„21 ივლისი: ემოციური ფონი და სიფრთხილის დრო“, - აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს ასტროლოგი და ფსიქოლოგი რამაზ გიგაური გვიზიარებს.
„💡 დღის პირველი ნახევარი (მთვარე სასწორშია): მზისა და მთვარის კვადრატურის გამო, შინაგანი წინააღმდეგობები და ხასიათის ცვალებადობა მატულობს. იმატებს გაღიზიანება და შეთანხმებების მიღწევა ძნელდება. შესაძლოა გაგიჩნდეთ განცდა, რომ გარემოებები თქვენს საწინააღმდეგოდ ლაგდება. ემოციების ფონზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას და კონფლიქტებში შესვლას მოერიდეთ.
❌ 14:05-დან 16:35 საათამდე (უკურსო მთვარე): ამ პერიოდში ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვან მოლაპარაკებებსა და სერიოზულ შენაძენებს ნუ დაგეგმავთ. ეს პერიოდი დასვენებას ან უკვე დაწყებული საქმეების დასრულებას დაუთმეთ.
☝️ 16:35 საათიდან (მთვარე მორიელის ნიშანში გადადის): მთვარე პლუტონთან და იუპიტერთან ნეგატიური ასპექტებს ქმნის. საღამოს კამათის, ეჭვიანობის და ძალაუფლებისთვის ბრძოლის ალბათობა საგრძნობლად იზრდება. მოსალოდნელია დაძაბული საუბრები და მოვლენების გაზვიადება. სასურველია, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და პროვოკაციებს არ აჰყვეთ.
✅ ყურადღება: საღამოს ტრავმებისა და ავარიების რისკი მატულობს, ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ!“, - წერს რამაზ გიგაური.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც 20-26 ივლისის კვირა განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება