მუსიკოსი მაიკო კაჭკაჭიშვილს წლების მატება არ აშინებს. ამბობს, რომ ამ ასაკში მეტად დადინჯებული, მშვიდი და გაწონასწორებულია და უფრო გააზრებულად მოქმედებს. მის ცხოვრებაში, ნათელ ფერებთან ერთად, მუქი ფერებიც იყო, თუმცა დღეს ჰარმონიული ეტაპი დაუდგა და ბედნიერია.
მისი შვილები, ტყუპები დღეს, 17 ივნისს დაბადების დღეს აღნიშნავენ. ისინი 22 წლის გახდნენ:
„დღეს ჩემი ტყუპები 22 წლის გახდნენ ❤️💥“, - წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.
„დღეს დათუნა ლაზარიშვილი და ზუკა ლაზარიშვილი 22 წლის. გილოცავთ“, - წერს ლევან ლაზარიშვილი.
ცნობისთვის, კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი და მომღერალი ლევან ლაზარიშვილი წლების წინ დაქორწინდნენ. ცნობილ წყვილს თანაცხოვრებიდან ორი საერთო შვილი - ტყუპი ბიჭები ჰყავს. მიუხედავად დაშორებისა, ისინი შვილების ერთობლივ აღზრდასა და მეგობრული კავშირის შენარჩუნებას ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობდნენ.
ასევე დაგაინტერესებთ: