Digest Logo

🎥 „21 ივნისის მზებუდობა არის განსაკუთრებული, რასაც კი ჩაიფიქრებთ, ყველაფერი აგისრულდებათ!“ - ნინა სუსლოვას რჩევები

1781535031
ნინა სუსლოვა

დღეს, 15 ივნისს, ახალმთვარეობაა. რა განსაკუთრებულ ენერგიას ატარებს 15 ივნისის ახალმთვარეობა, ამის შესახებ გადაცემაში „დღის პოსტი“ ასტროლოგი ნინა სუსლოვა საუბრობს.

„ახალი მთვარე გვაძლევს ახალ შესაძლებლობებს და ახალ იმპულსს, რომ დავიწყოთ მოქმედება და სურვილები ჩავიფიქროთ.

ეს პერიოდი კარგია სურვილების ჩამოსაწერად, კარგი იქნება დაწეროთ რა გინდათ მოხდეს შემდეგი 1 თვის განმავლობაში. თუმცა გახსოვდეთ, არ არის კარგი ამ პერიოდში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, შენაძენების და ახალი საქმის დაწყება“, - ამბობს ასტროლოგი. 

მან ასევე ისაუბრა 21 ივნისზეც: 

„ამ დღეს ადამიანს შეუძლია, რისი სურვილიც აქვს ყველაფერი ჩაიფიქროს, ეს არის მზებუდობა ზაფხულის და მნიშვნელოვანი თარიღი. მზე პიკშია, ყველაფერი აგისრულდებათ მთავარია მიმართოთ სწორად.

გამოხატეთ მადლიერება და აკეთეთ სიკეთე.

აუცილებლად ჩაიფიქრეთ სურვილები აწმყო დროში, სამყარო გისმენთ. ასევე, კარგი იქნება დაანთოთ სანთელი - წითელი, ოქროსფერი, ნარინჯისფერი და ყვითელი და ჩაიფიქროთ სურვილი“, - გვირჩევს ასტროლოგი.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო: 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „2 ცნობილი და წარმატებული ქართველი სპორტსმენის გარდაცვალებას გავიგებთ“ - გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება

⭕ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

⭕ფინანსური წარმატება, მოულოდნელი შეხვედრები და ახალი შესაძლებლობები - როგორი იქნება 15-21 ივნისის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის