Digest Logo

26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1727327201
ასტროლოგია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ხელსაყრელი დღეა ახალი, საპასუხისმგებლო პროექტის დაწყებისა და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების დაგეგმვისთვის. ვარსკვლავები რთული და დახლართული საკითხების მოგვარებაში დაგეხმარებათ. ამ დღეს აჩქარებამ შეიძლება მძიმე შეცდომები გამოიწვიოს. ყურადღებას მეორეხარისხოვან საკითხებზე ნუ გადაიტანთ და ეცადეთ, თქვენთვის მისაღები ტემპით იმუშაოთ.

კურო

მოვლენებით დატვირთული დღეა. ზურგს ნუ შეაქცევთ ადამიანს, რომელიც დახმარებას გთავაზობთ და ეცადეთ, რთული ამოცანების შესასრულებლად მოკავშირეები მოძებნოთ. თქვენი პიროვნული თვისებები ბევრ სხვადასხვა ადამიანს იზიდავს, ამიტომ შეიძლება ამ დღეს ვიღაც განსაკუთრებულს და საინტერესოს შეხვდეთ. გაუფრთხილდით საკუთარ დროს და უმნიშვნელო საკითხებზე ნუ დახარჯავთ. დაეხმარეთ ყველას, ვისი დახმარებაც შეგიძლიათ და უამრავ მხარდამჭერს შეიძენთ.

ტყუპები

გირჩევთ, ოჯახური და საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებას მეტი დრო დაუთმოთ. უსმინეთ საკუთარ სხეულს - ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ მოსალოდნელია ჯანმრთელობის გაუარესება. გირჩევთ, იმუნური სისტემის გასაძლიერებლად ვიტამინები მიიღოთ და ექიმთან მიღებაზე ჩაეწეროთ. გამორიცხული არ არის, რომ ახლობელმა ადამიანმა სარისკო ქმედებებისკენ გიბიძგოთ. ეცადეთ, ცდუნებას გაუძლოთ და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ.

კირჩხიბი

მოემზადეთ ნაყოფიერი დღისთვის და დავალებები ისე დაგეგმეთ, რომ მნიშვნელოვანი არაფერი გამოგრჩეთ. თქვენი სასიცოცხლო ენერგია იკლებს, ამიტომ შინაგანი რესურსი გონივრულად უნდა გაანაწილოთ. ხშირი შესვენება და ყურადღების სასიამოვნო აქტივობებზე გადატანა დაგეხმარებათ, რომ ენერგია შეინარჩუნოთ და ამ დღისთვის დაგეგმილი საქმეები დროულად დაასრულოთ. თავდაჯერება და აქტიურობა ურთულესი საქმეების სწრაფად და წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ.

ლომი

ცუდი განწყობა ან უსიამოვნო ფიქრები ძალებს გართმევთ და მუშაობაში ხელს გიშლით. ეცადეთ, პირქუში აზრები განდევნოთ და საინტერესო საქმით დაკავდეთ. ადამიანებმა, რომლებსაც კარგად არ იცნობთ, შეიძლება თქვენი გამოყენება საკუთარი მიზნებისთვის სცადონ, ამიტომ გულწრფელობას მოერიდეთ, მეტი უსმინეთ და ნაკლები ილაპარაკეთ. ხელსაყრელი დღეა პროფესიული პოზიციის გაძლიერებისთვის და ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოთ.

ქალწული

ამ დღეს ექსპერიმენტებს და საყოველთაოდ მიღებული წესების დარღვევას უნდა მოერიდოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თქვენმა ინიციატივებმა შეიძლება პრობლემები გამოიწვიოს. ნუ გასცემთ დაპირებას, რომლის შესრულებაც გაგიჭირდებათ. სავარაუდოდ, რთული საკითხის მოგვარებით სასურველ შედეგს მიიღებთ. ამ დღეს ასაკით უფროს ადამიანებთან ურთიერთობა სასარგებლოა - მათი სიბრძნე და ცხოვრებისეული გამოცდილება ძალიან დაგეხმარებათ.

სასწორი

ამ დღეს ცვლილებებმა შეიძლება იმედგაცრუება მოგიტანოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, თქვენ გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ნაჩქარევი დასკვნები არ გააკეთოთ და სიტუაციას მეორე მხრიდან შეხედოთ. სავარაუდოდ, თქვენ გარშემო ბევრი არაკეთილსინდისიერი ადამიანია, ამიტომ ურთიერთობაში თავშეკავება უნდა გამოიჩინოთ და პროვოკაციებს არ აჰყვეთ.

მორიელი

რაც უფრო მეტ ადამიანს შეხვდებით და ახალ იდეას მოისმენთ, მით უფრო წარმატებული იქნება თქვენი დღე. ვარსკვლავების აზრით, კოლეგებთან და მეგობრებთან საუბარი საინტერესო და სასარგებლო იქნება. კრიტიკის თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ, საკუთარი იდეები და გეგმები საიდუმლოდ შეინახოთ. ამ დღეს კოლექტიურ მუშაობაზე ნაყოფიერი ინდივიდუალური მუშაობა იქნება.

მეტის სანახავად გადადით ბმულზე:

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

უბედური შემთხვევა დედოფლისწყაროში - 2 წლამდე ბავშვი ჭამის დროს დაიღუპა

„ქართველმა ვარსკვლავებმა არც კი იკადრეს, გამარჯობაც კი არ მითხრეს იმ ღონისძიებაზე“ - რას ჰყვება თამო ვაშალომიძე

გაიგეთ, რა ახდენს უარყოფით გავლენას თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებში