20-დან 26 ივლისამდე პერიოდი ზოდიაქოს სამი ნიშნისთვის შეიძლება, განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდეს. ასტროლოგების აზრით, ეს კვირა ახალ შესაძლებლობებს, შთაგონებასა და ცხოვრების ჩვეული რიტმის შეცვლის შანსს მოგიტანთ.
მათი თქმით, 22 ივლისს ლომის სეზონის დაწყება კვირის მთავარი მოვლენა გახდება. ამ ნიშანში მყოფი მზე მოქმედებისკენ სწრაფვას გააძლიერებს. ზრდისა და იღბლის სიმბოლოს, იუპიტერის გავლენა კი ნებისმიერი წამოწყებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის. გარდა ამისა, პლანეტების ჰარმონიული განლაგება ბევრს გადაწყვეტილებების მარტივად მიღებასა და მიზნებისკენ თავდაჯერებულად სვლაში დაეხმარება.
ასტროლოგები აღნიშნავენ: იღბლიანი გარემოებები თავისთავად შედეგს არ იძლევა. ამიტომ მომენტის ხელიდან გაშვება და ინიციატივის გამოჩენა აუცილებელია.
♐ მშვილდოსანი
მშვილდოსნებისთვის ეს ცვლილებებისა და პერსპექტიული შესაძლებლობების დროა. ლომის სეზონის დაწყება გაბედული გადაწყვეტილებების, ახალი პროექტების წამოწყებისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის იდეალურ პირობებს შექმნის.
ასტროლოგები მათ რისკისა და კომფორტის ზონიდან გამოსვლისკენ მოუწოდებენ. ნიშნის წარმომადგენლებს ახალი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებაში სწორედ აქტიური მოქმედება დაეხმარება.
♏ მორიელი
მორიელებს ეს კვირა წარსული შეცდომების გამოსწორებისა და ახალი ეტაპის დაწყების შანსს მისცემს. დაგროვილი გამოცდილების გამოსაყენებლად და გააზრებული გადაწყვეტილებების მისაღებად ხელსაყრელი პერიოდი დგება.
ასტროლოგების აზრით, ახლა საკუთარი სურვილების მოსმენა და წარსული მარცხის გამო ამბიციურ მიზნებზე უარის ართქმაა მნიშვნელოვანი. ახალი პერსპექტივები შეიძლება, იქ გამოჩნდეს, სადაც მათ ყველაზე ნაკლებად ელით.
♌ ლომი
ლომებისთვის ეს პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, რადგან 22 ივლისს მზე ოფიციალურად მათ ნიშანში გადადის. ასტროლოგები ამ დროს მასშტაბურ გეგმებზე მუშაობისა და ძველი იდეების განხორციელებისთვის იდეალურად მიიჩნევენ.
თუმცა, რეტროგრადული სატურნის გავლენა წინდახედული მოქმედების აუცილებლობას გვახსენებს. ლომებს ნაჩქარევი დასკვნებისგან თავის შეკავებასა და მომავალი წარმატებისთვის მყარი საფუძვლის შექმნაზე ფოკუსირებას ურჩევენ.
ასტროლოგების პროგნოზით, მიმდინარე კვირა იდეალური დრო იქნება მათთვის, ვინც ცვლილებების მოლოდინის ნაცვლად, წარმატებისკენ ნაბიჯებს თავად გადადგამს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ჩვენი ამ სოფლისადმი სიყვარული ბადებს უსიყვარულობას მოყვასისადმი...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
⭕„არახელსაყრელია პაემანი, მოგზაურობა, ქორწილი...“ - 21 ივლისის პროგნოზი ფენშუის მიხედვით
წყარო: www.beaumonde.ge