🔮 ილუზიური დროიდან რეალურ კოსმიურ რიტმზე გადასვლა 🌌
ყოველწლიურად 25 და 26 ივლისს დროის სპირალს ჩვენი პლანეტა არსებობის სრულიად ახალ დონეზე გაჰყავს. ამ დიდებულ მომენტში დედამიწა, მზე და გალაქტიკა ახდენენ თავიანთი ენერგიებისა და სიცოცხლის მრავალფეროვანი გამოვლინების სინქრონიზაციას.
🔥 25 ივლისი „დღე დროის გარეშე“ (t(e)=art) ეს არის გალაქტიკური პაუზა, სადაც ძველი დროის ენერგოინფორმაციული ნაკადები იცვლება ახლით. ხდება ძველი პერიოდის პროგრამების განულება და იქმნება ენერგოინფორმაციული ვაკუუმი, სტარტის წერტილი მომავლის პოტენციური ფორმირებისთვის.
🔥 26 ივლისი, კოსმიური ახალი წელი და ლომთა კარიბჭის გახსნა იღება ახალი პორტალები და იწყება ახალი პლანეტარული წელი. 26 ივლისიდან 12 აგვისტომდე ჩვენს პლანეტას დაფარავს მძლავრი ენერგიების ახალი ტალღა (რომლის პიკიც 8 აგვისტოსაა). ამ დღეებში დილის 5-6 საათზე ცის კაბადონზე შეგვიძლია ვიხილოთ ორი მზე: ოქროსფერი (ჩვენი მზე) და ლურჯი ნათების (სირიუსი).
ეს არის უნიკალური პერიოდი ბედ-იღბლის კორექციისთვის, ცნობიერების ტრანსფორმაციისა და საკუთარი რეალობის ხელახლა დასაწერად.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რა არის რეკომენდებული და რისგან ჯობს თავის შეკავება? - თაკო მელიქიშვილი 23 ივლისის ენერგიებზე
🎥 „სიყვარული...“ - რატი გაჩეჩილაძის და კარინა ლისენკოს ოჯახური კადრები