Digest Logo

🎥 3 მნიშვნელოვანი ასტროლოგიური რჩევა აგვისტოსთვის, რაც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ

1753435663
ზოდიაქო, ჰოროსკოპი, ასტროლოგია

„ყველა ელოდება, რომ აგვისტო იქნება ჯადოსნური. ეს სულიერი განახლების დროა, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს.

თვის სირთულე მდგომარეობს შუა ნაწილამდე, 15 რიცხვამდე. მეორე ნახევარი შედარებით ჰარმონიულია, მშვიდია. პირველ ნახევარში არ უნდა მოხდეს მნიშვნელოვანი გარიგებები, შესყიდვები ისეთი ნივთების, რაც არ გვჭირდება. არც ხელი მოაწეროთ ხელშეკრულებებს, რომელიც მომავალში გაპრობლემურდება“, - ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ანზორ ოდიშარიამ ისაუბრა. 

გარდა ამისა, მან საზოგადოებას 3 მნიშვნელოვანი ასტროლოგიური რჩევა მისცა, რაც აგვისტოში წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ:

„თავის შეკავება, რისკის მინიმუმამდე დაყვანა, მაღალია ალბათობა იმისა, რომ ემოციები ვერ გავაკონტროლოთ, ამიტომ გვჭირდება სიმშვიდე. 

მეორე მთავარი ამბავია, რომ მოემზადეთ იმისთვის, რაც ნამდვილად გინდათ და გათავისუფლდით იმისგან, რაც აღარ გინდათ თქვენს ცხოვრებაში რომ იყოს. 

მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევაა, მეტი კავშირი გქონდეთ სტიქიურ ენერგიებთან, რადგან ჩვენ დასვენება სხვანაირად გვესმის. ეცადეთ, ფეხშიშველმა იაროთ მიწაზე, ცურვისას წყლის ენერგია შეიგრძენით. თუ ჩვენს თავს დავიჭერთ და ვიგრძნობთ ცეცხლთან ურთიერთობაში, ჩათვალეთ თქვენი დასვენება კარგად წარიმართა“, - ამბობს ანზორ ოდიშარია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „დიდი ხანია ასე არ მიცინია, გაიხარე ზურა პაპა“ - ლენუკა ყიფშიძე სახალისო ვიდეოს გვიზიარებს

„ისტორია შეცვლილია, ელექტრონულ სიმულაციაში ვცხოვრობთ, გვათამაშებს ვიღაც“ - რას წერს ხათუნა ნოელი

„მაშინ ვარ და მაშინ ხარ, როცა მე შენ მიყვარხარ“ - დათო ევგენიძე მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს