Digest Logo

როგორ იმოქმედებს კარმული კვანძების გადანაცვლება ზოდიაქოს წყლის ნიშნებზე: კირჩხიბი, მორიელი, თევზები - ასტროლოგ ნინა ხომერიკის პროგნოზი

1787229248
წყლის ნიშნები

2026 წლის 18 აგვისტოს ხდება უმნიშვნელოვანესი ასტროლოგიური მოვლენა, რომელიც მომდევნო წელიწად-ნახევრის განმავლობაში 2028 წლის 26 მარტამდე სრულად განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრებისეული გზის ვექტორს, მიზნებსა და განზრახვებს. კარმული კვანძები იცვლიან ღერძს: თევზები-ქალწულის მიმართულებიდან მერწყული-ლომის ღერძზე გადადიან.

რას მოუტანს ეს ტრანზიტი ზოდიაქოს წყლის ნიშნებს: კირჩხიბი, მორიელი და თევზები - ასტროლოგ ნინა ხომერიკის პროგნოზი:

♋️ კირჩხიბი

18 აგვისტოს კარმული კვანძების ცვლილება თქვენთვის, განსაკუთრებით ფინანსურ რესურსებთან დაკავშირებულ თემებს ააქტიურებს, რადგან ჩრდილოეთის კვანძი გადადის თქვენს ასრტოლოგიურ მე -8-ე, ხოლო, სამხრეთის მე- 2-ე სახლებში და ააქტიურებს საერთო ფინანსებს, ვალებს, კრედიტებს, ინვესტიციებს, პარტნიორის ფულს, მემკვიდრეობასა და ფინანსურ პარტნიორობას, ხოლო სამხრეთის კვანძი გიბიძგებთ გადახედოთ საკუთარ შემოსავლებს, ხარჯვის ჩვევებსა და თვითღირებულებას.

დადებითი ტენდენციები უკავშირდება:

1. ფინანსური შესაძლებლობების ზრდას, შეიძლება გაჩნდეს ახალი ფინანსური წყარო, განსაკუთრებით პარტნიორობის, ერთობლივი საქმის ან სხვა ადამიანის რესურსების მეშვეობით.

2. კარგი პერიოდია ისეთი ადამიანების პოვნისთვის, რომლებთან ერთადაც უფრო დიდი ფინანსური ან პროფესიული პროექტის განხორციელებას შეძლებთ, გელოდებათ მომგებიანი თანამშრომლობა.

3. შეძლებთ გათავისუფლდეთ ძველი ვალდებულებებისგან, საქმეების სწორად დაგეგმვის შემთხვევაში შეგიძლიათ უფრო სტაბილურ ფინანსურ მდგომარეობაზე გადასვლა და ფინანსური ვალდებულებების მოწესრიგება.

4. საჭიროა შეიმუშაოთ ფინანსებთან ახალი მიდგომა, რადგან ძველი მეთოდებით, ფულის მართვა აღარ იქნება საკმარისი. სარგებლის მომტანი იქნება ახალი ტექნოლოგიები, ონლაინ შემოსავალი, ახალი ფინანსური ინსტრუმენტები ან არასტანდარტული თანამშრომლობა.

5. ეს პერიოდი, ზედაპირულ კავშირებზე მეტად თქვენგან მეტ ნდობასა და გულწრფელობას მოითხოვს. პარტნიორთან შეიძლება დაიწყოთ მნიშვნელოვანი საუბრები ფულზე, საერთო გეგმებსა და მომავალზე, რაც მეტად გააღრმავებს ამ ურთიერთობებს.

უარყოფითი ტენდენციების კუთხით:

1. სამხრეთის კვანძმა ლომში შეიძლება გამოავლინოს ხარჯვის ისეთი ჩვევები, რომელიც მოგცემთ ემოციურ კომფორტს, მაგრამ ფინანსურად არ იქნება გამართლებული. სწორედ ამიტომ, უმჯობესია გადახედოთ თქვენს ბიუჯეტს და გაუმკლავდეთ ფულის სწრაფად ხარჯვის ცდუნებას.

2. შეიძლება საჭირო გახდეს გადახედოთ იმ მიდგომას, რომელიც - „მე ყველაფერი თავად უნდა შევძლო“-ს უკავშირდება, ისწავლეთ დახმარების მიღება ან რესურსების გაზიარება. სიამაყემ არ უნდა შეგიშალოთ ხელი კარგი შესაძლებლობის მიღებაში.

3. საერთო ფინანსებმა და ინტიმურმა ურთიერთობებმა, შეიძლება გამოაჩინოს ისეთი საკითხები, რომლებიც ადრე დამალული იყო: ვინ რამდენს დებს ურთიერთობაში, ვინ აკონტროლებს ფულს და რამდენად სამართლიანად ნაწილდება პასუხისმგებლობა.

4. ერთობლივ ფინანსურ შეთანხმებებში, აუცილებელია პირობების დეტალურად წაკითხვა. თქვენთვის, ამ ციკლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რჩევაა — არ იჩქაროთ ფინანსური ვალდებულების აღება მხოლოდ იმიტომ, რომ შესაძლებლობა მიმზიდველად გამოიყურებოდეს, საჭიროა გამოიჩინოთ სიფრთხილე კონტრაქტებში.

სიყვარული: ურთიერთობებში მთავარი სიტყვა იქნება ნდობა. თუ ურთიერთობა სერიოზულია, შეიძლება დაიწყოს საუბარი: საერთო ფინანსებზე, ერთად ცხოვრებაზე, ქონებაზე, მომავალ გეგმებზე, პასუხისმგებლობების განაწილებაზე. თუ კავშირი მხოლოდ ემოციურ მიჯაჭვულობაზეა აგებული, კარმულმა პერიოდმა შეიძლება გამოაჩინოს მისი სუსტი მხარეები.

დადებით შემთხვევაში: ურთიერთობა უფრო ღრმა და სერიოზული გახდება. უარყოფით შემთხვევაში: ეჭვიანობა, ფინანსური კონტროლი ან ძალაუფლებისთვის ბრძოლა დაიწყება.

კარიერა და ფული: თქვენთვის განსაკუთრებით საინტერესო ხდება სხვა ადამიანებთან ერთად შექმნილი ფინანსური შესაძლებლობები. ეს შეიძლება იყოს პარტნიორობა, ინვესტიცია, ერთობლივი ბიზნესი, საკომისიო, დაფინანსება ან პარტნიორის შემოსავალთან დაკავშირებული ცვლილება.

თქვენთვის მთავარი კარმული გაკვეთილი მდგომარეობს: 2026 წლის 18 აგვისტოდან, 2028 წლის მარტამდე თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა ისწავლოთ რესურსების სწორად გაზიარება, ნდობა, ფინანსური სტრატეგიების შეცვლა და პარტნიორულ ურთიერთობებში უფრო თანაბარი ძალთა ბალანსის შექმნა. გახსოვდეთ, თქვენი უსაფრთხოება მხოლოდ იმაზე არ არის დამოკიდებული, რაც მხოლოდ თქვენ გეკუთვნით. ყველაზე მნიშვნელოვანი და ახალი მიდგომა მდგომარეობს, სწორ პარტნიორობაში, საერთო რესურსებისა და გონივრული ფინანსური სტრატეგიების შემუშავებაში და რადგან უკვე გავიარეთ 12 აგვისტოს ლომში მზის დაბნელება, 18 აგვისტოს კვანძების გადასვლა ამ ფინანსურ თემას განსაკუთრებით გააძლიერებს და ამ პერიოდში დაწყებული ცვლილება 1.5-წლიან კარმულ პროცესად გადაიქცევა.

♏ მორიელი

კარმული კვანძების ცვლილება თქვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ეტაპია. ჩრდილოეთის კვანძი გადადის ასტროლოგიურ მე- 4-ე, ხოლო სამხრეთის მე- 10-ე სახლებში, რაც ააქტიურებს სახლს, ოჯახს, საცხოვრებელ ადგილს, კარიერას, სტატუსსა და ცხოვრების მიმართულებებს. ჩრდილოეთის კვანძი მერწყულში გიბიძგებთ უფრო მყარი ფესვების შექმნისკენ, ხოლო სამხრეთის კვანძი ლომში ნელ-ნელა აცლის ძალას იმ კარიერულ მიზნებსა და როლებს, რომლებიც უკვე აღარ შეესაბამება თქვენს ნამდვილ სურვილებს.

დადებითი ტენდენციები უკავშირდება:

1. საცხოვრებლის შეცვლას ან პირობების გაუმჯობესებას, რაც შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა. შესაძლებელია: საცხოვრებლის შეცვლა, გადასვლა სხვა ქალაქში ან ქვეყანაში, სახლის რემონტი, უძრავი ქონების საკითხების მოგვარება, ოჯახის გაფართოება, ან უფრო კომფორტული საცხოვრებელი პირობების შექმნა. ეს პერიოდი უკავშირდება „ფესვების გამყარებას“, სახლსა და ოჯახურ კავშირებზე მეტი ყურადღებისა და აქცენტების გაკეთებას.

2. შეიძლება გაჩნდეს სურვილი, უფრო მეტი დრო გაატაროთ ოჯახთან, აღადგინოთ ძველი კავშირები ან უკეთ გაიგოთ თქვენი ოჯახის ისტორია. ზოგიერთ მორიელთან შეიძლება გააქტიურდეს წინაპრების, ოჯახის წარსულისა და გვარის ისტორიის თემაც, რაც უფრო მეტად გააძლიერებს საგვარეულო კავშირებს.

3. მთავარი დადებითი ცვლილება მხოლოდ ფიზიკური სახლი არ არის. თქვენ შეიძლება დაიწყოთ ისეთი ცხოვრების შექმნა, სადაც შინაგანადაც უფრო დაცულად და მშვიდად იგრძნობთ თავს. ეს არის საკუთარი „უსაფრთხო ადგილის“ პოვნა და სურვილი იქ დაფუძნდეთ, სადაც ნამდვილად კარგად ხართ.

4. მოხდება თქვენი კარიერული პრიორიტეტების გადახედვა და სამხრეთის კვანძი ლომში დაგანახებთ, რომ ზოგიერთი კარიერული მიზანი მხოლოდ სტატუსის, აღიარების ან სხვებისთვის საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცების სურვილით გქონდათ არჩეული. ახლა მიხვდებით, რომ ნებისმიერ ფასად არ ღირს წარმატების მიღწევა, რაც ძალიან დიდ შინაგან თავისუფლებას შეგძენთ.

5. ეს ციკლი შეიძლება გარეგნულად თითქოს „შენელებას“ ჰგავდეს, მაგრამ რეალურად იწყება მზადება შემდეგი დიდი ცხოვრებისეული ეტაპისთვის. ჯერ ფესვები უნდა გამყარდეს, იმისათვის, რომ შემდეგ ახალი მწვერვალის დაპყრობა შეძლოთ.

უარყოფითი ტენდენციები უკავშირდება:

1. შეიძლება გარკვეული პერიოდი გაგიჩნდეთ განცდა, რომ ძველი პროფესიული მიზნები აღარ გაკმაყოფილებთ, მაგრამ თავიდან მკაფიოდ ვერ დაინახოთ ახალი მიმართულებები. გახსოვდეთ, რომ ეს გარდამავალი მდგომარეობაა და არა აუცილებელი წარუმატებლობა.

2. სახლთან ან ოჯახის წევრებთან დაკავშირებული საკითხები შეიძლება უფრო მეტ დროსა და ენერგიას მოითხოვდეს. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა მოგიწიოთ ოჯახის წევრის დახმარება ან მნიშვნელოვანი ოჯახური გადაწყვეტილების მიღება. მოხდება ოჯახური პასუხისმგებლობების ზრდა.

3. შეიძლება დადგეთ კარიერისა თუ ოჯახის არჩევანის წინაშე, რაც გამოიწვევს დაპირისპირებას, მაგრამ ამ ტრანზიტის მთავარი გაკვეთილი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ არ არის აუცილებელი მხოლოდ ერთი არჩევანის გაკეთება. ამ პერიოდის მთავარი მიზანია შექმნათ ისეთი ცხოვრება, სადაც პროფესიული წარმატება, აღარ გაანადგურებს თქვენს პირად ცხოვრებას.

4. თუ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვების მხრიდან აღიარების მიღება, შეიძლება პერიოდულად იგრძნოთ, რომ შემცირდება ყურადღება ან სტატუსი, რაც იქნება მტკივნეული, თუმცა სამხრეთის კვანძი მოითხოვს თქვენგან ძველი „ეგო“-ს მოტივებისგან გათავისუფლებას.

5. ასეთ პერიოდში, მოვლენები ყოველთვის პირდაპირი გეგმით არ ვითარდება. შეიძლება შეიცვალოთ სამსახური, უფროსი, პროფესიული მიზანი ან ოჯახური გარემო, ამიტომ, 2026–2028 წლებში მოქნილობა მიმდინარე მოვლენების მიმართ ძალიან მნიშვნელოვანი გახდება.

სიყვარული:

მორიელებისთვის ამ პერიოდში სიყვარული შეიძლება უფრო მეტად სახლსა და ოჯახს დაუკავშირდეს, თუ ურთიერთობა მყარ საფუძველზე დგას, შესაძლებელია ერთად საცხოვრებლად გადასვლა, სახლის შეძენა ან მოწყობა; ოჯახის შექმნა, ქორწინების საკითხის გააქტიურება, ოჯახური ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება.
თუ ურთიერთობა მხოლოდ კარიერულ მიზნებზე, სტატუსზე ან გარეგნულ წარმატებაზე იყო აგებული, შეიძლება გაჩნდეს კითხვა: რეალურად გვაქვს თუ არა საერთო სახლი და საერთო მომავალი.

ფინანსები:

ფინანსურად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უძრავი ქონება და საცხოვრებელთან დაკავშირებული ხარჯები. შესაძლებელია ფინანსური ხარჯები გამოიწვიოს: ბინის ან სახლის შეძენამ, სარემონტო სამუშაოებმა, სხვაგან გადასვლამ ან ოჯახურმა საჭიროებებმა. დადებითი მხარე მდგომარეობს იმაში, რომ სწორად დაგეგმვის შემთხვევაში ეს ხარჯები შეიძლება გრძელვადიან ინვესტიციად აქციოთ. უარყოფითი მხარე —ქონებასთან ან დიდ ფინანსურ ვალდებულებასთან დაკავშირებით, მოსალოდნელია არასწორი ემოციური გადაწყვეტილებების მიღება.

თქვენთვის მთავარი კარმული გაკვეთილი მდგომარეობს:

2026 წლის აგვისტოდან მორიელისთვის იწყება პერიოდი, როდესაც საზოგადოებრივი სტატუსისა და კარიერული მიღწევების პარალელურად სულ უფრო მნიშვნელოვანი გახდება კითხვა: სად და ვისთან ერთად გინდათ ცხოვრება, გახსოვდეთ წარმატება მხოლოდ ის არ არის, რასაც სხვები ხედავენ. ყველაზე ძლიერი და კარგი შესაძლებლობები უკავშირდება: საკუთარი სახლის, ოჯახის და ცხოვრების მყარი საფუძვლის შექმნას. ამ პერიოდის მთავარი გზავნილია „ფესვები“. ყველაზე დიდი გამოწვევა დაუკავშირდება კარიერული ამბიციების, ოჯახური ცხოვრების დაბალანსებასა და ძველი მიზნების გაშვებას. 2026 წლის 12 აგვისტოს ლომში მზის დაბნელებამ უკვე გააქტიურა სწორედ კარიერის, სტატუსისა და პროფესიული მიმართულების ცვლილების თემა, ხოლო კვანძების ახალი ციკლი ამ ცვლილებებს უფრო ხანგრძლივ პროცესში გადაიყვანს. ამ ციკლის მთავარი მესიჯია თქვენთვის: ჯერ შექმენით ადგილი, სადაც თავს ნამდვილად საკუთარ სახლში იგრძნობთ და შემდეგ გადაწყვიტეთ, რომელ მწვერვალზე გინდათ ასვლა.

♓ თევზები

თევზებისთვის 18 აგვისტოს კარმული კვანძების ცვლილება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შინაგანი ციკლის დასაწყისია. ასტროლოგიურად ჩრდილოეთის კვანძი გადადის მე-12-ე, ხოლო სამხრეთის კვანძი მე-6-ე სახლებში და ეს პერიოდი განსაკუთრებით ეხება შინაგან განკურნებას, ძველი ემოციებისგან გათავისუფლებას, დასვენებას, ქვეცნობიერსა და ყოველდღიური ცხოვრების წესის შეცვლას. ჩრდილოეთის კვანძი მერწყულში გიბიძგებთ ჩაიხედოთ საკუთარ ქვეცნობიერში, მოიშოროთ ძველი შიშები, ემოციური ტვირთი და მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ შინაგან სამყაროს. სამხრეთის კვანძი ლომში კი ხელს შეუწყობს ისეთი ყოველდღიური ჩვევების, სამუშაო რეჟიმისა და ვალდებულებებისგან გათავისუფლებას, რომლებიც გართმევთ ენერგიას.

დადებითი ტენდენციები უკავშირდება:

1. ეს შეიძლება იყოს ბოლო წლების განმავლობაში, თქვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური პერიოდი, რაც შინაგან განკურნებას მოგიტანთ. ზედაპირზე ამოვა - ძველი წყენები, შიშები, დაუცველობის განცდა და წარსულის გამოცდილებები, თუმცა არა იმისთვის, რომ ისევ განიცადოთ, არამედ იმისთვის, რომ საბოლოოდ გაუშვათ თქვენი ცხოვრებიდან. დროთა განმავლობაში აღმოაჩენთ, რომ რომ ის, რაც ადრე ძალიან გაწუხებდათ, ნელ-ნელა ძალას კარგავს.

2. თქვენ დაჯილდოვებული ხართ ბუნებრივი ინტუიციით, რომელიც ამ პერიოდში განსაკუთრებით ძლიერად იმუშავებს. უფრო ხშირად იგრძნობთ: ვინ არის გულწრფელი და ვინ — არა; რომელ გზაზე უნდა დადგეთ; როდის უნდა თქვათ „კი“ და როდის არის დრო, რომ რაღაც გაუშვათ. აუცილებელია გამიჯნოთ ინტუიცია შიშისგან, ლოგიკისგან და ემოციისგან.

3. ეს პერიოდი გასწავლით, რომ მუდმივად დაკავებული ყოფნა წარმატების ერთადერთი ფორმა არ არის. გაგიჩნდებათ სურვილი: მეტი დრო გაატაროთ მარტო, შეამციროთ ზედმეტი სოციალური კონტაქტები, იმუშაოთ საკუთარ თავზე, დაისვენოთ და შეცვალოთ ცხოვრების ტემპი.

4. ამ ტრანზიტის პერიოდში შეძლებთ გააცნობიეროთ, რომ გარკვეული შეზღუდვები რეალურად გარედან კი არა, საკუთარი შიშებიდან მოდიოდა. მაგალითად: თუ ამას გავაკეთებ, რას იტყვიან ან თუ უარს ვიტყვი, ვინმე ხომ არ გამინაწყენდება. დგება დრო მსგავსი აზრები ჩაანაცვლოთ კითხვებით: თქვენ რა გჭირდებათ.

5. როდესაც ადამიანი ჩერდება და საკუთარ თავთან მარტო რჩება, ხშირად ჩნდება იდეები, რომლებსაც ყოველდღიურ ქაოსში ვერ ამჩნევდა, რაც კარგი პერიოდია: წერისთვის, მუსიკისთვის, ხელოვნებისთვის, ფსიქოლოგიური და სულიერი პრაქტიკებისთვის და შემოქმედებითი პროექტის მოსამზადებლად.

უარყოფითი ტენდენციები უკავშირდება:

1. შეიძლება პერიოდულად იგრძნოთ, რომ აღარ გაქვთ სურვილი იმავე ტემპით იმუშაოთ, როგორც ადრე, იგრძნობთ ენერგიის დაქვეითებას, რაც ყოველთვის უარყოფითი არ არის — ხშირად ეს არის ორგანიზმისა და ფსიქიკის მოთხოვნა, რომ შეანელოთ რიტმი, მაგრამ თუ ყველაფრისგან გაქცევის სურვილი გაჩნდება, საჭიროა რეალური მიზეზის გაანალიზება.

2. სამსახურისა და მოვალეობების გადახედვა - სამხრეთის კვანძი ლომში, შეცვლის ყოველდღიურ სამუშაოს, შეიძლება დასრულდეს: ძველი სამუშაო რეჟიმი, არასასიამოვნო მოვალეობები, ზედმეტი პასუხისმგებლობა, ისეთი თანამშრომლობა, რომელიც გართმევთ ენერგიას ან ყველაფრის საკუთარ თავზე აღების ჩვევა. ზოგიერთ შემთხვევაში კი შესაძლებელია სამსახურის შეცვლის სურვილიც გაჩნდეს.

3. თევზებს ხშირად უჭირთ უარის თქმა, ამიტომ ამ ციკლის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება: შეწყვიტოთ სხვისი პრობლემების საკუთარ თავზე აღება. თუ მუდმივად სხვებს ეხმარებით და აღარ გრჩებათ ენერგია საკუთარი თავისთვის, ცხოვრებამ შეიძლება იძულებით დაგაყენოთ საზღვრების შექმნის აუცილებლობის წინაშე.

4. დაბნეულობის პერიოდები შეიძლება გამოიწვიოს ძველი მიმართულებების გაქრობამ, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ ხედავთ ახალს და გაჩნდეს განცდა, რომ არ იცით, რა გინდათ, რაც განსაკუთრებით საგრძნობი გახდება 2026 წლის მეორე ნახევარში. არ არის აუცილებელი დაუყოვნებლივ მიიღოთ საბოლოო გადაწყვეტილებები, კარმულიკვანძების ციკლი დაახლოებით 1.5 წელი გაგრძელდება და ახალი პროცესების დაწყებას დრო სჭირდება.

სიყვარული:

სიყვარულში ეს პერიოდი შეიძლება გარეგნულად უფრო მშვიდი ჩანდეს, მაგრამ შინაგანად ძალიან ღრმა ცვლილებები მოიტანოს, შეძლებთ გათავისუფლდეთ ძველი ემოციური მიჯაჭვულობებისგან. თუ ხართ აქტიურ ურთიერთობაში ხართ, მნიშვნელოვანია: ერთმანეთისთვის პირადი სივრცის დატოვება; პარტნიორის პრობლემების საკუთარ თავზე არ აღება და ურთიერთობაში ემოციური საზღვრების შექმნა, ხოლო ის თევზები ვისაც არ ჰყავთ თავიანთი მეორე ნახევარი, შესაძლოა დაბრუნდეს ძველი ურთიერთობის მოგონებები, თუმცა ეს ურთიერთობებში დაბრუნებას არ გულისხმობს. ზოგჯერ ადამიანები წარსულიდან იმიტომ ბრუნდებიან, რომ მივხვდეთ, თუ რატომ უნდა გაუშვათ ისინი საბოლოოდ ჩვენი ცხოვრებიდან.

კარიერა და სამუშაო:

კარიერულ ნაწილში მოგიწევთ გასცეთ პასუხი მთავარ კითხვას: არსებულ სამსახურში გელოდებათ თუ არა განვითარება, თუ მხოლოდ კარგავთ დროს და გაცლით ენერგიას. ამ პერიოდმა შეიძლება შეიცვალოს თქვენი დამოკიდებულება საქმისადმი, აღარ მოგინდებათ ისეთ ადგილას მუშაობა, სადაც: მუდმივი სტრესია; ზედმეტი პასუხისმგებლობა; არ გრჩებათ დრო საკუთარი ცხოვრებისთვის და მხოლოდ სხვების დასაკმაყოფილებლად მუშაობთ. შესაძლოა ნელ-ნელა აირჩიოთ ისეთი საქმიანობა, რომელიც მეტ თავისუფლებას და შინაგან სიმშვიდეს მოგიტანთ.

ფინანსები:

ფინანსურად ეს პერიოდი უფრო ხარჯების მოწესრიგებასა და ენერგიების სწორად განაწილებას უკავშირდება, ვიდრე მოულოდნელ გამდიდრებას. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ფულს ხარჯავთ ისეთ რაღაცებზე, რომელიც მხოლოდ სტრესის კომპენსაციას ემსახურება. კარმული გაკვეთილი გულისხმობს, ემოციური ხარჯვის ნაცვლად, შექმნათ რეალური უსაფრთხოების ბალიშები ცხოვრებაში, რომელიც სიმშვიდეს მოგიტანთ.

თქვენთვის მთავარი კარმული გაკვეთილი მდგომარეობს:

2026 წლის აგვისტოდან თევზებისთვის მთავარი ამოცანა ხდება: გადაეჩვიოთ ყველას დახმარება და ისეთი რაღაცების გაკეთებას, რაც არ შედის თქვენს მოვალეობაში და აღადგინოთ საკუთარი ენერგიები. ამ პერიოდს მოაქვს შინაგანი განკურნება, ძლიერი ინტუიცია და ემოციური გათავისუფლება. ყველაზე დიდი გამოწვევა, რისგანაც უნდა გათავისუფლდეთ არის: გადაღლა, ზედმეტი პასუხისმგებლობა, მომავლიდან გაქცევის სურვილი და ძველი ცხოვრების რეჟიმის გაშვების სირთულე. შეძლებთ დაიბრუნოთ შინაგანი სიმშვიდე განსაკუთრებით საინტერესო ფაქტორია ისიც, რომ 2026 წლის 28 აგვისტოს მთვარის მოხდება დაბნელება თევზებში და კვანძების ცვლილებიდან ძალიან მალე თავად თევზების ნიშანიც აიღებს დაბნელების ენერგიას, რაც ასტროლოგიურად შეიძლება გახდეს ძლიერი პერიოდი, ემოციური გათავისუფლებისა და ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყებად.

წყარო: ასტროლოგი ნინა ხომერიკი