Digest Logo

25 იანვარს „მგლის სავსემთვარეობაა“ - რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ სირთულეები თავიდან აირიდოთ

1706076064
მგლის სავსემთვარეობა

2024 წლის 25 იანვარს ლომის ნიშანში ამ წლის პირველი სავსე მთვარეა. ეს არის პერიოდი, როდესაც მზე და მთვარე ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით იქნებიან და როგორც ასტროლოგები ამბობენ, გავლენას თითოეული ადამიანი იგრძნობს.

იანვრის სავსე მთვარეს „მგლის მთვარესაც“ უწოდებენ და ეს დღე განსაკუთრებული ემოციურობით ხასიათდება. ტერმინი „მგლის სავსემთვარეობა“ ინდიელთა ტომებიდან მომდინარეობს. როგორც წესი, ისინი თითოეულ სავსემთვარეობას კონკრეტული მახასიათებლების მიხედვით ურჩევდნენ სახელს. იანვრის პირველ სავსე მთვარეს „მგლის“ უწოდეს იმის გამო, რომ ეს ცხოველები განსაკუთრებით სწორედ აღნიშნულ დღეს აქტიურდებოდნენ და სანადიროდ გადიოდნენ. სავსემთვარეობის დღეს ადამიანების რეაქცია ნებისმიერ გარემო ფაქტორზე გაძლიერებულია. კომუნიკაცია გართულებულია. შესაძლოა, თქვენი ნათქვამი სულ სხვა შინაარსით აღიქვან და ამან კონფლიქტი გამოიწვიოს. ასევე, დიდი შანსია, რომ მცირე კამათიც კი დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ამიტომ, ეს ფაქტორი გაითვალისწინეთ.

სავსე მთვარე ბევრ საიდუმლოებას ფარდას ახდის. ამიტომაც, ნუ გაგიკვირდებათ, თუ ამ დღეს მნიშვნელოვან ინფორმაციას გაიგებთ, ან კიდევ ინტრიგებისა და თქვენ შესახებ გავრცელებული არასწორი ინფორმაციის შესახებ აღმოაჩენთ ამბებს. გარდა ამისა, გამომდინარე იქიდან, რომ კომუნიკაცია გართულებულია და ემოციური ფონი განსაკუთრებით გაზრდილი, არ არის გამორიცხული, თქვენთვის ახლობელმა, პატივსაცემმა ადამიანმა თავი ახალი, სულ სხვა კუთხით გამოიჩინოს და მასში ის თვისებები აღმოაჩინოთ, რომლებიც აქამდე არ გინახავთ.

25 იანვრის სავსე მთვარის მმართველი მზეა, ამიტომაც საკუთარ ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციეთ და სახიფათო ნიშნებს ნუ უგულებელყოფთ.

სავსე მთვარე არის დრო, როდესაც კარგი შესაძლებლობა გვაქვს, რომ უკვე დაწყებული საქმეები საბოლოოდ დავასრულოთ და ჩვენი შრომის პირველადი შედეგები ვიხილოთ. ლომი ცეცხლის ნიშანია, ამიტომაც სავსე მთვარის შედეგად მომატებულ ემოციურ ფონს კიდევ უფრო მეტ იმპულსურობასა და ენერგიას მატებს.

ასტროლოგები გირჩევენ, რომ სავსე მთვარისა და მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ იმას, თუ რას და როგორ ამბობთ. თქვენმა სიტყვებმა შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვან გზაზე დაგაყენოთ - ან შეძლებთ, რომ საკუთარი უნარები, ცოდნა, გამოცდილება, პოტენციალი ყველაზე კარგი კუთხით წარმოაჩინოთ და სხვა ადამიანებიც დააინტერესოთ, ან კიდევ, არასწორი კომუნიკაციის შედეგად, შესაძლოა, დაწინაურებისა და განვითარების შანსი დაკარგოთ. ამიტომ, ყურადღებით იყავით.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება სავსე მთვარის დროს?

თუკი შვილები გყავთ, შეეცადეთ, დრო მათთან ერთად გაატაროთ, ერთად სადმე წახვიდეთ, გაერთოთ და მხიარული თავგადასავალი მოიწყოთ. ნუ დაგავიწყდებათ თქვენი შინაგანი ბავშვიც. 25 იანვრის სავსე მთვარის დროს ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იქნება, თუ თქვენს შინაგან ბავშვს ბავშვობის დროინდელ ოცნებას აუსრულებთ და იმას მიანიჭებთ უპირატესობას, რაზედაც ადრე ოცნებობდით.

სავსე მთვარე, რომელიც ლომის ნიშანში იქნება, შემოქმედებითი საქმიანობისკენ გიბიძგებთ. შეეცადეთ, საყვარელი აქტივობით დაკავდეთ, დღე მხიარულად გაატაროთ და განიტვირთოთ

გარდა ამისა, 25 იანვარი ახალი საქმეების დასაგეგმად შესანიშნავი პერიოდია - ლომი, რომელსაც საკუთარი თავის პრეზენტაციის შესანიშნავი უნარი აქვს და მტკიცე ბუნებით ხასიათდება, დაგეხმარებათ, რომ თამამი და თავდაჯერებული ნაბიჯები გადადგათ, რაც სამომავლოდაც ძალიან დიდ წარმატებას მოგიტანთ.

რისი გაკეთება არ არის ამ დღეს რეკომენდებული?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, შეგიძლიათ, ახალი პროექტები დაგეგმოთ, თუმცა აღნიშნულ დღეს განხორციელებას ნუ დაიწყებთ.

ასევე, არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი და რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება. იქიდან გამომდინარე, რომ ემოციური ფონი განსაკუთრებით გაზრდილია და კომუნიკაციაც გართულებულია, შესაძლოა, არასწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ.

თავი შეიკავეთ იმპულსური შესყიდვებისაგან. შესაძლოა, იყიდოთ ისეთი რაღაცები, რაც სინამდვილეში არ გჭირდებათ.

ვინ იგრძნობს ყველაზე მეტად 25 იანვრის სავსე მთვარის გავლენას?

25 იანვრის სავსე მთვარის გავლენას ყველაზე მეტად ლომის, მერწყულის, კუროსა და მორიელის ნიშნები იგრძნობენ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ემოციური დაძაბულობა შესაძლოა, კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდეს. ამიტომაც, შეეცადეთ, განიტვირთოთ, დრო მშვიდად გაატაროთ და კამათში არ ჩაერთოთ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„რით შეივსება ეს დანაკლისი, არ მაქვს პასუხი...“- ნინო ზამბახიძე ტრაგიკულად დაღუპულ მეწარმეებზე

⭕რა განსხვავებაა იპოთეკის ხელშეკრულებებსა და ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით გაფორმებულ ხელშეკრულებებს შორის? - ადვოკატ მარიკა არევაძის განმარტება

⭕ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა, საჰაერო მილში ჩავარდნილი კატა გადაარჩინეს

წყარო: www.beaumonde.ge