Digest Logo

„21 ივნისს მზებუდობაა, როგორ ჩავუთქვათ სურვილები რომ სწრაფად აგვიხდეს?“ - მიხეილ ცაგარელის „ოქროს წესი“

1781886353
მიხეილ ცაგარელი

ზაფხულის მზებუდობა ახლოვდება. ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის განცხადებით, 21 ივნისი წელიწადში იმ 4 უმნიშვნელოვანეს დღეთაგანია, როდესაც სამყაროში განსაკუთრებული ენერგეტიკული, ე.წ. ზეციური პორტალი იხსნება. სწორედ ამიტომ, ამ დღის სწორად გატარებას ჩვენს ცხოვრებაზე უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია.

ასტროლოგი მოსახლეობას ურჩევს, ამ დღეს განსაკუთრებული პოზიტივით შეხვდნენ და სურვილების ასრულების სპეციალური პრაქტიკა გამოიყენონ.

„4 დღე გვაქვს წელიწადში, როდესაც ზეციური პორტალი იხსნება - ასეთია 21 ივნისი. კვირა. ეს არის მზებუდობის დღე. ამ დღეს აუცილებლად უნდა შევხვდეთ პოზიტიური განწყობით. 21 ივნისს დაწერეთ თქვენი სურვილები, რომელთა შემდგომი განვითარება და მოქმედება 21 სექტემბრამდე გაგრძელდება. ოღონდ აქ მნიშვნელოვანია წესი: სურვილები უნდა ჩაწეროთ აწმყო დროში, მაგალითად: „მე მაქვს მანქანა“, „მე მაქვს სახლი“ და ა.შ. ეს ჩანაწერები დღეში რამდენჯერმე გადაიკითხეთ“, - აღნიშნავს მიხეილ ცაგარელი.

გარდა ამისა, ამ პერიოდში მზე კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში შედის, რაც თითოეული ადამიანის შინაგან მდგომარეობაზე აისახება. ასტროლოგის განმარტებით, კირჩხიბის პერიოდი წინ წამოწევს ისეთ თემებს, როგორიცაა:

✅ ემოციურობის მატება და ინტუიციის საგრძნობლად გაძლიერება;
✅ ოჯახური და სანათესავო კავშირების წინ წამოწევა;
✅ სამშობლოს სიყვარული, ტრადიციებში ჩაღრმავება და მათი გაძლიერება.

„გამოიყენეთ მზებუდობის უძლიერესი ენერგია, მოიშორეთ ნეგატიური ფიქრები და მიეცით თქვენს მიზნებს რეალიზების შანსი“,- დასძენს ცაგარელი.

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის პროგნოზს, ნახეთ ვიდეო:

ასევე დაგაინტერესებთ:

112 მოსახლეობას აფრთხილებს! - რა წერია შეტყობინებაში, რომელიც მოქალაქეებმა მიიღეს?

„მე ავირჩიე ხელოვნება...“ - ნეკა დოროყაშვილის ცეცხლოვანი ფოტოები

„ჩემი გული“ - ნანკა გვარიშვილი ქმართან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს