
საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ექიმი გიორგი ოდიშვილი სოციალურ ქსელში შაკიკთან დაკავშირებულ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ ეს მხოლოდ თავის ტკივილი კი არა, არამედ ნევროლოგიური კომპლექსური დარღვევაა:
„მოგიყვებით შაკიკზე, რომელიც არამხოლოდ თავის ტკივილი, არამედ კომპლექსური ნევროლოგიური დარღვევაა.
ეს იმიტომ არ მითქვამს, რომ შეგეშინდეთ.
კვლევებით დიდი ხანია დამტკიცდა, რომ შაკიკის მქონე ადამიანებში ნერვული სისტემა ჰიპერრეაქტიულია, ეს ნიშნავს, რომ ნერვული უჯრედები უფრო მარტივად აღიგზნებიან, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანში.
შედეგად, ნერვული უჯრედები, ანუ ნეირონები, გამოიმუშავებენ ნეიროტრანსმიტერს, რომელსაც ამგზნები ფუნქცია აქვს და ჰქვია გლუტამატი.
ეს ვრცელდება მთლიანად თავის ქერქში და იწვევს აურას, რომელიც 25%-ში შაკიკის მქონე პაციენტებისა წარმოდგენილია“, - ამბობს გიორგი ოდიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: