ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
იგი ამჯერად მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც პლანეტა პლუტონის რეტროგრადულობიდან დირექტიულ მოძრაობაზე გადასვლაზე საუბრობს:
„14 ოქტომბერი - სვეტიცხოვლობის დღესასწაული, ასტროლოგიურადაც მნიშვნელოვანი დღე გამოდგ ა- ცაზე ერთდროულად გვაქვს აფრა და პლუტონის შებრუნება, გილოცავთ ამ ჯადოსნური განახლების დღეს!
ჩვენ მთელი ცხოვრების განმავლობაში ვიცვლებით - შინაგანადაც და გარეგნულადაც. ვივსებით ახალი აზრებით, ვკარგავთ ძველს, ვიბადებით თავიდან....
ასტროლოგიაში სწორედ პლუტონია ის ძალა, რომელიც ამ შინაგან გარდასახვებს მართავს — განახლების, გარდაქმნისა და მაგიური აღორძინების პლანეტა.
ეს ნელი, მაგრამ ძლიერად მოქმედი ენერგია ნახევარი წლის განმავლობაში პირდაპირ მოძრაობს, ხოლო მეორე ნახევარში — რეტროგრადულად.
პლუტონის შემობრუნება ნიშნავს, რომ იწყება ახალი ეტაპი, როდესაც დაგროვილი ცვლილებები ხარისხობრივ ნახტომად გადაიქცევა.
და სწორედ დღეს, 14 ოქტომბერს, პლუტონი რეტროგრადულობიდან დირექტიულ მოძრაობაზე გადადის, რაც ჩვენს ცხოვრებაში ენერგეტიკულ გარდატეხას და ჯადოსნური განახლების შესაძლებლობას ქმნის. სამყაროში იქმნება სივრცე, სადაც ძველი იშლება, რათა ახალი დაიბადოს.
მით უმეტეს, რომ დღეს ვენერაც გადადის სასწორის ნიშანში, საიდანაც ქმნის ჰარმონიულ კომბინაციას, ეგრეთ წოდებულ „იალქანს“ ურანთან, ნეპტუნთან და პლუტონთან, რომელსაც შეუძლია ზურგის ქარივით დაბერვა და ჩვენი მიზნების განხორციელებაში დახმარება.
დგება განსაკუთრებული მომენტი, როცა სიყვარული, სილამაზე და მიზნების რეალიზაცია ერთ ენერგიად ერთიანდება.
ასეთ დღეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი განწყობა, ჩვენი ემოციები. გახსოვდეთ, რომ რეალობას ძლიერი ემოციები აყალიბებენ და რომ მსგავსი იზიდავს მსგავსს:
თუ ყურადღებას გაამახვილებთ იმაზე, რაც გაკლიათ - ნაკლებობა გაიზრდება.
თუ ყურადღებას მიაქცევთ იმას, რაც გაქვთ და რაც სიხარულს განიჭებთ — სიხარული გაიზრდება.ეს დღე — ახალი გზის დასაწყისია.
მოემზადე აფრისა და პლუტონის ენერგიასთან ერთად შესასვლელად ახალ ეტაპზე - უფრო ძლიერი, მშვიდი და მადლიერი“, - წერს ხათუნა ნოელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 სანდრო ჯიბლაძე 5 ყველაზე საშიშ, მომაკვდინებელ სპორტის სახეობას ასახელებს
⭕„ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა მარტივი „ფრჩხილებისთვის“ - ანუკი არეშიძის ორიგინალური გელ-ლაქი