ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 2026 წლის მთავარ ფავორიტ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს ფინანსების მიმართულებით:
„2026 — სიმდიდრისა და კეთილდღეობის წელი
მორიელი – წლის მთავარი ფინანსური ფავორიტი.
გელით გარღვევა, დიდი შემოსავალი და ახალი შესაძლებლობები.
წარსულის სირთულეები დასრულდა — ახლა დროა საკუთარი გზით იაროთ და იმუშაოთ დამოუკიდებლად.
პიკი — ზაფხულიდან წლის ბოლომდე.
კირჩხიბი – ფულის მაგნიტი 2026-ში.
ყველაფერი, რაც ოჯახსა და სახლთანაა დაკავშირებული, მოგიტანთ სიუხვეს. იფიქრეთ პოზიტიურად — თქვენი აზრები ხდება მატერიალური.
პიკი — გაზაფხული და ზაფხული.
ლომი – სტაბილურობისა და აღიარების დრო.
თქვენი ძალა და შრომა ფულად ანაზღაურდება. გელით წარმატება ინვესტიციებში, ბიზნესში და საჯარო სფეროში.
პიკი — აპრილიდან აგვისტომდე.
საერთო გზავნილი:
ვინც მოქმედებს გულით და რწმენით — 2026 წელი მათთვის გახდება ფინანსური აღზევების წელი“, - ამბობს თაკო მელიქიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: