მომღერალი სოფო ბედია გადაცემის „ამბავი“ სტუმარი იყო, სადაც ძმის, ბორის ბედიას ყოფილ შეყვარებულებთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
გარდა ამისა, მან ისიც განმარტა, როგორი მული იქნება რძლისთვის:
„ძალიან ბევრი ჰყავდა ისეთი გოგო, რომელთანაც დღემდე მაქვს ურთიერთობა და სხვათა შორის არაჩვეულებრივი ურთიერთობები მაქვს.
ვფიქრობ, თავმაღლურად არ გამომივა რომ ვთქვა, ვიქნები ძალიან კარგი მული! ძალიან მეგობრული და უფრო მეტად მის მხარეს დავიჭერ, ქალური სოლიდარობის ამბავში.
ვეცდები, ჩემ ძმამ არ გააბრაზოს. მართლა კარგი მული ვიქნები, ასე მგონია.
მთავარია შემხვედრიც კარგი შეხვდეს, ყველაფერი ორმხრივია“, - ამბობს სოფო ბედია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ენერგეტიკულად არასტაბილური დღეები ივნისში: როდის უნდა შევანელოთ ტემპი