Digest Logo

რას ნიშნავს ესკაპიზმი: დასვენება თუ რეალობისგან გაქცევა? - ფსიქოლოგი მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

1784797634
ესკაპიზმი ესკაპიზმი

ესკაპიზმი ადამიანის ტენდენციაა, დროებით ან მუდმივად განერიდოს რთულ ემოციებს, სტრესს, შფოთვას, ტკივილს ან პასუხისმგებლობას, ისეთი აქტივობების საშუალებით, რომლებიც რეალობაზე ფიქრს ამცირებს.

ეს შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა ფორმით:

📱 სოციალური ქსელები – როცა ინსტაგრამზე, TikTok-ზე ან Facebook-ზე „რამდენიმე წუთით“ შევდივართ, მაგრამ აღმოჩნდება, რომ საათები გავიდა. ამ დროს ხშირად ვცდილობთ თავი ავარიდოთ იმ განცდებს, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში გვაქვს.

🎬 სერიალები და ფილმები – ერთი სერიის შემდეგ მეორე, მესამე და მთელი სეზონის ყურება. ესეთი ტენდენცია მხოლოდ გართობა აღარ არის და რეალობის დროებით ჩანაცვლების სურვილია გამოგონილი სამყაროთი.

🎮 ვიდეოთამაშები – თამაშებში საათობით ჩაძირვა შეიძლება იქცეს ადგილად, სადაც ადამიანი გრძნობს ძალაუფლებას, წარმატებასა და კონტროლს, რომელსაც რეალურ ცხოვრებაში ვერ განიცდის.

📚 წიგნების სამყაროში გადაჭარბებული ჩაძრომა– კითხვა ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ჩვევაა, მაგრამ თუ ადამიანი მუდმივად ლიტერატურულ სამყაროში ცხოვრობს მხოლოდ იმისთვის, რომ საკუთარ რეალობას გაექცეს, ესეც შეიძლება ესკაპიზმის ფორმა გახდეს.

💭 ფანტაზიებში ცხოვრება – მომავლის იდეალიზება, წარმოსახვითი დიალოგები, გამუდმებული ოცნება და სცენარების შექმნა ისე, რომ რეალურ ცხოვრებაში ქმედებები სულ უფრო მცირდება.

🛍️ კომპულსიური შოპინგი – ზოგჯერ ადამიანი ნივთებს სჭიროებისთვის არ ყიდულობს. ყიდვის პროცესი რამდენიმე წუთით ამცირებს შფოთვას, მარტოობის განცდას, მოწყენილობას და შინაგან სიცარიელეს. თუმცა ეს შვება, როგორც წესი, ხანმოკლეა და მალე კვლავ ჩნდება იგივე ემოციები, რასაც ხშირად სინანული და ფინანსური პრობლემებიც ემატება.

✈️ მოგზაურობა – მოგზაურობა თავისთავად შესანიშნავი გამოცდილებაა, მაგრამ ზოგჯერ ის რეალობისგან გაქცევის საშუალებაა. ადამიანი მუდმივად გეგმავს შემდეგ მოგზაურობას, რადგან საკუთარ ყოველდღიურობასთან დარჩენა უჭირს. დროებით თითქოს ყველაფერი უკეთესია, მაგრამ დაბრუნების შემდეგ იგივე პრობლემები ისევ იქ ხვდება, სადაც დატოვა.

🍷 ალკოჰოლი ან სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებები – როდესაც ადამიანისთვის მიზანი არა სიამოვნების მიღება, არამედ შინაგანი ტკივილის, შფოთვის ან მძიმე ემოციების დროებით „გათიშვა“ ხდება.

❗მეგობრებო, ესკაპიზმი ყოველთვის ცუდი არ არის. ფილმის ყურება, წიგნის კითხვა, მოგზაურობა, თამაში ან შოპინგი შეიძლება იყოს სრულიად ნორმალური დასვენების ფორმა.

ჩვენს ფსიქიკას ზოგჯერ ნამდვილად სჭირდება მცირე პაუზა. პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც ეს აქტივობები აღარ გვასვენებს, არამედ გვაშორებს რეალობას და პრობლემების გადაჭრის ნაცვლად მათგან თავის არიდების საშუალებად იქცევა.

დაფიქრდით:

• ხშირად გადაგიდიათ, პრობლემების მოგვარება, ან თუნდაც მეცადინეობა და უბრალოდ გისქროლიათ?

• საათობით გიყურებიათ სერიალებისთვის მხოლოდ იმიტომ, რომ არაფერზე იფიქროთ?

• თამაშში უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში?

• ყიდვის შემდეგ რამდენიმე წუთით თავს უკეთ გრძნობთ, მაგრამ მალე ეს განცდა ქრება?

• მუდმივად გაქვთ სურვილი, სადმე გაემგზავროთ, რადგან ყოველდღიურობას ვეღარ იტანთ?

• გიჭირთ საკუთარ ფიქრებთან და ემოციებთან მარტო დარჩენა?

თუ ამ კითხვებზე დადებითად პასუხობთ, შესაძლოა საქმე უბრალოდ დასვენებასთან აღარ გვქვთ.

🧠ესკაპიზმის უკან ხშირად დგას:

✔️ ქრონიკული სტრესი;

✔️ შფოთვა;

✔️ დეპრესიული განცდები;

✔️ გადაუმუშავებელი ტრავმა;

✔️ ემოციების რეგულაციის სირთულე;

✔️ შინაგანი სიცარიელის განცდა;

✔️ პასუხისმგებლობისა და რთული გადაწყვეტილებებისგან თავის არიდება.

რეალური გამოსავალი რეალობისგან გაქცევის ნაცვლად, მასთან უფრო ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბებაა. პრობლემები, რომლებსაც თვალს ვარიდებთ, იშვიათად ქრება თავისთავად.

💬 ესკაპიზმი არ ნიშნავს, რომ ადამიანი სუსტია ის უბრალოდ ნიშანია, რომ თქვენი ფსიქიკა გადაღლილია და ცდილობს სტრესისგან თავი დაიცვას. ასეთ დროს მნიშვნელოვანია ვისწავლოთ ემოციებთან მარტო დარჩენა, მათ გააზრება და არა მათგან მუდმივ გაქცევა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „სიყვარული...“ - რატი გაჩეჩილაძის და კარინა ლისენკოს ოჯახური კადრები

„შესაძლოა, გაჩნდეს მცირე უნდობლობა, ეჭვიანობა ან პარტნიორის გაკონტროლების მცდელობა“ - 23ივლისის ტაროლოგიური პროგნოზი

„ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა, 1-ელ აგვისტოს 18 წლის გახდებოდა…“ - რას წერს მასწავლებელი თბილისში მოკლულ ბიჭზე