Digest Logo

🎥 „26 ივლისიდან ახალი პროექტები დაიწყეთ, 8 აგვისტოს კი პიკია...“ - აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ოდიშელისგან

1784544442
ქეთი ოდიშელი

„აგვისტო იმ მოვლენების გაგრძელებაა, რომელიც ივლისში იწყება“, - ამის შესახებ ასტროლოგმა ქეთი ოდიშელმა გადაცემაში „დილა მშვიდობის საქართველო“ ისაუბრა და საზოგადოებას მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პერიოდების შესახებ რჩევები გაუზიარა.

ასტროლოგის თქმით, წინ საკმაოდ ძლიერი კოსმიური პროცესები გველოდება, რომელიც 26 ივლისს, „კოსმიურ ახალ წელს“ უკავშირდება:

„აგვისტო იმ მოვლენების გაგრძელებაა, რომელიც ივლისში იწყება. არსებობს დიდი ვარსკვლავი „სირიუსი“, რომელიც დედამიწის გარდა ლომის მმართველად ითვლება. 26 ივლისს გვაქვს „კოსმიური“ ახალი წელი. სწორედ ამ დროს დიდდებოდა ნილოსი და ზეიმობდნენ. 26 - ივლისიდან ახალი პროექტები დაიწყეთ, მანამდე არაფერი ახალი არ გააკეთოთ. 26-ში ასევე იხსნება პორტალები, ე.წ. ლომის კარიბჭე. მოძებნეთ ორი ლომის ფიგურა, რომელთა შორის ჩადგებით და ჩაიფიქრებთ სურვილებს. პიკი და კულმინაციაა 8 აგვისტოს იქნება. კარმული გაკვეთილების ეფექტური ჩახურვა ხდება ამ პერიოდში. 8 აგვისტოს გვაქვს პიკი და 12-ში „ლომთა კარიბჭე“ იხურება და ასევე, 12-ში არის ლომის ნიშანში მზის სრული დაბნელება. ლომი ცხოვრების ასპარეზია და სიმბოლურად ახალ საწყისს ემთხვევა. 15 აგვისტომდე გეგმები გაწერეთ. დაბნელების დერეფანი აშინებთ ადამიანებს, არადა ამ დროს კორექტირებების პერიოდია და გვიწევს რაღაცების გასწორება, გადაფასება. აუცილებელია, რომ ყველამ, ჩვენი ადგილი ვიპოვოთ“,- ამბობს ქეთი ოდიშელი.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო: