Digest Logo

2026 წლის 17 მაისს კუროს ნიშანში ახალი მთვარეა - რა უნდა გავაკეთოთ ამ დღეს წარმატების მისაღწევად და რასთან უნდა ვიყოთ ფრთხილად

1778827690
ახალი მთვარე

2026 წლის 17 მაისს კუროს ნიშანში ახალმთვარეობა საუკეთესო მომენტია იმისთვის, რომ ფუჭ ოცნებებს თავი დავანებოთ და დავიწყოთ ისეთი ცხოვრების შენება, რომელშიც თავს ნამდვილად მშვიდად, კომფორტულად და მყარად ვიგრძნობთ.

ამ დღეს კუროს ნიშნისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული - რეალისტური, პრაქტიკული ენერგია გვახსენებს თავს. ყურადღების ცენტრში არა აბსტრაქტული იდეები, არამედ სრულიად ხელშესახები, ყოფითი საკითხები: ფული, რესურსები, სხეულის ჯანმრთელობა და უსაფრთხოების განცდა მოექცევა. ამ მყარ სურათს მერკურისა და ურანის სიახლოვე ერთგვარ მოულოდნელობას სძენს და ასტროლოგების თქმით, მოვლენათა განვითარებაში სიურპრიზები შემოაქვს.

რას გვიმზადებს 17  მაისის ახალმთვარეობა?

ახალმთვარეობა ის დროა, როდესაც მზე და მთვარე ზოდიაქოს ერთსა და იმავე წერტილში ხვდებიან. ამ დროს მთვარე დედამიწასა და მზეს შორის მოექცევა ხოლმე და ჩვენი თვალისთვის უხილავი ხდება. სწორედ ამ „ბნელ“ პაუზაში, ვიდრე მთვარე კვლავ სინათლით აივსება, სამყარო ჩვენი ჩანაფიქრების მიმართ განსაკუთრებით მიმღები ხდება. ეს მხოლოდ ლამაზი შედარება არ გახლავთ - ეს არის პრინციპი, რომელსაც მთვარის ციკლებზე მომუშავე პრაქტიკოსები ათასწლეულებია იყენებენ: ახალმთვარეობისას ჩაყრილი საფუძველი მთვარესთან ერთად მომდევნო კვირებისა და თვეების განმავლობაში ვითარდება. 

ჩრდილოეთ ამერიკის ძირძველი ხალხების ტრადიციით, მაისის მთვარეს, გაზაფხულის ყვავილობის გამო,„ყვავილოვან მთვარეს“ უწოდებენ. სიმბოლურია, რომ სწორედ ეს პერიოდი იქცევა ახალი მიზნების დასახვის წერტილად: სანამ 1-ელი მაისის სავსემთვარეობის შუქი ნელ-ნელა ქრება, ჩვენ იმ საქმეებს ვიწყებთ, რომლებმაც მომავალში ნაყოფი უნდა გამოიღოს.

ეს 2026 წლის რიგით მეხუთე და ერთ-ერთი ყველაზე „ხელშესახები“ ახალმთვარეობა გახლავთ. კუროში მთვარე განსაკუთრებულ ძალას იძენს - ეს ის ნიშანია, რომელშიც იგი თავს ყველაზე მყარად გრძნობს და თავის ენერგიას სრულად ათავისუფლებს. ამიტომ, ყველაფერი, რაც მატერიალურ სამყაროს, სხეულსა და სიმტკიცეს უკავშირდება, ამ დღეს სამყაროსგან დიდ მხარდაჭერას მოიპოვებს.

ასტროლოგიური სურათი და პლანეტების გავლენა:

მთვარის გარშემო სხვა პლანეტებიც იყრიან თავს და საერთო სურათში თავიანთი წვლილი შეაქვთ.

მერკური კუროში: იგი ახალმთვარეობის უშუალო სიახლოვესაა, რაც ჩვენს ფიქრებსა და მსჯელობებს მეტ სიცხადეს მატებს. ასტროლოგიაში ეს მათი თვისებების სრულ შერწყმას ნიშნავს. მერკური აქ დინჯი და პრაქტიკულია, რის გამოც ადამიანების სიტყვები უფრო წონადი და დამაჯერებელი ხდება. სწორედ ამიტომ, ამ დღეს ფურცელზე ხელით დაწერილ გეგმებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ასტროლოგების თქმით, მათი რეალიზება ბევრად მარტივი გახდება.

ურანი ტყუპების პირველ გრადუსზე: ეს პლანეტა მოულოდნელი გარდაქმნებისა და მიგნებების სიმბოლოა. მას კუროს სტაბილურ გარემოში გაუთვალისწინებლობის ელემენტი შემოაქვს. შესაძლოა გეგმები შეგეცვალოთ ან ახალმა ინფორმაციამ ნაცნობი სურათი სრულიად შეცვალოს. ნუ შეშფოთდებით - ეს უბრალოდ იმის ნიშანია, რომ მოქნილობა უნდა გამოიჩინოთ და ახალ რეალობას სწრაფად მოერგოთ.

იუპიტერი კირჩხიბში: იგი ახალმთვარეობასთან ჰარმონიულ კავშირს ამყარებს და ყოველთვის ემოციურ უსაფრთხოებაზე, ოჯახსა და შინაგან სიმტკიცეზე ზრუნავს. მისი გზავნილია: ის, რასაც ახლა დაიწყებთ, თბილ და ხელშემწყობ ნიადაგზე აღმოცენდება.ეს ახალმთვარეობა არა მხოლოდ რეალისტური, არამედ ენერგეტიკულად განსაკუთრებით ძლიერია. იგი მოგვიწოდებს, რომ ოცნებებს ხელშესახები სახე მივცეთ და პირველი ნაბიჯები გადავდგათ.

რა უნდა გავაკეთოთ და რასთან უნდა ვიყოთ ფრთხილად ამ დღეს:

✅ ჩამოწერეთ მიზნები ხელით: კურო მატერიალიზაციაზე აგებს პასუხს, ამიტომ წერის ფიზიკური პროცესი თქვენს ჩანაფიქრს აძლიერებს. წერეთ აწმყო დროში, თითქოს სასურველი მიზანი უკვე მიღწეულია.

✅ მოაწესრიგეთ ფინანსები: გადახედეთ ხარჯებს, გახსენით ანაბარი ან უბრალოდ დაგეგმეთ ბიუჯეტი. კუროს ენერგია ფინანსურ წინდახედულობას ხელს უწყობს.

✅ იზრუნეთ სხეულსა და ჯანმრთელობაზე: ექიმთან ვიზიტი, კვების რეჟიმის შეცვლა ან ვარჯიშის დაწყება სწორედ ახლა ჯობს. სხეულის მოთხოვნილებების მოსმენა ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია.

✅ ღირებულებების გადაფასება: დაფიქრდით, რა არის თქვენთვის ნამდვილად ძვირფასი და არა სხვების მიერ თავსმოხვეული? პრიორიტეტების განსაზღვრისთვის საუკეთესო დროა.

✅ კავშირი ბუნებასთან: გაისეირნეთ, შეეხეთ მიწას ან დარგეთ მცენარე. ეს დაგეხმარებათ, რომ თავი უფრო თავდაჯერებულად და მყარად იგრძნოთ.

გაფრთხილებები:

⭕ ერიდეთ იმპულსურ ხარჯებს: ურანმა შესაძლოა დაუფიქრებელი ნაბიჯებისკენ გიბიძგოთ. თუ უცებ "საოცარ" ინვესტიციას შემოგთავაზებენ, გადაწყვეტილების მიღებამდე სამი დღე მაინც დაიცადეთ.

⭕ ნუ წამოიწყებთ კონფლიქტს: ახალმთვარეობისას ემოციური ფონი იზრდება. უმჯობესია, სერიოზული საუბრები რამდენიმე დღით გადადოთ.

⭕ ერიდეთ ქირურგიულ ჩარევებს: განსაკუთრებით ყელის, კისრისა და ფარისებრი ჯირკვლის არეში, რადგან ასტროლოგების თქმით, ეს კუროს „სამფლობელოა“ და ამ დროს ორგანიზმი სუსტადაა.

⭕ ყურადღებით წაიკითხეთ დოკუმენტები: მერკური კუროში აუჩქარებლობას მოითხოვს. ნუ მოაწერთ ხელს საბუთებს ნაჩქარევად, ყველაფერი დეტალურად შეამოწმეთ.

⭕ ნუ დატოვებთ მიზნებს მხოლოდ ფიქრებში: როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ პერიოდში ჩაუწერელი იდეა ქვაზე დაგდებულ თესლს ჰგავს. თუ გსურთ, რომ ჩანაფიქრი რეალობად იქცეს, ის აუცილებლად უნდა მატერიალიზდეს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს“ - 15 მაისის ენერგიები

⭕„წითელი აბი და ცნობიერების გამოღვიძება: სიზიფე, ალუდა და ნეო“ - რას წერს რამაზ გიგაური

⭕ თბილისის მეტროში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

წყარო: www.beaumonde.ge