაღლებმა გააერთიანონ ძალები საიმედო პარტნიორებთან და მეტი მონაწილეობა მიიღონ უფრო გუნდურ პროექტებში.
ტახი (ღორი) (... 1947, 1959, 1971, 1983, 1995, 2007, 2019, 2031, 2043, 2055 ...)
ღორებისთვის გველის წლის დასაწყისი შესაძლოა მთლად წარმატებული არ იყოს, იმ მიზეზით, რომ ღორების უმეტესობა აღნიშნულ პერიოდში თავს თავდაჯერებულად და სტაბილურად ვერ იგრძნობს. წლის პირველ ნახევარში ნებისმიერი ახალი გეგმები თუ პროექტი არაპერსპექტიულია, ამიტომ ჯობია უკვე დაწყებულ საქმეებზე გადაერთონ და განავრცონ. გარდა ამისა, ამ დროს ნათესავებთან, მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა მოსალოდნელია უფრო მეტად დაიძაბოს, რადგან ისინი ღორისგან ოჯახში იგივე დოზით მონაწილეობას მოელიან, როგორც ადრე. ამიტომ უმჯობესია ეცადონ თავი აარიდონ დაპირისპირებას, როგორც სამსახურში, ასევე პირად ცხოვრებაში. გარდა ამისა, წლის პირველ ნახევარში ნებისმიერი გაყიდვები და კაპიტალის გაერთიანების მცდელობა უფრო მეტად წარმატებულ პარტნიორებთან შეიძლება ასევე წარუმატებელი აღმოჩნდეს. ამიტომ მხოლოდ თქვენი საკუთარი ძალისხმევა და წინასწარ დაგეგმილი ან დანიშნული სტრატეგიული გზა შეიძლება აღმოჩნდეს ცხოვრების ოპტიმალური მოდელი, რითაც გაიუმჯობესებთ საკუთარ საქმიანობა და კარიერას უკვე წლის მეორე ნახევარში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდი იქნება ახალი წლის დღეებში საქართველოში? - განახლებული პროგნოზი რეგიონების მიხედვით
⭕სურვილის ჩაფიქრების რიტუალი, რომელიც ახალი წლის ღამეს უნდა შეასრულოთ