Digest Logo

🎥 „21 ივნისს მზე ტყუპებს დატოვებს, დადგება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ენერგეტიკული მომენტი“ - რას ვაკეთებთ ზაფხულის ბუნიობის პერიოდში?

1781706320
 ანა ჯალაღონია

21 ივნისს მზე ტყუპებს დატოვებს და კირჩხიბის ნიშანში გადავა. წინ ზაფხულის ბუნიობა, ანუ ყველაზე გრძელი დღე და ძლიერი ენერგეტიკული მომენტი გველოდება. 

რას ვაკეთებთ ზაფხულის ბუნიობის პერიოდში? - აღნიშნულ თემაზე სოციალურ ქსელში ასტროლოგი ანა ჯალაღონია საუბრობს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს:

„✨20 ივნისს ქირონი გადადის კუროს ნიშანში, რაც გვიბიძგებს დავფიქრდეთ საკუთარ ფასეულობებზე, ფინანსურ სტაბილურობასა და შინაგან უსაფრთხოებაზე.

ვისაც რუკაში ქირონის მობრუნება გაქვთ, რომელიც დაახლოებით 50-51 წლის ასაკში ხდება და გვაიძულებს, დავუბრუნდეთ იმ თემებს, რომლებიც წლების განმავლობაში გვტკიოდა ან დაუმთავრებელი გვქონდა.

☀️ 21 ივნისს მზე ტოვებს ტყუპების ნიშანს და გადადის კირჩხიბში — დგება ზაფხულის ბუნიობა. წლის ყველაზე გრძელი დღე და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ენერგეტიკული მომენტი.

ბუნიობა არის სინათლის, განახლებისა და ახალი ცხოვრებისეული ეტაპის სიმბოლო.

რას ვაკეთებთ ზაფხულის ბუნიობის პერიოდში?

✨ ჩამოწერეთ თქვენი სურვილები აწმყო დროში: მე ვიზიდავ სიყვარულს და ჰარმონიას. ჩემს ცხოვრებაში შემოდის სიუხვე და კეთილდღეობა. მე ვიღებ სწორ გადაწყვეტილებებს. მე ვარ ბედნიერი, მშვიდი და თავდაჯერებული.

✨ მადლობა გადაუხადეთ საკუთარ თავსა და სამყაროს.

✨ გაატარეთ დრო ბუნებაში ან მზის შუქზე.

✨ გაუშვით ძველი წყენა და ადგილი დაუთმეთ ახალ შესაძლებლობებს“, - წერს ანნა ჯალაღონია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„გვიანი სურათები ჩემი ბრჭყვიალა დაბადების დღიდან✨“ - ეკო ფანგანი

„ჩემი ტყუპები 22 წლის გახდნენ...“ - მაიკო კაჭკაჭიშვილი და ლევან ლაზარიშვილი შვილების იუბილეს ზეიმობენ

🎥 როგორი მული იქნება და რა ურთიერთობა აქვს სოფო ბედიას ძმის ყოფილ შეყვარებულებთან - „ვეცდები არ გააბრაზოს“