Digest Logo

29 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

1751181200
29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ვარსკვლავები შესაძლებლობას გთავაზობენ, რომ საკუთარი ბედი რადიკალურად შეცვალოთ. სასურველია, რომ ძველ შეცდომებზე იფიქროთ, რადგან სწორი დასკვნების გამოტანა ახალი შეცდომებისგან დაგიცავთ. ეცადეთ რაღაც ახალი და უჩვეულო გააკეთოთ – ისეთი, რაზედაც მხოლოდ ოცნებობდით, მაგრამ მისი განხორციელების გეშინოდათ. ერთ-ერთ საინტერესო, თუმცა სარისკო წამოწყებაში თანამოაზრეები გამოგიჩნდებათ, მთავარია გაბედოთ.

კურო

ეს დღე შეიძლება კუროსთვის რთული აღმოჩნდეს. ნებისმიერი საქმე თქვენგან გაცილებით მეტ დროს და ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე მოსალოდნელი იყო. სავარაუდოდ, მომხდარს უსიამოვნო შედეგები მოჰყვება, თუმცა თუ მოქმედების კარგი ტაქტიკა გაქვთ არჩეული, ბოლომდე უნდა მიჰყვეთ. მზად იყავით მცირე ფინანსური დანაკარგისთვის. კარგი დროა საქმიანი დოკუმენტების მოწესრიგებისთვის.

ტყუპები

ტყუპებისთვის ეს დღე სულიერ ზრდასა და ზნეობრივ გაწმენდას უკავშირდება. იყავით თანმიმდევრული გადაწყვეტილებების მიღებისას. ყველაზე ნაკლები დანაკარგი ექნება მას, ვინც საკუთარ სისუსტეს დროულად აღიარებს. საღამო, დაღლილობის შემდეგ, კმაყოფილებასაც მოგიტანთ – გაატარეთ ის მშვიდ, ოჯახურ გარემოში.

კირჩხიბი

ამ დღეს ხარისხიანად შესრულებული სამუშაოსთვის დაჯილდოვდებით. გამორიცხული არ არის, რომ ახლობლებისგან, სასიამოვნო ცნობების გარდა, ფინანსური დახმარებაც მიიღოთ. მოერიდეთ კოლეგების და ახლობელი ადამიანების კრიტიკას - ზღვარგადასულმა სიამაყემ შეიძლება პიროვნულად და პროფესიულად დაგაზარალოთ. ნუ გადაიღლებით. აუცილებელი არ არის, კედელს შეასკდეთ, როცა შემოვლითი გზა არსებობს.

ლომი

ამ დღეს გაიგებთ ამბავს, რომელიც თქვენთვის ნამდვილ აღმოჩენად იქცევა. ბოლოს და ბოლოს, მიხვდებით იმ მოვლენების მიზეზებს, სადაც ადრე ან თავად ცდებოდით, ან თქვენი ახლობლები. სანამ მოქმედებაზე გადახვალთ, დაფიქრდით, ნამდვილად თუ შეუძლია ამ ნაბიჯს რაიმე შეცვალოს. ასეთი მიდგომა უნებური შეცდომისგან დაგიცავთ.

ქალწული

შესაძლოა შურიანმა ადამიანებმა თქვენი დისკრედიტაცია სცადონ – მთავარია, პროვოკაციას არ აჰყვეთ. თანდაყოლილი ოპტიმიზმის დახმარებით, ამ დღეს ჩახლართული სიტუაციიდან ღირსეულად გამოხვალთ. ეცადეთ, თქვენი ყველა ნაბიჯი და სიტყვა გააზრებული იყოს და ორპირობისთვის სივრცე არ დატოვოთ. გამორიცხული არ არის, რომ ნათესავებს ჯანმრთელობის გაუარესების გამო თქვენი ყურადღება დასჭირდეთ.

სასწორი

ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი, სექსუალურობა და პიროვნული მომხიბვლელობა იზრდება. დატვირთული და დამღლელი, მაგრამ ამავდროულად საინტერესო დღეა. შესაძლოა, კოლეგებს თქვენი რჩევა დასჭირდეთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი პოზიცია შეიძლება მცდარი აღმოჩნდეს. მზად იყავით საჭიროების შემთხვევაში, შეცდომის აღიარებისთვის.

მორიელი

ამ დღეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას ვერ ახერხებთ, რამაც შეიძლება დიდ სკანდალამდე მიგიყვანოთ. ყურადღებით დააკვირდეთ ყველაფერს, რაც თქვენ გარშემო ხდება. დიდი ალბათობით, ყოველი ახალი გარემოება გარკვეულ გზავნილს შეიცავს, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ. თქვენი გულუხვობა ამ დღეს ორმაგად დაგიბრუნდებათ – ირგვლივ მყოფები თქვენს კეთილგანწყობას სიკეთით და მადლიერებით უპასუხებენ. კარგი დღეა მოგზაურობისა და სუფთა ჰაერზე გასეირნებისთვის.

მეტის გასაგებად გადადით ბმულზე:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რა თანხა გამოიმუშავა ილია თოფურიამ დღევანდელი გამარჯვების შემდეგ

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

🎥 „თავს წაგაძრობ, ახლა გაეთრიე აქედან...“ - ილია თოფურია პედი პიმბლეტს