Digest Logo

26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

1745614370
ასტროლოგია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ვარსკვლავები გირჩევენ, ცხოვრებაზე შეხედულებებს გადახედოთ. საკუთარ თავს ისეთ ჩარჩოებსა და შეზღუდვებს უწესებთ, რომლებშიც ცხოვრება შეუძლებელია. უფლება გაქვთ, რომ თავისუფლად იცხოვროთ და ისუნთქოთ. საღამოს წყლისპირას გასეირნება თქვენს გონებასა და გრძნობებს გამოაცოცხლებს. ცოტა ხნით შეჩერდით და მიმოიხედეთ —იქნებ, მეგობრების შერჩევაში მეტი სიფრთხილე გმართებთ.

კურო

სირთულეებით და გაუგებრობებით სავსე დღეა. შეიძლება ისეთი განცდა დაგეუფლოთ, თითქოს ყველაფერი ხელიდან გივარდებათ. წვრილმანებზე ნუ ინერვიულებთ — გატეხილი ჭურჭელი და გაფუჭებული ტანსაცმელი ყველაზე დიდი პრობლემა არაა. ღრმად ჩაისუნთქეთ და გზა გააგრძელეთ. საღამოს კი კომედიას უყურეთ და მეგობრებთან ერთად დაისვენეთ.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა შორეული მგზავრობისა და მოგზაურობისთვის. მათ, ვინც ამჟამად გზაშია, წარმატება და იღბალი არ მიატოვებს. თქვენს მგზავრობას რა მიზანიც არ უნდა ჰქონდეს, აუცილებლად მიღწეული იქნება. ვარსკვლავები სასიამოვნო შეხვედრებსა და საინტერესო ურთიერთობებს გპირდებიან. შესაფერისი დროა საქმიანი კავშირების გაფართოებისა და ახალი ურთიერთობების დასამყარებლად.

კირჩხიბი

ამ დღეს კოსმოსიდან ძლიერ ენერგეტიკულ მხარდაჭერას იგრძნობთ. ეცადეთ, საკუთარ თავში იპოვოთ ძალა ახალი საქმეების დასაწყებად. მთავარია, რომ საკუთარი შესაძლებლობები თავად დაიჯეროთ, მაშინ ახალ ამოცანებს ენთუზიაზმით მოჰკიდებთ ხელს. პირად ცხოვრებაში ცვლილებები გელით — მათ ნუ გაურბიხართ, ეცადეთ გაიაზროთ და მიიღოთ.

ლომი

ეცადეთ, არა მარტო სხვებთან, საკუთარ თავთანაც გულწრფელობა გამოიჩინოთ. თქვენი მცდელობის მიუხედავად, ზოგიერთი საკითხის გადადება ან გაუქმება მოგიწევთ. დღის მეორე ნახევარში საყვარელი საქმიანობა და ძველი მეგობრები დაგეხმარებიან, ემოციურად განიტვირთოთ და პრობლემები დაივიწყოთ. გირჩევთ, ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ - ამინდის მიხედვით ჩაიცვით და სწორად იკვებეთ.

ქალწული

მშვენიერი დღეა ცხოვრების ყველა სფეროში პარტნიორული ურთიერთობების გასაძლიერებლად. პროფესიულ გარემოში თავი ისე უნდა წარმოაჩინოთ, როგორც დიალოგისთვის მზად მყოფმა ადამიანმა. ეს არ ნიშნავს, რომ პოზიციები ყოველთვის უნდა დათმოთ, თუმცა ოპონენტის მოსმენა მნიშვნელოვანია. წარმატებული მოლაპარაკებები პირად ცხოვრებაზე დადებითად აისახება.

სასწორი

ბოლოდროინდელმა მოვლენებმა თქვენს ყოველდღიურ საქმიანობას გარკვეული დაღი დაასვა, თუმცა დროა, ცხოვრებისადმი დამოკიდებულება შეცვალოთ. იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე, ივარჯიშეთ, მოერიდეთ სწრაფი კვების პროდუქტებს და მენიუში ნახშირწყლების რაოდენობა შეამცირეთ. სპორტი და აქტიური დასვენება განწყობის ამაღლებაში დაგეხმარებათ.

მორიელი

ემოციებს ნუ აჰყვებით და ეცადეთ, საღი გონება შეინარჩუნოთ, რათა ინტრიგების მსხვერპლად არ იქცეთ. უმჯობესია, ადამიანებთან ურთიერთობა შეზღუდოთ - ამ დღეს სხვისი პრობლემების გადაჭრაზე ენერგიის ხარჯვა არ ღირს. დღის მეორე ნახევარში მოგეცემათ შანსი, რომლითაც აუცილებლად უნდა ისარგებლოთ. საყვარელი საქმიანობა დაგეხმარებათ, ემოციურად განიტვირთოთ და სამსახურის პრობლემები დაივიწყოთ.

მეტის გასაგებად გადადით ბმულზე:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დახვეწილი გოგო...“ - მარიამ სანოგო ახალ კადრებს აქვეყნებს

🎥 „ჩვე­ნი ძმის სის­ხლი არა­ვის ეპა­ტი­ე­ბა!...“- ყაზბეგში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შემდეგ ბრალდებულების გვარმა მოკლულის გვარს პატიება მუხლმოდრეკით სთხოვა

⭕„ყოველი დღე ქრისტეს აღდგომის სიხარულის მსგავსია...“ - ეკო ფანგანი ბრწყინვალე შვიდეულზე