Digest Logo

🎥 „ჩვე­ნი ძმის სის­ხლი არა­ვის ეპა­ტი­ე­ბა!...“- ყაზბეგში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შემდეგ ბრალდებულების გვარმა მოკლულის გვარს პატიება მუხლმოდრეკით სთხოვა

1745595031
პაატა ქუშაშვილი

20 აპ­რილს, ყაზ­ბე­გის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გვე­ლეთ­ში სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბა მოხ­და. 47 წლის გია ხა­ი­კაშ­ვილს და­ნით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს, რის შე­დე­გა­დაც კა­ცი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. 22 აპ­რილს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ორი ბრალ­დე­ბუ­ლი და­ა­კა­ვეს. ნიკა ქუ­შაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 10-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. მე­ო­რე პირს - პა­ა­ტა ქუ­შაშ­ვილს 376-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლი (და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა) აქვს წარ­დგე­ნი­ლი, რაც 3-დან 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, რო­მელ­შიდაც ჩანს, რომ ქუ­შაშ­ვი­ლე­ბის გვა­რის კა­ცე­ბი მუხ­ლზე დგა­ნან და მოკ­ლუ­ლის გვარს ასე სთხო­ვენ პა­ტი­ე­ბას. ვი­დე­ოს პა­ა­ტა ქუ­შაშ­ვი­ლი ავ­რცე­ლებს, რო­მე­ლიც წერს:

„მე პაატა ქუშაშვილი ვასაჯაროებ ამ ვიდეოს, რადგან ვთვლი, რომ ხალხმა უნდა ნახოს...

ვინც ჩვენი ძმის - გია ხაიკაშვილის სისხლში ხელები გაისვარა, ჩვენ ქუშაშვილების გვარმა გადავწყვიტეთ, რომ მათი ოჯახები ხევიდან სამუდამოდ გავასახლოთ!

ამ კადრებში მხოლოდ ოჯახთან მისვლა და ბოდიშის მოხდა არ არის. აქ მთავარი გადაწყვეტილებაა მიღებული დამნაშავეების ოჯახების გადასახელებასთან დაკავშირებით.

აქვე დავამატებ, რომ საგამოძიებო ორგანოს ვთხოვთ გაასაჯაროოს მკვლელობის ადგილზე არსებული ვიდეო ჩანაწერები, სადაც ნათლად ჩანს ყველა დამნაშავე. ეს იქნება მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენ მათი ოჯახების გადასახლების გადაწყვეტილება უსამართლოდ არ მიგვიღია!

ჩვენი ძმის სისხლი არავის ეპატიება!

ქუშაშვილების გვარიც და ზოგადად მოხევეებიც ყოველთვის ვამაყობდით ჩვენი წინაპრებით და ტრადიციებით, და არაკაცების ადგილი ხევში არასოდეს არ ყოფილა. თავის დროზე ყველა სათანადოდ ისჯებოდა... დღეს კი ეს სამწუხარო რეალობა დაგვიდგა. ჩემი ძმის გიას უბედურებამ დაგვანახვა როგორ უკან უკან მიდის ჩვენი ხევი. იმიტომ რომ განუკითხაობაა და სათანადოდ არ დასჯილან ის ადამიანები, ვინც ხევის სახელს არცხვენდნენ. ამიტომ ახლა დუმილის დრო აღარ არის.

ეს ფაქტი მხოლოდ ჩვენი გვარის უბედურება არ არის, ეს არის მთლიანად ხევის ტრაგედია და სირცხვილი. იმ დღეს გიას მაგივრად შეიძლებოდა ნებისმიერი სხვა ოჯახის შვილი აღმოჩენილიყო.

ამიტომ გვარმა მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. თუ ვინმე არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას, არც მათი ადგილი იქნება ხევსა. არ აქვს მნიშვნელობა რომელი გვარის წარმომადგენელი იქნება.“, - წერს პაატა ქუშაშვილი.

 

 

 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ყოველი დღე ქრისტეს აღდგომის სიხარულის მსგავსია...“ - ეკო ფანგანი ბრწყინვალე შვიდეულზე

🎥 რამდენად აქვს ჩვენ ცხოვრებაში რიცხვებს მნიშვნელობა და რას გვეუბნება ჩვენი დაბადების თარიღი? - სპეციალისტის რჩევები

🎥 რატომ ხდება ზოგჯერ ზედმეტი ზრუნვა კონფლიქტისა და გაუგებრობის მიზეზი? - სპეციალისტის განმარტება