განვიხილოთ 29 სექტემბრის ასტროლოგიური ფონი, რომელიც გავლენას მოახდენს ჩვენს მდგომარეობასა და დღის მოვლენებზე, რათა შეძლოთ ენერგიის სწორად განაწილება და ძალები ამაოდ არ დახარჯოთ.
შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ დღეებით შევდივართ საკმაოდ ინტენსიურ და დაძაბულ პერიოდში, რომელზეც მიმდინარე კვირის პროგნოზში დავწერე.
ამიტომ ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არ ავყვეთ პირველ ემოციურ იმპულსს, ყურადღებით მოვეკიდოთ მიღებულ ინფორმაციას და ერთი გადამწყვეტი მოქმედებით არ ვეცადოთ იმის გამოსწორებას, რაც დიდი ხნის განმავლობაში გროვდებოდა.
ეს დღე კარგად აჩვენებს კვირის ტენდენციას. ერთი შეხედვით დღე შეიძლება მშვიდად გამოიყურებოდეს, თუმცა ამ სიმშვიდის მიღმა შინაგანი დაძაბულობა იმალება, რის გამოც მიმდინარე მოვლენები იმაზე მასშტაბურად შეიძლება აღვიქვათ, ვიდრე სინამდვილეშია.
მთელი დღის განმავლობაში მთვარე კუროს ნიშანში იქნებ, რაც მისთვის საკმაოდ კომფორტული მდებარეობაა. კუროს მთვარე რეალობასთან გვაბრუნებს, პრაქტიკულობისა და სტაბილურობისკენ განგვაწყობს, გვიბიძგებს, შევინარჩუნოთ ჩვეული წესრიგი. ყურადღება მეტად გადადის ფინანსებზე, სახლზე, სამსახურზე, საყიდლებზე და პირად კომფორტზე.
კუროს მთვარის გავლენით, როგორც წესი, არსად გვეჩქარება. გვინდა, ჩვეულ საქმეებს მშვიდად მივხედოთ, გემრიელად მივირთვათ და კომფორტულ გარემოში ვისიამოვნოთ. თუმცა დღეს სიმშვიდის შენარჩუნება არც ისე მარტივი იქნება.
დაძაბულობის ერთ-ერთი მთავარი წყარო ვენერაა, რომელიც მორიელის ნიშანშია და ამავე დროს ოპოზიციაშია კუროს მთვარესთან. აქ საინტერესო წინააღმდეგობა იქმნება. კუროს მთვარეს სჭირდება სიმშვიდე, სტაბილურობა და რეალობის განცდა. მორიელში მყოფი ვენერა კი უკმაყოფილოა, მხოლოდ სიმშვიდე არ ყოფნის. ესაჭიროება ძლიერი გრძნობები, სიყვარულის დადასტურება, მაქსიმალური ყურადღება და იმის ცოდნა, რომ- ,,ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანი ნამდვილად მაფასებს“.
ამიტომ, ურთიერთობები დღეს ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე თემად შეიძლება იქცეს. ამ ოპოზიციის გავლენით შეიძლება დაგვეუფლოს განცდა, რომ პარტნიორი საკმარის ყურადღებას არ გვაქცევს, რომ ჩვენი ძალისხმევა სათანადოდ არ დააფასეს ან ურთიერთობაში იმაზე მეტს გავცემთ, ვიდრე ვიღებთ. აქედან კი შეიძლება გაჩნდეს წყენა, ეჭვიანობა, სხვისი გრძნობების შემოწმების სურვილი ან მცდელობა, პარტნიორისა თუ გარშემომყოფებისგან გარკვეული ,,მტკიცებულება'' მივიღოთ.
ამ ყველაფერს შესაძლოა ობიექტური მიზეზი საერთოდ არ ჰქონდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ერთმანეთში არ ავურიოთ სიყვარულის მოთხოვნილება და საკუთარი მნიშვნელობის დადასტურების სურვილი.
თუ დღეს განსაკუთრებით გაგიძლიერდებათ სურვილი, რომ მოისმინოთ როგორ უყვარხართ, გაფასებენ და თქვენი დაკარგვის ეშინიათ, ნუ შექმნით ისეთ სიტუაციას, სადაც მეორე ადამიანს ამის დამტკიცება მოუწევს.
ვენერა ფინანსებსაც უკავშირდება, ამიტომ ეს სფეროც დღეს გარკვეულ სიფრთხილეს მოითხოვს. კუროს მთვარეს კომფორტი უყვარს, ვენერას - ლამაზი ნივთები, ხოლო მორიელში მყოფი ვენერა სურვილს აძლიერებს: თუ რაღაც გვინდა, გვინდა ის სრულად და განსაკუთრებული სახით.
ამიტომ იმპულსური შენაძენებისგან თავის შეკავება დღეს რთული იქნება. გაჩნდება მეტი ყურადღების, სიამოვნების, რაიმე ლამაზის ყიდვის, გემრიელი კერძის შეკვეთის, საკუთარი თავისთვის ზედმეტის უფლების მიცემის ან ძვირადღირებული ნივთით თავის გახარების მოთხოვნილება. მოგვიანებით შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ ეს შენაძენი არც ისე აუცილებელი იყო - ემოცია სწრაფად გაქრა, თანხა კი უკვე დახარჯულია.
ამიტომ დღეს არ გირჩევთ ძვირადღირებული ტანსაცმლისა და სამკაულების, ფუფუნების საგნების შეძენას, განწყობის გავლენით ძვირადღირებული კოსმეტიკური პროცედურების დაგეგმვას, ასევე ფულის სესხად გაცემასა თუ აღებას. განსაკუთრებით ფრთხილად მოეკიდეთ იმ შესყიდვებს, რომლებიც რეალური პრობლემის გადაწყვეტაზე მეტად უსიამოვნო ემოციური მდგომარეობის კომპენსაციას ემსახურება.
საღამოს, 18:00 საათის შემდეგ, დღის დაძაბულობის ხასიათი შეიცვლება. მთვარესა და ვენერას შორის ოპოზიცია გავლენა დასრულდება, თუმცა მის ნაცვლად სხვა დაძაბული კონფიგურაცია - ტაუკვადრატი - დაიწყებს ფორმირებას, რომლის საფუძველს მთვარისა და პროზერპინას ოპოზიცია ქმნის, ხოლო მწვერვალზე იუპიტერი აღმოჩნდება.
იუპიტერს ახასიათებს ყველაფრის გაფართოება და გაძლიერება, რასაც ეხება. ამიტომ მცირე პრობლემა შეიძლება მოულოდნელად უზარმაზარ პრობლემად მოგვეჩვენოს. ჩვეულებრივი ამოცანა - გადაუდებელ და თითქოს გადამწყვეტ საკითხად იქცეს, ხოლო რაღაცის შეცვლის სურვილი - მთელი ცხოვრების დაუყოვნებლივ შეცვლის მოთხოვნილებად.
ამიტომ სამშაბათის მთავარი ორიენტირი ასეთია: თუ მოგეჩვენებათ, რომ სიტუაციის სასწრაფოდ და რადიკალურად შეცვლაა აუცილებელი, ჯერ საკუთარ თავს ჰკითხეთ - ნამდვილად იმდენად დიდია პრობლემა, რამდენადაც ახლა გეჩვენებათ, თუ ამ მომენტში თქვენი ემოციებია მასშტაბური?
გარდა ამისა, 20სთ-მდე მეთვრამეტე მთვარის დღის ენერგიემი მოქმედებს, რომლის სიმბოლოებია სარკე და მაიმუნი.
სარკე იმიტომ, რომ ის, რასაც დღეს ადამიანებში, სიტუაციებსა და გარშემომყოფთა რეაქციებში ვხედავთ, ხშირად ჩვენი შინაგანი მდგომარეობის ანარეკლია. სწორედ ამაში მდგომარეობს დღის მთავარი არსი.
დღეს შეიძლება დავინახოთ, როგორ ვცხოვრობთ სინამდვილეში და არა ისე, როგორც საკუთარ ცხოვრებას აღვიქვამთ.
ეს ძალიან ფაქიზად შეიძლება გამოვლინდეს. მაგალითად, ვიღაცამ რაღაც გითხრათ და ამის პასუხად გაღიზიანება იგრძნოთ. ან პირიქით, რაღაცამ ძლიერად შეგძრათ, შთაგაგონოთ ან დადებითი ემოცია გამოიწვიოს. ასეთ მომენტში მნიშვნელოვანია, იმპულსურ რეაქციას არ ავყვეთ და სხვა ადამიანი არ დავადანაშაულოთ. უმჯობესია გავჩერდეთ და საკუთარ თავს ვკითხოთ: რას შეეხო ეს და რატომ იმოქმედა ჩემზე ასე ძლიერად?
მეთვრამეტე მთვარის დღე ჩვენზეა ფოკუსირებული. ადამიანები ან მოვლენები მხოლოდ ჩვენი შინაგანი სამყაროს სარკეები ხდებიან. ამიტომ დღეს შეიძლება განსაკუთრებით მგრძნობიარენი გავხდეთ სიტყვებისა და ადამიანების ქცევის მიმართ. შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ვიღაც უსამართლოდ ან არასასიამოვნოდ იქცევა, მაგრამ ამ დღის მთავარი გაკვეთილი ის არის, რომ ცხოვრება ამ ადამიანების საშუალებით ჩვენს შინაგან მდგომარეობას გვიჩვენებს.
ეს შეიძლება იყოს შიში, ეჭვი ან ჩვეული რეაქცია, რომელსაც თავად ვერ ვამჩნევთ.
ხშირად სწორედ ასეთ დღეებში მოხდება ძალიან მნიშვნელოვანი და გულწრფელი გააზრება, რაც ყოველთვის სასიამოვნო არ არის, თუმცა სწორედ ასეთ მომენტებში იწყება ცვლილება.
მეთვრამეტე მთვარის დღე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდია საკუთარი თავის გაცნობიერებისა და შინაგანი ზრდისთვის. დღეს შეგვიძლია გავიგოთ, რატომ მეორდება ცხოვრებაში ერთი და იგივე სიტუაციები.
დღეს სასარგებლოა საკუთარ თავსა და საკუთარ რეაქციებს დავაკვირდეთ, ასევე ყურადღებით მოვუსმინოთ იმას, რასაც გარშემომყოფები გვეუბნებიან. არა იმისთვის, რომ შევაფასოთ ან თავი გავკიცხოთ, არამედ იმისთვის, რომ დავინახოთ, როგორ ვრეაგირებთ, რა გვაღიზიანებს, სად ვინარჩუნებთ სიმშვიდეს და სად ვკარგავთ მას.
სწორედ ასეთი დაკვირვებით მიიღებთ ძალიან მნიშვნელოვან შედეგს.
გისურვებთ წარმატებულ, მშვიდ და ნაყოფიერ დღეს.