Digest Logo

„25 ივლისს დაწერეთ თქვენი შიშები და იმავე დღეს დაწვით“ – ასტროლოგის რჩევები ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ფინანსური კეთილდღეობის მოსაზიდად

1784890510
ქეთი ოდიშელი

„25, 26, 29 ივლისს მეტი ყურადღებით უნდა შევხვდეთ. ამ დღეებში შესაძლოა შეიქმნას პრობლემები კომუნიკაციაში, მატულობს ტრავმების და ავარიების ალბათობა“, - უფრო დეტალურად ამ თარიღების შესახებ ასტროლოგი ქეთი ოდიშელი გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საუბრობს და საჭირო ინფორმაციას გვიზიარებს.  

ზემოთ აღნიშნული რიცხვები ფინანსური კეთილდღეობისთვის საუკეთესო პერიოდია განსაკუთრებით ოთხი ზოდიაქოს ნიშნისთვის, ეს გახლავთ: კირჩხიბი, თხის რქა, ლომი და მერწყული. 

„დღეს ერთ-ერთი რთული დღეა. ცუდი არა, რთული დღეა, ასევე ხვალ და 29 რიცხვიც მინდა გამოვყო. დღეს მერკური ჩერდება, ეს დაპაუზება გვიქადის ისეთ ხარვეზებს, რომელიც განვითარდა თუნდაც ახლა, უფრო მეტად გამოხატულია ხოლმე ვიდრე რეტროგრადულობის დროს, ეს ერთი დღე არის როდესაც აი დრო საერთოდ გაჩერებულ მდგომარეობაშია. ადამიანებშიც ძალიან გამოიხატება ეს ყველაფერი, მატულობს ავარიების შემთხვევები, ასევე არ არის კარგი მნიშვნელოვანი საქმეების და ოპერაციების გაკეთება, გამოიჩინეთ მეტი ყურადღება, ეს მდგომარეობა დღეს არის და ხვალ, ანუ 25 ივლისს დასრულდება“, - ამბობს ასტროლოგი. 

მან ასევე გადაცემაში ისაუბრა ივლისის სავსემთვარეობაზე: 

„29-ში გვაქვს სავსემთვარეობა, მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში. ასეთი პერიოდი 12 წელიწადში ერთხელ კი არა, შეიძლება საუკუნეში ერთხელ იყოს. იმიტომ რომ სავსემთვარეობა კონკრეტულად მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში გვაქვს და აქ თან კულმინაცია არის მნიშვნელოვანი, რადგან მზე და იუპიტერი ერთმანეთს უერთდება ზუსტად ლომის ზოდიაქოს ნიშანში.

25-ში აიღეთ ფურცელი და საწერ-კალამი, ჩამოწერეთ ყველა შიში და გაუსწორეთ თქვენ შიშებს თვალი. მაგ: „მეშინია ფინანსური ვალდებულებების ტვირთის“. დაწერეთ ყველაფერი, სამყარო გისმენთ. ეს ფურცელი კი იმ დღესვე დაწვით“, - გვირჩევს ქეთი ოდიშელი. 

მან ასევე ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს გაუზიარა რჩევები ფინანსური კეთილდღეობის მოსაზიდად - ვრცლად, ნახეთ ვიდეო: 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „5 წელი, დღე და ღამე ვთამაშობდი კაზინოში და მოვიწამლე ამ სენით“ - რას ჰყვება თეა დარჩია

🎥 „ეს სიყვარულის ცრემლებია“ - თიკა, სალომე და აჩიკო სექტემბრიდან მაყურებელს განსხვავებული დროით დაუბრუნდებიან

⭕ „მადლობა ასეთი შვილების გაზრდისთვის! თორნიკე კვარაცხელიას თამაშით ტკბობა წინ გველის“ - ვის შეხვდა ნოე სულაბერიძე „დინამოს“ თამაშზე?