რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
თუ ლამაზ რომანზე ოცნებობთ, ინიციატივა თავად ახლავე უნდა გამოიჩინოთ. დახვეწეთ თქვენი იმიჯი და იზრუნეთ ინტელექტუალურ განვითარებაზე — ასეთ შემთხვევაში მარტო ნამდვილად არ დარჩებით. მოსალოდნელია ახალი ამბავი, რომელიც თქვენს საქმეებზე დადებითად იმოქმედებს. სრულიად შესაძლებელია, რომ ახალი, იმედის მომცემი გეგმები რეალობად იქცეს.
ყურადღების მნიშვნელოვან საკითხებზე გამახვილება გიჭირთ, რადგან გარშემომყოფები მუდმივად ყურადღებას გიფანტავენ. შეხვედრები და სამუშაო თათბირები შედეგიანი აღმოჩნდება და მოგებას მოგიტანთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ საქმიან ქაღალდებზე ხელმოწერის ან საბუთებზე მუშაობისას.
რაც შეიძლება მეტი იმოძრავეთ და ყოველი დილა ვარჯიშით დაიწყეთ — ეს ფორმის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
კურო
სავარაუდოდ, ახალი ნაცნობობა სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზრდება, თუმცა, ვარსკვლავები განიშნებენ, რომ ეს კავშირი დიდხანს არ გაგრძელდება. ახლობელ ადამიანთან ნებისმიერი კამათი სახიფათოა, რადგან შესაძლოა, ის ხანგრძლივ კონფლიქტში გადაიზარდოს.
კარიერული წარმატება თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება და უფრო ენერგიული მოქმედებისკენ გიბიძგებთ. ყველა საქმეში გონებასა და შინაგან ხმას დაეყრდენით. მალე მოგებიანი დამატებითი შემოსავლის წყარო გამოჩნდება, თუმცა ავანტიურისტული გარიგებების, მაქინაციებისა და სპეკულაციებისგან თავი უნდა შეიკავოთ. თქვენს ჯანმრთელობასა და განწყობას უახლოეს მომავალში საფრთხე არ ემუქრება.
ტყუპები
განშორებას, რომელიც უახლოეს მომავალში გელით, გულთან ახლოს ნუ მიიტანთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ეს ახლად დაწყებული ურთიერთობის გაწყვეტას ეხება. ს
აყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება დიდ დროს და ენერგიას წაგართმევთ. ნუ ეცდებით, ყველა საქმეს ერთდროულად შეეჭიდოთ - უმჯობესია, თავიდან ყველაზე სერიოზული დავალებები შეასრულოთ. არახელსაყრელი დღეა ახალი კავშირებისა და აქტიური ურთიერთობებისთვის — გირჩევთ, რუტინული სამუშაოთი დაკავდეთ.
დღის მეორე ნახევარში კარგი ამბავი ან მოგებიანი შემოთავაზება გელით, რომელიც სერიოზულ სარგებელს მოგიტანთ. საღამო სახლში გაატარეთ. მოვლენები შესაძლოა განსხვავებული სცენარით განვითარდეს, ვიდრე დაგეგმილი გქონდათ.
დღეს ტრავმის მიღების ალბათობა არსებობს, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, უფრო ფრთხილი და წინდახედული იყოთ.
კირჩხიბი
სიყვარულში წარმატების მისაღწევად შინაგანი წონასწორობის შენარჩუნება გჭირდებათ. ეცადეთ, თქვენსა და ნეგატიურად განწყობილ ადამიანებს შორის „დამცავი კედელი“ აღმართოთ. აზრთა სხვადასხვაობის თავიდან აცილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ ოპონენტის არგუმენტების მოსმენას ისწავლით. მეორე მხრივ, მუდმივად დათმობაზე წასვლაც არ შეიძლება.
გრძნობთ, რომ სამუშაო რუტინად იქცა და დადებით ემოციებს აღარ განიჭებთ. აიღეთ შვებულება, ერთი-ორი კვირა დაისვენეთ და სამყარო ისევ ფერადი გახდება! ფინანსური კეთილდღეობის დევნაში ახლობლები არ დაივიწყოთ - ადამიანები, რომლებსაც უყვარხართ, თქვენს ცხოვრებაში მთავარ ადგილს უნდა იკავებდნენ. თუ ამ დღეს თავს დათრგუნულად იგრძნობთ, ნუ ინერვიულებთ — ეს მხოლოდ სატურნის ნეგატიური გავლენაა, რომელიც მალე გაივლის.
კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე: https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/24-tebervlis-astrologiuri-prognozi-5405
ასევე დაგაინტერესებთ: