Digest Logo

22 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

1750539552
22 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

ვერძი

ამ დღეებში სჯობს, გრძელვადიანი გეგმების შედგენისგან თავი შეიკავოთ, რადგან აჩქარების გამო შეიძლება სასურველ შედეგს ვერ მიაღწოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ნებისმიერ საქმეს პასუხისმგებლობით მოეკიდოთ. მალე თავადვე დარწმუნდებით, რომ ერთი შეხედვით უმნიშვნელო შეცდომამაც კი შეიძლება დიდი უსიამოვნება გამოიწვიოს. სხვა მხრივ, ეს საკმაოდ მშვიდი პერიოდია.

კურო

ყურადღების ცენტრში ყოფნა ნუ შეგაშინებთ. არ მოგერიდოთ, აჩვენოთ გარშემომყოფებს თქვენი შესაძლებლობები და ნიჭი. შესაძლოა, ვიღაცამ შეგამჩნიოთ და საქმიანობის სფეროს შეცვლა შემოგთავაზოთ. გირჩევთ გადაწყვეტილების მიღებამდე სიტუაცია ყურადღებით შეისწავლოთ. ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობა ახალ იდეებს შთაგაგონებთ.

ტყუპები

ბოლო დროს გადატანილმა სტრესმა შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს. ამის თავიდან ასაცილებლად გირჩევთ, საკუთარ ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე იზრუნოთ. ეცადეთ, გამონახოთ დრო დასვენებისა და მედიტაციისთვის. ნუ მიაქცევთ ყურადღებას ადამიანებს, რომლებიც უსარგებლო საუბრებით გაცდენენ. ყველაფერს ეცადეთ, რომ შინაგანი სიმშვიდე და სულიერი ჰარმონია მოიპოვოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს სხვის დავებში მონაწილეობას უნდა მოერიდოთ. ბუნებით კეთილი ადამიანი ხართ და ხშირად სხვების პრობლემების გადაჭრას ცდილობთ, რაც თქვენს ნერვულ სისტემაზე და მთლიანად ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. იზრუნეთ იმაზე, რომ დასვენებას და პოზიტიურად განწყობილ ადამიანებთან ურთიერთობას მეტი დრო დაუთმოთ.

ლომი

ლომებისთვის ყველაზე რთული მარცხის აღიარებაა, თუმცა ამჟამად გარემოება კომპრომისზე წასვლას მოითხოვს. ამით ერთდროულად რამდენიმე პრობლემას გადაჭრით და სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან საქმეებს მიხედავთ. სამომავლო გეგმების წარმატებით განხორციელებისთვის ეცადეთ, ახალი კონტაქტები დაამყაროთ.

ქალწული

ეს დღე მნიშვნელოვანი ცვლილებებით დაგამახსოვრდებათ. ნუ მოერიდებით სიახლის შემოტანას და საკუთარი აზრის დაცვას. თქვენი ცხოვრება უნდა მოაწყოთ ისე, რომ მან სიხარული და შვება მოგანიჭოთ. გაითვალისწინეთ, რომ საქმე, რომლის დაწყებასაც გეგმავთ, მაქსიმალურ სიმშვიდეს მოითხოვს. სასჯელს მიიღებთ თუ ჯილდოს, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.

სასწორი

საკუთარი შეცდომების გაცნობიერების დროა. ცხოვრების ამ ეტაპს სიხარულით უნდა შეხვდეთ, რადგან აქედან თქვენი პიროვნული ზრდა დაიწყება. მომავალში ამ პერიოდს ღიმილითა და მადლიერებით გაიხსენებთ. ახლობლებთან ურთიერთობაში ეცადეთ გულწრფელობა გამოიჩინოთ. ადრე თუ გვიან თქვენი ტყუილი გამჟღავნდება და შეიძლება დიდი პრობლემები შეგექმნათ.

მორიელი

ნუ იქნებით ზედმეტად თავდაჯერებული, თორემ შეიძლება ფინანსურად დაზარალდეთ. ამ დღეს ინტუიცია გიჩვენებთ, სხვადასხვა სიტუაციაში როგორ მოიქცეთ. გირჩევთ, დაფიქრდეთ იმაზე, როგორი იქნება თქვენი ცხოვრება პენსიაზე გასვლის შემდეგ. დროა ამ პერიოდისთვის ფინანსური ბაზის შექმნა დაიწყოთ. იფიქრეთ იმაზე, რა საინტერესო საქმის გაკეთება გსურთ მომავალში.

მშვილდოსანი

ამ დღეს მშვილდოსნებს შეიძლება წინასწარმეტყველური სიზმრები ჰქონდეთ. ყურადღებით იყავით, შესაძლოა, ვარსკვლავებისგან მნიშვნელოვანი მინიშნება მიიღოთ. დილიდან ყურადღების მოკრება გიჭირთ, ამიტომ მოერიდეთ ისეთი საქმის დაწყებას, რომელიც სიზუსტეს და წვრილმანების მიმართ ყურადღებას მოითხოვს. დატვირთული დღის შემდეგ საღამოს მოდუნებას შეძლებთ.

განაგრძეთ კითხვა 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 The winner takes it all - ბარბარა სამხარაძის შესრულება და აღფრთოვანებული მსმენელი

🎥 ღორის თირკმელი გადაუნერგეს ადამიანს, რომელმაც 120 დღე იცხოვრა - რა ვიდეოს აქვეყნებს კოტე თოდუა?

⭕შორენა ბეგაშვილი თბილისში საკუთარი სახლის აუზში პოზირებს - „პრინცესა გოგო ხარ“