Digest Logo

🎥 „28 აგვისტო ენერგეტიკულად ძლიერი და აგრესიული დღეა“ - როგორ გავიაროთ დაბნელებების პერიოდი? - ასტროლოგის რჩევები

1787328349
მარიამ შუკაკიძე

როგორ გავიაროთ ეს დაბნელებების პერიოდი, 28 აგვისტო სავსემთვარეობა - ამის შესახებ ასტროლოგი მარიამ შუკაკიძე ვიდეოს ავრცელებს, სადაც დეტალურად საუბრობს დაბნელების პერიოდზე და რჩევებს გვიზიარებს. 

„დაბნელებების პერიოდი 12 აგვისტოდან დაიწყო და 28 აგვისტომდე იქნება. 

ეს პერიოდი გამორჩევა ტრანსფორმაციული ენერგიებით იმით რომ ადამიანის ცხოვრებაში არის რაღაცა კრიზისები რაღაცა თრიგერები.

აუცილებელია, რომ შევინარჩუნოთ შინაგანი ჰარმონია, ბალანსი, არ აჰყვეთ კონფლიქტებს, იმიტომ რომ რაღაცა მინიმალური კონფლიქტიც შეიძლება მერე გართულდეს. 


ძალიან კარგი არის თვითჩაღრმავება. ეს პერიოდი გვეუბნება რა გვქონდა დაგროვილი წინა
პერიოდის განმავლობაში. ანუ არაფერი ასე ტყუილად არ ხდება ამ პერიოდში. ეს არის ძალიან მისტიური პერიოდი. ეს არის პერიოდი, როცა ფაქტობრივად სამყარო გახედებს სარკეში, ზოგი ამას გაურბის, მაგრამ ეს ცალკე თემაა.

ეს პერიოდი შეგვიძლია გამოვიყენოთ ისევ და ისევ საკუთარ არ თავის მეტად შემეცნებისთვის და იმისთვის, რომ მაქსიმალურად ვისწავლოთ სიმშვიდის შენარჩუნება.

სექტემბერი არ იქნება ისეთი რთული, როგორიც აგვისტო იყო, რადგან დაბნელებები ჩაივლის“, - ამბობს ასტროლოგი. 

მისი თქმით, ეს პერიოდი ყველაზე მეტად მოქმედებს - მერწყულზე, ლომზე თევზებზე და ქალწულზე.

„ყველაზე მეტად სწორედ ეს ნიშნები გრძნობენ ამ დაბნელებას.

ვისაც ჰყავს, ასცედენტი სასწორში მათთვის არის საკმაოდ კარგი პერიოდი ახლა ფინანსური წამოწყებებისთვის კარგი პერიოდია სასწორებისთვის“, - ამბობს მარიამ შუკაკიძე. 

„28 აგვისტო ენერგეტიკულად ძლიერი და აგრესიული დღეა, ამ დღეს სარისკოა ნებისმიერი სახის  რიტუალის ჩატარება  ამ დღეს მაქსიმალურად მშვიდად შევხვდეთ ლოცვით, მედიტაციით და შეგვიძლია ვიოცნებოთ რამდენიც გვინდა“, - გვირჩევს ასტროლოგი. 

ვრცლად ნახეთ ვიდეო: 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორ იმოქმედებს კარმული კვანძების გადანაცვლება ზოდიაქოს ჰაერის ნიშნებზე: ვერძი, კურო და ტყუპები - ასტროლოგ ნინა ხომერიკის პროგნოზი

⭕„2 წელი საუკეთესო ცხოვრებით“ - დამიანე კვარაცხელია იუბილარია