„საჭიროა თქვენი არაცნობიერი დავარწმუნოთ თქვენს სიმართლესა და სისწორეში, რათა მან გაათავისუფლოს ბლოკი და მოგეცეთ რეალური შედეგების მიღების საშუალება.
ანუ ჯერ იმდენად მარტივ მიზანს უმიზნებთ, რომელიც უეჭველად მიღწევადია. მაგალითად - შელოცვა იმისათვის, რომ ჩაიდანში დაყენდეს ჩაი“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ასტროლოგი, ბლოგერი svart გრიმუარი წერს და საზოგადოებას ასწავლის, თუ როგორ შეიძინონ მაგიური ძალა.
„როგორ შევიძინოთ მაგიური ძალა?
ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში რა პრაქტიკაც არ უნდა შეასრულონ, რა სიმბოლო, ფსიქოლოგიური ტექნიკა, თილისმა, ამულეტი თუ რიტუალიც არ უნდა გამოიყენონ - შედეგს მაინც ვერ ხედავენ.
პრობლემა თითქმის ყოველთვის არის გამოწვეული ამ ორი ბლოკით:
1. თქვენს არაცნობიერს არ სწამს მაგიის
2. იწყებთ ისეთი მიზნებით, რომლის დაძვრაც ჯერ არ შეგიძლიათ
მაშასადამე, იმისათვის, რომ თქვენმა პრაქტიკებმა შეიძინონ ძალა აუცილებელია, რომ დაიწყოთ ამ ბლოკების მოშორება.
ისინი ერთმანეთზე მჭიდროდ არიან გადაჯაჭვულნი, რადგან ერთი იწვევს მეორეს და მისი გათავისუფლებით მეორეც თავისუფლდება.
თქვენს არაცნობიერს არ სწამს მაგიის - ანუ მას არ სჯერა, რომ თქვენ შეიძლება აგისრულდეთ სურვილი, რომ შეიძლება მოხდეს სასწაული ან უბრალოდ მოვლენები დალაგდეს ისე, როგორც გინდოდათ. ამას ძირითადად იწვევს ის, როდესაც ჩვენი მოლოდინები ბევრჯერ არ გამართლდება, როდესაც ყოველდღიურობაში ფსიქიკა ამჩნევს არაკონსისტენტურობას ჩვენს სიტყვებს, აზრებს, ქმედებებსა და რეალობას შორის. მიუხედავად იმისა, რომ ის ჩვენივე ნაწილია, გაგიკვირდებათ და ის სულაც არ ვართ “ჩვენ” პირდაპირი გაგებით.
არაცნობიერი ხშირად აფასებს ადამიანის ქმედებებსა და ცხოვრებას ისე, თითქოს ეს ვიღაც სხვას, მესამე პირს ეხება. რამდენჯერმე თქვი, რომ ამას და ამას გააკეთებ - ეს არ გაკეთდა. ბევრჯერ დადე პირობა და დაარღვიე. ამბობ ერთს, აკეთებ მეორეს. იყო შემთხვევებიც, როდესაც რაღაც თქვი კიდეც, სწორად იმოქმედე კიდეც, მაგრამ შედეგი მაინც არ დადგა. არაცნობიერი გვიყურებს და ამბობს “ის ტყუილად ლაპარაკობს, ბოლოს მაინც არაფერს აკეთებს” ან “ხან აკეთებს და შედეგი დგება, ხანაც არ დგება…” - მარტივად რომ ვთქვათ არაცნობიერი ამჩნევს არაკონსისტენტურობას და კარგავს ჩვენს რწმენასა და იმედს.
რეალური ბლოკი არის არა ურწმუნოება მაგიისა თუ ეზოთერიკისადმი, არა! არამედ რწმენის ნაკლებობა საკუთარი თავის მიმართ - რომ შეძლებ, რომ გამოვა, რომ შესაძლებელია, რომ შენს თავს რაღაც კარგი მოხდება…
როდესაც ჩვენ ვასრულებთ რიტუალს, პრაქტიკას ან რაიმე ტექნიკას და ის ფლავდება”, ამით ისევ და ისევ ურწმუნო არაცნობიერს ვარწმუნებთ მისსავე სისწორეში, ის უყურებს, რომ რიტუალები არ მოქმედებს, შელოცვები არ იძლევა შედეგს და ამბობს “აჰა! ხომ ვამბობდი?!”.
რაშია გამოსავალი?
უნდა დაიწყოთ იმდენად პატარა მიზნებით, რომლებიც შეუძლებელია არ შესრულდეს და რომელთა გაკონტროლებაც შეგიძლიათ.
ალბათ იკითხავთ - დაიცა, თუ მე გავაკონტროლე აბა რანაირი მაგიაა ეს?
საქმეს ამაშია, რომ ჯერ საჭიროა თქვენი არაცნობიერი დავარწმუნოთ თქვენს სიმართლესა და სისწორეში, რათა მან გაათავისუფლოს ბლოკი და მოგეცეთ რეალური შედეგების მიღების საშუალება.
ანუ ჯერ იმდენად მარტივ მიზანს უმიზნებთ, რომელიც უეჭველად მიღწევადია. მაგალითად - შელოცვა იმისათვის, რომ ჩაიდანში დაყენდეს ჩაი.
და ამას უბრალოდ აკეთებთ! მიდიხართ და აყენებთ ჩაის.
მთავარია ეს აკეთოთ კონსისტენტურად, ხშირად, გამუდმებით.
არა აუცილებლად ჩაის მოზიდვის შელოცვა, ნებისმიერი რამ რაც გენდომებათ.
რატომ? - მართალია, ჩვენთვის ეს ყველაფერი სასაცილოდ აღიქმება, მაგრამ რეალურად თქვენი არაცნობიერი ხედავს შემდეგს: ამ ადამიანმა თქვა შელოცვა ჩაის დასაყენებლად და ჩაი დაყენდა. მან თქვა სეზამ გაიღე, იმ დროს როდესაც სახლში შედიოდა, და კარი გაიღო. მან გამოსახა ჰაერში ცეცხლის სიმბოლო და გაზქურაზე ცეცხლი ჭეშმარიტად აინთო. მაგია მუშაობს.
დაიწყეთ უმარტივესით, აკეთეთ ეს მანამ, სანამ არ შეძლებთ მომდევნო ეტაპზე გადასვლას.
ეს იქნება უმარტივესი მოვლენის მოზიდვა, ოღონდ ამჯერად თქვენი მოქმედების გარეშე ან მხოლოდ სანახევრო მოქმედებით.
და ბოლოს შეძლებთ გადასვლას უფრო რთულ მიზნებსა და დიდ სურვილებზეც“, - წერს ეზოტერიკოსი.

ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 სანდრო ჯიბლაძე 5 ყველაზე საშიშ, მომაკვდინებელ სპორტის სახეობას ასახელებს