Digest Logo

უბედური შემთხვევა დედოფლისწყაროში - 2 წლამდე ბავშვი ჭამის დროს დაიღუპა

1727295941
ლენტი ავარია

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში უბედური შემთხვევა მოხდა. სოფელ გამარჯვებაში 4-შვილიან ოჯახში წლისა და 7 თვის ბავშვი დედამ დილით საწოლში გარდაცვლილი ნახა.

ოჯახის წევრების განმარტებით, ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია. წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ, ბავშვი საკვების გადაცდენის შედეგად ძილში ასფიქსიით გარდაიცვალა. 

დედოფლისწყაროს საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ხათუნა ზურიკაშვილი გაზეთ „შირაქს“ ეუბნება, რომ სტაციონარში შეყვანისას გოგონა უკვე გარდაცვლილი იყო, ამდენად მედიკოსებს რეანიმაციული ღონისძიებების გატარება აღარ უცდიათ. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ქართველმა ვარსკვლავებმა არც კი იკადრეს, გამარჯობაც კი არ მითხრეს იმ ღონისძიებაზე“ - რას ჰყვება თამო ვაშალომიძე

გაიგეთ, რა ახდენს უარყოფით გავლენას თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებში

„ცოცხალი იყო და მიდიოდა მისი რეკლამირება, მოკვდა და უარესი ხდება, ღმერთთან წავიდა, ანგელოზად წავიდა, რა ნახეთ კაცო“ - მამა ლევანი კესარია აბრამიძეზე