Digest Logo

„25 ნოემბერი ერთი ჩვეულებრივი, მსუბუქი დღე არ იქნება... ენერგეტიკა მძიმეა, დაძაბული, შესაძლოა ფეთქებადიც“ - ასტროლოგი დღის აქცენტებზე

1764047347
ჩიტი ჩიტი ჩიტი

25 ნოემბრის ასტროლოგიურ და ენერგეტიკულ პროგნოზზე სოციალურ ქსელში ასტროლოგი წერს, რომელიც გვერდს AstroBlog SkyLight მართავს. 

მისი თქმით, ცის კაბადონზე რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენაა. მაგალითად: მთვარე ტოვებს თხის რქას და გადადის მერწყულში, რის გამოც აზრი არ აქვს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, ახალ წამოწყებას, მით უმეტეს გრძელვადიანი პერსპექტივით:

„სამშაბათის, 25 ნოემბრის ასტროლოგიური და ენერგეტიკული პროგნოზი:

25 ნოემბერი - ერთი ჩვეულებრივი, მსუბუქი დღე არ იქნება. ენერგეტიკა მძიმეა, დაძაბული, შესაძლოა ფეთქებადიც. ამიტომ უმნიშვნელოვანესია შევინარჩუნოთ ფოკუსი, მაქსიმალური ყურადღება და სიფრთხილე.

დღის მთავარი აქცენტებია:

1. მთვარე ტოვებს თხის რქას და გადადის მერწყულში.

თხის რქაში ის 13:10 საათამდე იმოძრავებს. გაითვალისწინეთ: 13:10-დან 14:15-მდე მთვარე უკურსოა, რაც ნიშნავს, რომ დროის ამ მონაკვეთში აზრი არ აქვს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებების მიღებას, ახალ წამოწყებას, მით უმეტეს გრძელვადიანი პერსპექტივით.

2. მთვარე მთელი დღის განმავლობაში იქნება შეერთებაში პლუტონთან.

ეს არის უძლიერესი ასპექტი, რომელიც ააქტიურებს ჩვენში სიღრმისეულ პროცესებს, ზრდის ფსიქოლოგიურ მგრძნობელობას, აძლიერებს შინაგან დაძაბულობასა და შფოთვას. ზოგიერთ ადამიანს გაუჩნდება განმარტოვების და თავის თავში ჩაკეტვის სურვილი, ზოგთან კი გამოვლინდება, როგორც ზედმეტად მშფოთვარე და მკვეთრი ენერგია.

ამიტომ ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, მოერიდეთ ხმაურიან ადგილებს, ტოქსიკურ ადამიანებს, კონფლიქტურ სიტუაციებს. თვითონ ნუ გააღიზიანებთ და ,,ცეცხლთან ნუ ითამაშებთ'', პლუტონს ზედაპირული დამოკიდებულება არ უყვარს.

თუმცა, ცნობიერი მიდგომით ეს უზარმაზარი ენერგია, შეგვიძლია სასარგებლოდ და შემოქმედებითად გამოვიყენოთ.
თუ გაქვთ რთული ამოცანა, პროექტი ან საკითხი, რომელიც დიდი ხანია თქვენს შინაგან ძალას მოითხოვს - სწორედ დღესაა დრო!

პლუტონი გვეუბნება: „შეინარჩუნე წონასწორობა, ჩართე ნება, შენ ბევრად მეტი შეგიძლია, ვიდრე ფიქრობ“.
თუ დღეს შეძლებთ თვითკონტროლს და ემოციების მართვას, მთვარე/ პლუტონის შეერთება გასაოცარ შედეგს მოგიტანთ.

3. მესამე მნიშვნელოვანი მომენტი - დაძაბული კონფიგურაციაა, რომელშიც მთვარე+პლუტონი მონაწილეობს.

ყალიბდება დაძაბული ასპექტი ამ შეერთებასა და იუპიტერს შორის, ხოლო მწვერვალზე ქირონია.
შედეგად, ირგვლივ ყველა ცოტა „დაძაბულია“: იკლებს ემპათია და ურთიერთგაგება, ყველა ჯიუტად იცავს თავის „სიმართლეს“.

მაღალია კონფლიქტურობის დონე, შეთანხმების უუნარობა, ემოციური აფეთქებები, კონტროლის და ძალაუფლების შენარჩუნების სურვილი.

თუ დღის პირველ ნახევარში დაგეგმილი გაქვთ მნიშვნელოვანი შეხვედრები, მოლაპარაკებები, გარიგებები, უმჯობესია გადაიტანოთ დღის მეორე ნახევარში (ეს კონფიგურაცია დაახლოებით 15:00 საათამდე მოქმედებს).
პირველ ნახევარში მოერიდეთ სერიოზულ საუბრებს და დისკუსიებს, რადგან დიდი ალბათობაა, ნებისმიერი სიტყვა შეიძლება არასწორად გაიგონ, ნებისმიერი გადაწყვეტილება ჩამოიშალოს.

თუ მაინც მოგიწევთ დიალოგი - წინასწარ შეიარაღდით არგუმენტებით, ლოგიკით და უზარმაზარი მოთმინებით.
გარდა ამისა, მთვარე+პლუტონის კავშირი მთელი დღის განმავლობაში ააქტიურებს მზისა და ურანის ოპოზიციას - მოულოდნელობების ასპექტს.

ამიტომ მოემზადეთ, რომ რაღაც შეიძლება გეგმის მიხედვით არ მოხდეს, შესაბამისად, შეიძლება მოგიწიოთ მყისიერი გადაწყობა, ან მოულოდნელი ცვლილების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ.

დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წონასწორობის შენარჩუნება, ემოციური სტაბილურობა, გეგმების კორექტირება, მოულოდნელობების მიღება, როგორც ცხოვრების გზის ნაწილი.

დღეს მთავარი ინსტრუმენტია - მოქნილობა და მოვლენებთან ადაპტირება. ახლა კი მოკლედ მთვარის დღის შესახებ: მთვარის მე-5 დღე მოქმედებს 12: 25 საათამდე. ესაა შემოქმედებითი აქტივობის, გრძნობების გამოვლენის დღე, მაგრამ ყველა სიტყვასა და ქმედებას დიდი ყურადღება სჭირდება.

მე-5 მთვარის დღის სიმბოლოა მარტორქა- სულიერი სწრაფვისა და ნების ძალის განსახიერება.
წარმატება იქ ჩნდება, სადაც ადამიანი გულწრფელია საკუთარი თავისა და სამყაროს მიმართ, სადაც გული ღიაა და განზრახვები სუფთა. სიტყვები, რომლებიც გულიდან წამოვა, დღეს უზარმაზარ ძალას ატარებს, ამიტომ ფრთხილად იყავით რას ამბობთ - ყველაფერი შეიძლება განხორციელდეს.

უმჯობესია ვისაუბროთ კარგზე, გამოვხატოთ მადლიერება. თუ ენერგიას შექმნისკენ მიმართავთ - ის გაორმაგებული დაგიბრუნდებათ. თუ ეჭვებს დაუშვებთ, ისინი მთელი კვირის ფონი გახდებიან. ამიტომ, ყველაზე მთავარია დღეს - მოქმედება, არა შიშისა და ეჭვის, არამედ ნდობისა და სიყვარულის მდგომარეობიდან.

ჩვენ ყველას შეგვიძლია შევქმნათ საკუთარი რეალობა. ამისთვის საჭიროა გვჯეროდეს, ვისაუბროთ და ვიმოქმედოთ გულწრფელად.

გისურვებთ თქვენი ოცნებების განხორციელებას და მიზნების მიღწევას!

12:25 საათიდან იწყება მე-6 მთვარის დღე, რომლის სიმბოლოა წერო და ღრუბლები.

დღეს ინტუიცია ამაღლებულია, ამიტომ ძლიერია შინაგანი ხმა. მეექვსე მთვარის დღეს ჩვენი წინაპრები ღრუბლებს იყენებდნენ პროგნოზისთვის. კარგ ნიშნად მიიჩნეოდა, თუ ცაზე აქა-იქ ჩანდა თეთრი და მკრთალი ღრუბლები. მოწმენდილი ცა ან პირიქით, სრულიად მოღრუბლული, ბუნებრივი ჰარმონიის დარღვევის ნიშნად ითვლებოდა. ამ დღეს ხმებს და სუნს სიმბოლურ მინიშნებად მიიჩნევდნენ. მელოდიური ზარის ხმა კი იღბალს მოასწავებდა.
ემოციურად, უნდა შეინარჩუნოთ წონასწორობა და სიმშვიდე. საკუთარი თავით და ცხოვრებით უკმაყოფილება არასასურველ შედეგებამდე მიგიყვანთ. მიიღეთ ყველაფერი ისე, როგორც არის.

დღე გვაძლევთ შესაძლებლობას, გავფილტროთ უზარმაზარი ინფორმაციის ნაკადი. თქვენ შეძლებთ მარტივად გაარჩიოთ, რა არის სიმართლე და რა - სიცრუე.

ბრონქები, სასუნთქი გზები და ფილტვების ზედა ნაწილი დღეს ყველაზე დაუცველია. თმის შეჭრა და კბილების ამოღება არ არის რეკომენდებული. გაციების რისკი იზრდება, მაგრამ დღეს განვითარებული ნებისმიერი დაავადება სწრაფად და გართულებების გარეშე გაივლის. თუ მეექვსე მთვარის დღეს ხველა ან ყელის ტკივილი დაგეწყოთ, ეს ნიშანია, რომ საკუთარ თავზე უნდა იმუშაოთ და უკეთ მართოთ თქვენთვის ბოძებული ენერგია“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 ასევე დაგაინტერესებთ:

როგორი ამინდია მოსალოდნელი 25 ნოემბერს საქართველოში

ნოემბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობის, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით

⭕ცნობილია, ვის ჰქონდა ნალუს კოსტიუმი მორგებული - მეგაშოუს „ვინ ვინ არის“ მე-5 სეზონის მესამე ეპიზოდი შედგა