
2025 წლის 28 თებერვალს იშვიათი ასტროლოგიური მოვლენა - პლანეტების აღლუმია. შვიდი პლანეტა: სატურნი, მერკური, ნეპტუნი, ვენერა, ურანი, იუპიტერი და მარსი ცის ერთ სექტორში განლაგდებიან. ასტროლოგიაში პლანეტების აღლუმი ენერგიების ძლიერი გაერთიანების სიმბოლოა, შესაბამისად 28 თებერვალი განსაკუთრებით საყურადღებო თარიღია.
ეს იდეალური დროა, რომ თქვენი მიზნებისა და სურვილების შესახებ კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ და ცხოვრების განახლებული ეტაპი დაიწყოთ, ძველი შეზღუდვებისგან, ურთიერთობებისგან საბოლოოდ გათავისუფლდეთ და ახალი ჰორიზონტები აღმოაჩინოთ.
აღსანიშნავია, რომ ასტროლოგიაში თითოეულ პლანეტას საკუთარი უნიკალური ენერგია აქვს. ამ დღეს კი ისინი ადამიანებზე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენენ სწორედ იმ სფეროების მიხედვით, რასაც განაგებენ.
სატურნი: დისციპლინისა და პასუხისმგებლობების სიმბოლოა. ამ პერიოდში მისი ენერგია გრძელვადიან მიზნებზე ფოკუსირებასა და შინაგანი ძალების ჩამოყალიბებაში დაგვეხმარება.
მერკური: პასუხისმგებელია კომუნიკაციაზე, აზროვნებასა და სწავლაზე. მისი გავლენა სიცხადესა და ინფორმაციის ეფექტურ გაცვლას ხელს შეუწყობს.
ნეპტუნი: ასოცირდება ინტუიციასთან, ოცნებებთან და სულიერებასთან. მის ენერგიას შეუძლია, ჩვენი ემოციურობა და საკუთარი თავის გამოხატვის უნარი გააძლიეროს.
ვენერა: მართავს სიყვარულს, სილამაზესა და ჰარმონიას. ვენერას გავლენა ამ დღეს ხელს შეუწყობს ურთიერთობების განმტკიცებასა და სილამაზის ძიებას ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ურანი: ინოვაციების, თავისუფლებისა და ცვლილებების სიმბოლოა. მის ენერგიას შეუძლია, ძალიან დიდი შთაგონება მოგვცეს და სწორედ აღნიშნული ენერგიით დავიწყოთ იმ ცვლილებების განხორციელება, რომლებზეც სულ ვფიქრობდით, მაგრამ მოტივაცია არ გვყოფნიდა.
იუპიტერი: პასუხისმგებელია ჰორიზონტის გაფართოებაზე, იღბალსა და ფილოსოფიაზე. იუპიტერის გავლენამ ამ დღეს შეიძლება, დიდი იღბალი და პიროვნული და კარიერული ზრდის ახალი შესაძლებლობები მოგვიტანოს.
მარსი: ენერგიას მართავს. აღნიშნულმა ენერგიამ ამ დღეს შეიძლება, აქტიური მოქმედებებისა და მიზნების მისაღწევად მოტივაცია მოგვცეს.როგორც ასტროლოგები ამბობენ, 28 თებერვალს თითოეული ადამიანი სწორედ 7 პლანეტის გაერთიანებულ ენერგიას იგრძნობს. ესაა დღე, როდესაც შეგვიძლია, ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები დავგეგმოთ და საკუთარი ოცნებებისა და მიზნებისკენ მყარი ნაბიჯები გადავდგათ.
ნუ დაუთმოთ ამ დღეს დროს ქაოსს, კამათსა და დაპირისპირებას. კონცენტრირდით თქვენს თავსა და შესაძლებლობებზე, დაიწყეთ ცვლილებებზე ფიქრი და შესაბამისად იმოქმედეთ. ეს პერიოდი მოძველებული ურთიერთობებისა და ტოქსიკური კავშირების საბოლოოდ მოშორებისთვის იდეალურია.
პლანეტების აღლუმი გვიბიძგებს, საკუთარ თავს ახლებურად შევხედოთ, გავაანალიზოთ ის მდგომარეობა, რომელშიც ვიმყოფებით და დავფიქრდეთ, თუ რა გვიშლის ხელს ბედნიერებასა და წარმატებაში. თუმცა, ასტროლოგები გვირჩევენ, რომ იმპულსური გადაწყვეტილებებისაგან თავი შევიკავოთ და ემოციურად ზედმეტად გადაღლას შეძლებისდაგვარად მოვერიდოთ.
ზოგადად, პლანეტების აღლუმი არის ფენომენი, რომელიც, თითქოს, ჩვენი ცხოვრების ყველა მოვლენას ლოგიკურ სერიაში აწყობს. შესაბამისად, შესაძლოა, არაერთი მნიშვნელოვანი რამ აღმოაჩინოთ, არსებული ურთიერთობები, საქმეები, მიღწევები გადააფასოთ და თქვენი ცხოვრების სხვა ეტაპზე გადასვლა დაგეგმოთ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕მსახიობი მიშელ ტრახტენბერგი 39 წლის ასაკში გარდაიცვალა
წყარო: www.beaumonde.ge