Digest Logo

„მთავარი მოქმედი პირი ხართ, ახლა თქვენი დროა!“ - მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

1784529471
მიხეილ ცაგარელი

იწყება საოცრად პომპეზური პერიოდი. ლომი, იმპერატორთა ნიშანი შემოდის. მისი მთავარი ფერი არის წითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი, ბეჟი ტონები, ყვითელი. 

სიყვარულის დროა, ლომი მართავს სიყვარულს, შვილებს, მეგობრობას. ლომი მართავს საქართველოს, ქართულ სუფრას. 

მოემზადეთ, სიყვარული იქნება პომპეზური, მუხლებზე დგომით, სიმღერებით, ლექსებით. ეს სიამოვნება გვექნება ერთი თვე. 

პლანეტა ვენერა 6 აგვისტოს გადავა სასწორის ნიშანში, ამიტომ ნაზი, რბილი, დიპლომატიური სიყვარულის პერიოდი იქნება. 

გვაქვს 4 გეომაგნიტური დღე: სამშაბათი, ოთხშაბათი, შაბათი და კვირა.

მნიშვნელოვანი დღე გვაქვს 24-ში, პლანეტა მერკური უკუმავალი იყო და ასწორებს მოძრაობას, რაც ნიშნავს, რომ მოიმატებს გონებამახვილობა, ტვინი უფრო კარგად და სწრაფად იმუშავებს. მოლაპარაკებები და საქმეები წავა ყველაფერი კარგად. 

კვირას, ძალიან მნიშვნელოვანი ოპოზიცია გვაქვს, შავ მთვარესა (ლილიტი) და პლანეტა მარსს (აგრესიის პლანეტა) შორის, მშვილდოსან-ტყუპების ზოდიაქურ ღერძზე. ეს ნიშნავს, რომ დაპირისპირებები, გაუგებრობები, გარჩევები იქნება ბიზნესში, რაც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ცეცხლსასროლი იარაღით დასრულდეს. ასეთი ტენდენცია 12 აგვისტომდე გაგრძელდება. 

მანქანის ყიდვისთვის/გაყიდვისთვის კარგი დღეა ხუთშაბათი.

სამშაბათი კარგი დღეა ქორწილისთვის, ხელის თხოვნისთვის.

ორშაბათს იმოქმედეთ პრინციპით შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი.

კვირის მთავარი ტენდენციაა, რომ დედამიწა პოზიტიურ ენერგოველში გადავიდა. 

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ასტროლოგიურ პროგნოზს: 

ვერძი - გამოცოცხლდებით ნელ-ნელა. ჯანი, ენერგია მოგემატებათ. განახლების სურვილი გაქვთ და რაც მთავარია, სიყვარულის დრო გაქვთ, თავგადასავლებისთვის, რომანტიკისთვის, ქორწინებისთვის საუკეთესო პერიოდი გაქვთ. შემოქმედებითი მუშაობისთვის არაჩვეულებრივად კარგი პერიოდია. 

კურო - ეს კვირა კარგი გაქვთ, მაგრამ 1-ელი აგვისტოდან 15-მდე აუცილებლად დაისვენეთ. ახლა მოაგვარეთ პრობლემები, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის საოჯახო, სანათესავო ურთიერთობა. თუ წახვალთ სოფელში და შეკრებთ ნათესავებს, ძალიან კარგი იქნება. სახლში რემონტის, დიზაინის შეცვლა შეგიძლიათ. 

ტყუპები - რა გააჩერებთ, ის დროა, რაც თქვენ გიყვართ. კონტაქტების, შეხვედრების, მოლაპარაკებების, ინფორმაციის მიღების, მგზავრობა-მოგზაურობის პერიოდი გაქვთ. ენერგია და ჯანი გემატებათ, შეიძლება ახალი პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოგიყალიბდეთ. 

კირჩხიბი - ჯანი, ენერგია მატულობს, მაგრამ 1-ელი აგვისტოდან 15-მდე დაისვენეთ. გაითვალისწინეთ, 12 და 28 აგვისტო ფრთხილად უნდა გაიაროთ. თქვენი მთავარი პრობლემა კანონმორჩილებაა. სხვა მხრივ პერიოდი კარგი და სტაბილურია. 

ლომი - მთავარი მოქმედი პირი ხართ, ახლა თქვენი დროა! ჯანი, ენერგია, შარმი, მიზიდულობა გემატებათ. გექნებათ საინტერესო იდეები, იზიდავთ იღბალს და ბევრი რამ გამოგდით. პირად ურთიერთობებში იქნებით არნახულად კარგები, კარიერის მხრივ საუკეთესო პერიოდია. 

ქალწული - სტაბილურად კარგი პერიოდი გაქვთ. შეიძლება კარიერული ცვლილებები მოხდეს სამსახურში, რაც თქვენთვის კარგი იქნება. შეიძლება ახალი პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოაყალიბოთ, ოღონდ ნუ ისაუბრებთ წინასწარ! 

სასწორი - გამოცოცხლდებით, უფრო აქტიურები გახდებით. იგრძნობთ დახმარებას, მატერიალური კუთხით კარგი პერიოდია და რაც მთავარია, რეფორმების დრო გაქვთ! რაც შეიძლება მეტი ახალი რაღაცები, ინტერნეტთან მაქსიმალური კონტაქტი გქონდეთ. 

მორიელი - კვირა კარგია, მაგრამ 1-ელი აგვისტოდან 15-მდე დაისვენეთ, ენერგოტონუსი ცოტა დაბალი გექნებათ. რაც მეტად კარგი ურთიერთობა გექნებათ კოლეგებთან და ხელმძღვანელ პირებთან, მით უფრო დიდია შანსი კარიერული წინსვლის. ინტუიცია მდგრადი გაქვთ. შეიძლება სხვებს, კოლეგებს გადაადოთ საქმე, იმათ გააკეთებინოთ და თქვენ მიიღოთ დივიდენდები, აღმოჩნდებით ამის გამო ყურადღების ცენტრში.

მშვილდოსანი - საკმაოდ კარგი პერიოდი გაქვთ. მოდიხართ ჯანზე, 16 სექტემბრიდან გათავისუფლდებით. გაქვთ შანსები მოაგვაროთ პრობლემები. მგზავრობა-მოგზაურობისთვის კარგი პერიოდი გაქვთ. სიყვარული უცხოეთში მოსალოდნელია. აითვისეთ უცხო ენები. 

თხის რქა - კარგი პერიოდი გაქვთ, ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია. კარგი პერიოდია უძრავი ქონების შესაძენად, სარემონტო სამუშაოებისთვის, მაგრამ წყალქვეშა დინება გაქვთ. მგზავრობა-მოგზაურობის დროს შეიძლება ვიღაც მოგეწონოთ, გაჩნდეს რომანტიკული კავშირი, მაღალია ცდუნების ალბათობა, რაც ცხოვრებას აგირევთ. 

მერწყული - ახლა ცოცხლდებით, ენერგია გემატებათ. ძალიან კარგი პერიოდია პარტნიორული ურთიერთობებისთვის. რაც უფრო კარგი ურთიერთობა გექნებათ ბიზნესს პარტნიორებთან, ეს თქვენი წარმატების საწინდარი იქნება. სამართლიანობის არნახული გრძნობა გაგიჩნდებათ, რაც გაზრდის თქვენს რეიტინგს. 

თევზები - გაქვთ ისეთი პერიოდი, რაც კარგია ქველმოქმედებისთვის, სოციალურ პროექტებში ჩასართველად, ამიტომ შანსი გაქვთ დაიბედოთ პოპულარობა. გეწყებათ საინტერესო პერიოდი, დალაგების. დაგილაგდებათ ურთიერთობები, აზრები, ჯანმრთელობა. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„არახელსაყრელია ქორწილი, ფუნდამენტის ჩასხმა, მიწის სამუშაოები“ - 20 ივლისის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

🎥 „ჩვენ ყოფილები არ ვართ...“ - მედეა ადამია ქმარს შეურიგდა?

„ჩემი ქმარი 38 წლის გახდა, ყველაზე ბედნიერი მინდა იყოს და ვიცი იქნება, იმიტომ რომ ჩემს ხელშია“ - ნანკა გვარიშვილი