Digest Logo

🎥 „25.10.25 - სარკისებური თარიღი, სადაც შეგიძლიათ ჩაიფიქროთ სურვილები, რაც აუცილებლად აგისრულდებათ!“ - თათია გარანიძე

1759658001
თათია გარანიძე

ფსიქოლოგი, ნუმეროლოგი და ბედის მატრიცის სპეციალისტი თათია გარანიძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ 25.10.20225 სარკისებური თარიღია, რა დროსაც ჩაფიქრებული სურვილები აუცილებლად ასრულდება, თუმცა ამისთვის სწორი პრაქტიკაა საჭირო. 

იმისთვის, რომ სურვილი სწორად ჩაიფიქროთ, დაგჭირდებათ ფურცელი და კალამი:

„სარკისებური თარიღი, სადაც შეგიძლიათ ჩაიფიქროთ სურვილები, რაც აუცილებლად აგისრულდებათ! 

მთავარია სწორად ჩაიფიქროთ და გააკეთოთ სწორი პრაქტიკა. 

ვიღებთ ფურცელს, მარკერს, ან კალამს და ვხაზავთ უსასრულობის ნიშანს. რაც უფრო დიდი იქნება, მით უკეთესი, შეგიძლიათ მთელს ფურცელზე დახაზოთ. 

შემდეგ ერთ მხარეს თქვენი სახელი და გვარი უნდა ჩაწერეთ, ქვემოთ, ამავე მხარეს დაწერთ დაბადების თარიღს. მეორე მხარეს დაწერთ სურვილს. შემდეგ გადაკეცავთ, ერთი და მეორე მხარე ერთმანეთს უნდა დაედოს. 8-ჯერ უნდა გადმოკეცოთ თქვენკენ და შეინახავთ იქამდე, სანამ სურვილი არ აგისრულდებათ“, - ამბობს თათია გარანიძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „არამხოლოდ თავის ტკივილი, არამედ კომპლექსური ნევროლოგიური დარღვევაა“ - რა ცვლილებები ხდება შაკიკის დროს ორგანიზმში

„ნეტავი შეიძლებოდეს ისეთი ვირუსის გამოგონება, რომლის შედეგადაც კაცობრიობას აეხილება თვალები და დაინახავს, რომ ჩვენ ერთი ოჯახის წევრები ვართ“ - ნუცა შანშიაშვილი

„ეს „ფეთქებადი“ კონფიგურაცია მიუთითებს მწვავე დაპირისპირებებზე, საიდუმლოებების გამჟღავნებასა და მანიპულაციებზე“ - ასტროლოგი სავსემთვარეობაზე